აირჩიეთ ენა

14.02.2019

კითხვის კლუბი (წესდება, იდეა, მიზნები)


კლუბში მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში:

-ორგანიზაციული მუშობისა და კომუნიკაციის უნარების   ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
- გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას;
-შემატებს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის  უნარს;
-პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;
-კრიტიკული მსჯელობისა და აზროვნების განვითარებას;
-საკვლევაძიებო მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვა-წარმართვას;
-მხატვრული ტექსტების აღქმა-გააზრება-ინტერპრეტირებას;
-პასაჟის სხვადასხვა მხრიდან დაკვირვებასა და გაცნობიერებას;
-გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს;

.        
კლუბის წესდება
·         კლუბის ხელმძღვანელი ორგანოა კურატორი,რომელიც არჩეულია ერთი სემესტრის ვადით.
·         კლუბის კურატორს აქვს უფლება: ჩაატაროს კლუბის სხდომა, წინასწარ მოამზადოს საჭირო მასალა. უხელმძღვანელოს კლუბს, დაამტკიცოს მისი წევრების მიღებული გადაწყვეტილებები.
·         მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები კლუბის მოღვაწეობის შესახებ.
·         ყველა გადაწყვეტილება მიიღება კლუბის წევრთა უმრავლესობაზე დაყრდნობით.

კითხვის კლუბი „გენიოსები“
1.   „გენიოსები“ არ აგვიანებენ წრეზე და ყოველთვის მოდიან დათქმულ დროს!
2.   „გენიოსები“ უსმენენ ერთმანეთს!
3.   „გენიოსები“ პატივს სცემენ სხვათა აზრს!
4.   „გენიოსები“ არიან აქტიურები!
5.   „გენიოსები“ არ არიან შებოჭილები, ისინი თავისუფლად სვამენ კითხვებს!
6.   „გენიოსები“ უფრთხილდებიან წიგნებს, ინახავენ რესურებს!
7.   „გენიოსები“ დიდ დროს უთმობენ კითხვას!


ესგ-ს ამონაწერი, ქართული, როგორც მეორე ენა
II ეტაპი (შუა)

კითხვა - სწავლების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია წაკითხულის გაგების უნარის გაღრმავება. მოსწავლეებს მოეთხოვებათ სასწავლო მიზნით ადაპტირებული სახვადასხვა ფუნქციური სტილის (როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული) ტექსტების გაგება და გაანალიზება, როგორც შინაარსის, ისე მათი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
კითხვის დროს - ყურადღება ექცევა  ხმამაღალი ტექნიკის დაუფლებას. მოსწავლეებს საკითხავი ამოცანების გადაჭრის ხელშესაწყობად. მოეთხოვებათ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის (გაცნოებითი, შესწავლითი და ძიებითი კითხვის ტექნიკა) გამიყენება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კითხვის მიმართულებაში ცალკე შედეგად გადის ე.წ. კულტურათა დიალოგი. მოსწავლეები ამ ეტაპზე არამარტო იჩენენ ინტერესს, არამედ აანალიზებენ ტექსტს ინტერკულტურული თვალსაზრისითაც.


კლუბის წევრი შეძლებს: (ესგ-დან გამომდინარე)
ü  პერსონაჟის ხასიათის წარმოსაჩენად გამოიყენოს სხვადასხვა ხერხი (საკუთარ თავთან ან სხვა პერსონაჟთან დიალოგის საშუალებით, მისი განცდების, ფიქრებისა და სურვილების აღწერით).
ü  მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებებს.
ü  მოსწავლეს შეუძლია შექმნას სხვადასხვა ჟანრის ისეთი ტექსტი, რომელშიც გამოავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას. სათანადო მოდელის, პირობის მიხედვით აანალიზებს ტექსტს;
ü  ქმნის მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ცალკეული ეპიზოდების/ამბის გაგრძელებსა და დასასრულის საკუთარ ვარიანტს.

Комментариев нет:

Отправить комментарий