აირჩიეთ ენა

16.02.2019

შემაჯამებელი წერა, მე-11 კლასი. (ქ.მ.ე)


შემაჯამებელი წერა
1.       აქედან, რომელი არ არის სინონიმური წყვილი?             0,5ქ.
ა) თავაუღებლად მუშაობა - შეუჩერებლად მუშაობა
ბ) ხოტბის შესხმა - შექება
გ) მერმის - მომავალ წელს
დ) აზრის გამოხატვა - პეიზაჟის დახატვა
2.   აქედან, რომელი არ არის სინონიმური წყვილი?             0,5ქ.
ა) დაცლილი - ცარიელი
ბ) ღონე - შრომა
გ) მადისამღძვრელი - გემრიელი
დ) განვითარებული - ცივილიზებული
3.   აქედან, რომელი არ არის ანტონიმური წყვილი?             0,5ქ.
ა) სუფთა - ქათქათა
ბ) ცრუ - მართალი
გ) გონიერი - უჭკუო
დ) სწორი - მრუდე

წინადადებებში ზმნები ჩასვით მართებული ფორმით.  (თითოეული ფასდება 0,5 ქ. სულ 5 ქულა)
ü  ნიკო ფიროსმანი ხშირად თავისი გაკეთებული საღებავებით __________________.
ü  ნიკო ფიროსმანმა მეგობრის სახლში ვაჟა-ფშაველა __________________________.
ü  ძმები ზდანევიჩები ცნობილი მხატვრები _________________________.
ü  ნიკო ფიროსმანს ქეიფი ___________________ .
ü  როცა ნიკო _________________, მის შემდეგ გამოიფინა ქალაქში მისი ნახატები.
ü  ნიკოს ხშირად ____________________ ნახატებს, რომ დაეხატა მედუქნეებისთვის.
ü  დუქნებში და სამიკიტნოებში ნიკოს ყველა __________________________.
ü  ფიროსმანი თავდაპირველად სოფელში _______________ შემდეგ თბილისში _____________________.
ü  ნიკო ხატვისთვის ____________________ ნახშირს, ზეთს და სხვა საღებავებს.
ü  ნიკო ფოროსმანი ხშირად __________________ ცნობილ მხატვრებთან.
გადაიყვანეთ ტექსტი ახლანდელ დროში.  (სულ 3,5ქ.)
ნიკო ფიროსმანი იყო ცნობილი მხატვარი... მან დახატა ისეთი ტილოები, როგორიცაა „მებადური“ „შველი“ „ქალი წყაროზე“ და სხვა. ნიკო ფიროსმანმა გაიცნო ცნობილი მხატვრები, მათ დაუმეგობრდა და მათთან ერთად რამდენიმე წელი იმუშავა კიდეც. ნიკო ფიროსმანი ღარიბი იყო, მას არ ჰქონდა საღებავების ფული, ამიტომ ხშირად თავისი ხელით ამზადებდა ხატვისთვის საჭირო მასალას. იგი დასცინოდა შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილ მხატვრებს. ნიკო ფიროსმანი ამბობდა, რომ მხატვარმა უნდა გაიგოს საღებავის სუნიც და გემოც. ნიკო ფიროსმანი იშვიათად ყიდდა თავის ტილოებს, უფრო ხშირად ცვლიდა ერთ ბოთლ არაყზე. ნიკო ფიროსმანის ვინაობა წარსულში ყველამ იცოდა. მას უკვეთავდნენ ამა თუ იმ პორტრეტს, ნატურმორტს და სხვ. მას ყველა აფასებდა, როგორც გენიალურ ქართველ მხატვარს.


Комментариев нет:

Отправить комментарий