აირჩიეთ ენა

25.02.2019

შემაჯამებელი წერა (ქ.მ.ე)


შემაჯამებელი წერა                   
სახელი____________გვარი___________________

1)      ჩასვით ნაცვალსახელები
მე და ________ ძმა ვცხოვრობთ თბილისში. ________ გვიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით თანამედროვე ჯაზი. ჩემს ძმას ჰყავს ერთი მეგობარი. ________ ცხოვრობს თბილისში. ________ ჰქვია ზურა. ზურა ხშირად მოდის ჩვენთან სტუმრად. ________ ერთად ვთამაშობთ ბილიარდს. ჩემი მშობლები თურქეთში არიან. _______ უკვე ხუთი წელია იქ ცხოვრობენ. მშობლები   ხშირად გვირეკავენ ________. _______ ძალიან   მიყვარს ჩემი ოჯახი.

2)  წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შეკითხვებს
დღეს, ექსკურსიაზე მივდივართ სადახლოში. დილით, 9 საათზე სკოლის ეზოში ვიკრიბებით. ავტობუსი 9:30 წუთზე გადის და სადახლოში 11 საათზე ჩავა. სადახლოში ჯერ კულტურის სახლს ვნახავთ, შემდეგ იუსტიციისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს, ბოლოს კი ისტორიულ ძეგლებს. შუადღის 3 საათზე სუფრას გავშლით და ვისადილებთ. საღამოს ფოტოებს გადავიღებთ და სკოლის საიტზე დავდებთ. თბილისისკენ წამოვალთ საღამოს 9 საათზე და სახლში 10:30 წუთზე ვიქნებით.
ა) როდის მიდიან ექსკურსიაზე?
ბ) სად იკრიბებიან მოსწავლეები?
გ) რომელ საათზე ჩადის ავტობუსი სადახლოში?
დ) რას ნახავენ ყველაზე ბოლოს მოსწავლეები?
ე) სად უნდა დადონ მოსწავლეებმა ფოტოები?
ვ) როდის იქნებიან მოსწავლეები თბილისში?
ზ) სად მდებარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი?

    3) რომელი ზმნისწინი უნდა გამოვიყენოთ?
ოთახში  ___ვიდა. ოთახიდან ___ვიდა. კიბეზე ___დის. კიბიდან ___დის. სკოლაში ___დის. სკოლიდან __დის. ხიზე ____ვიდა. ხიდიდან ____ვიდა.


    4) ჩამოთვალეთ სიტყვები რომელთაც არ აქვთ მრავლობითი რიცხვი
____________         ____________         ____________         ____________         ____________
____________         ____________         ____________         ____________         ____________

Комментариев нет:

Отправить комментарий