აირჩიეთ ენა

15.02.2019

საწრეო მუშაობა. ხელოვნების წრის პროგრამა...


ხელოვნების წრის პროგრამა

       წრის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს უფრო მეტად დაუახლოვდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ერთმანეთს. ისინი ერთი სემესტრის განმავლობაში, კვირაში ერთხელ - ინფორმაციული ტექნოლოგიების ოთახში შეიკრიბებიან და გაეცნობიან მათთვის საინტერესო ხელოვანთა შემოქმედებას, მათ ბიოგრაფიასა და ზოგადად ხელოვნების მიმდინარეობებს. (ტილოების დანიშნულებას, უპასუხებენ კითხვებს: რა მიზნით შეიქმნა ტილო, რას ემსახურება ტილოში ასახული ამბავი და სხვა). წრის წევრები გაეცნობიან ხელოვნების მიმდინარეობებს, კერძოდ მხატვრობის. ისინი უფრო უკეთ გაიგებენ სტილს. (ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი, ავანგარდიზმი, ბაროკო, კუბიზმი, მოდერნიზმი, ნატურალიზმი, პრივიტივიზმი, სიურიალიზმი, სოც-არტი და სხვ).
     ხელოვნების წრეში გაწევრიანებულ მოსწავლეებს უფრო მეტად გამოუმუშავდებათ მხატვრულ-ესთეტიკური ანალიზის უნარი, ისინი უფრო მეტად შეიმეცნებენ ხელოვნების რაობას?! რას ემსახურება ხელოვნება?! განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის ჩვევა. ისინი ტილოებში ასახულ პრობლემას დააკვირდებიან სხვადასხვა პოზიციიდან. ასევე შესრულების სტილს აღწერენ, თითოეულ მათგანს საშუალება ექნება სუბიექტური მსჯელობით შეაფასოს ტილო და ავტორის ხელწერა.
        ხელოვნების წრეში გაწევრიანებული მოსწავლეების უმეტესობა თავად ხატავს, ისინი გატაცებული არიან მხატვრობით. (თუმცა არაა სავალდებულო წრის თითეული წევრი ხატავდეს, მთავარია აინტერესებდეთ ხელოვნება). მოსწავლეები სურვილის მიხედვით წარადგენენ საკუთარ ნახატებს სხვადასხვა მხატვრის „ჩარჩოთი“... გავიგებთ, რა არის გავლენა?! ემოცია?! და სხვ. ესთეტიკური ნიუანსი, რომელიც ცალსახად დაკავშირებულია ხელოვნებასთან.
კლუბი ემსახურება იმას, რომ:
ü  მოსწავლეებს გაუფართოვდეთ ესთეტიკური თვალსაწიერი;
ü  მოსწავლეები გახდნენ შემოქმედუნარიანი.
            ვფიქრობ, მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართულები ხელოვნების წრეში და მათი მოლოდინები (რაც სილაბუსშია გაწერილი) გამართლდება.



ესგ-ს ამონარიდი - ქართული, როგორც მეორე ენა

მოსწავლეს შეუძლია სტურქტურული და ენობრივი მახასიათელბლების მიხედვით მხატვრული ტექსტის (მიმდინარეობა / ეპოქა) გაანალიზება;
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
ამოიცნობს
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული / არამხატვრული ტექსტის გაანალიზება. ამოიცნობს შესწავლილი ჟანრების ენობრივ, სტილურ და სტურქუტულ მახასიათებლებს; გამოჰყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებენ აბზაცებს, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას.

·         მოსწავლეს შეუძლია საკითხზე არგუმენტირებულად მსჯელობა.
·         გამოჰყოფს პრობლემას და ამ პრობლემსათან დაკავშირებით, საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას, განმარტავს რატომაა ესა თუ ის საკითხი პრობლემატური;
·         მიმოიხილავს სხვადასხვა თვალსაზრისს არსებული პრობლემის გარშემო და უკეთებს მოკლე კომენტარს;
·         აყალიბებს არსებული თვალსაზრისის საწინააღმდეგო დებულებას და ასაბუთებს სათანადო არგუმენტებით;
·         ცალკეულ ინფორმაციას ლოგიკურად აკავშირებს ძირითად სათქმელთან;
მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
ü  აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკური რუკა, სქემატური ჩანაწერები, ხელოვნების ნიმუშები, ტაბულა, გრაფიკი, მონაცემთა ბაზა და სხვ.)

Комментариев нет:

Отправить комментарий