აირჩიეთ ენა

20.02.2019

შემაჯამებელი წერა, საბაზო საფეხური (ქ.მ.ე)


საკონტროლო წერა _____    სახელი გვარი: __________________თარიღი:_________
1) წაკითხული ტექსტის გააზრება.
ლილიტი პეტერბურგში ცხოვრობს, მას ხუთი შვილი ჰყავს, უფროსი 15 წლისაა,  ყველაზე უმცროსი კი 8 წლის. ლილიტი პროფესიით ვეტერინარია, უკვე შვიდი წელია რაც ვეტერინარია.  ის კვირაში ოთხი დღე მუშაობს. მისი ხელფასი 450 ლარია.
ლილიტის სახლი სამსართულიანია, სახლის მარჯვნივ აუზია, მარცხნივ ცხოველების ფერმა, უკან კი - ფეხბურთის მოედანი. პირველ სართულზე (ჰოლში) უამრავი სუვენირი აწყვია: სპილოს ქანდაკება, პირამიდა, გლობუსი, ნიღბები და ნიანგის კბილები. ლილიტმა ნიანგის კბილების სუვენირი და გლობუსი საქართველოში, ბათუმში იყიდა, პირამიდა - რუსეთში, ნიღბები კი მეგობრებმა აჩუქეს.
ლილიტს რამდენიმე ჰობი აქვს, უყვარს მაგიდის ჩოგბურთი, აინტერესებს ასტროლოგია, თუმცა არ უყვარს კომპიუტერული თამაშები.
ლილიტი ოპტიმისტია, ის ხშირად იცინის და სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ა) რამდენი წლით უფროსია ლილიტის უფროსი შვილი უმცროსზე?
ბ) რომელ წელს დაიწყო ლილიტმა სამსახური?
გ) კვირაში რამდენი დღე ისვენებს ლილიტი?
დ) რომელი სუვენირი არ უყიდია ლილიტს რუსეთში და საქართველოში?
ე) როგორი ხასიათი აქვს ლილიტს?

2) გაარჩიეთ წინადადებები.
კუთვნილებითი ნაცვალსახელი
არსებითი
სახელი
ზედსართავი
სახელი
კავშირი
ზედსართავი
სახელი
ზმნა
ჩემი
ძმა
კეთილი
და
მეგობრული
არის.







თქვენს
სახლს
ძველი
სახურავი
აქვს.









ყვიროდა
და
ტიროდა
ბავშვი,
რომლსაც
სახე
ჭორფლიანი
ჰქონდა.









თქვენ
და
მათმა
ბიძაშვილმა
დახეული
ფარდები
კოცონზე
დაწვით.

3) გადაიყვანეთ ზმნა უწყვეტელში.
მე გუშინ ვიმღერე     ___________________________________________
შარშან წავიკითხე     _______________________________________________
სარკესთან თმა დავივარცხე __________________________________________
გემრიელად ვჭამე ______________________________________
საღამოს დავხატე _________________________________

Комментариев нет:

Отправить комментарий