1. მობეზრება - მე მომბეზრდა ___მე მომბეზრდა ეს საქმე....
2. მოწყენა - მე მომწყინდა მე მომწყინდა აქ ყოფანა...
3. სიბრაზე - მე გავბრაზდი_________ძალიან გავბრაზდი შენზე...
4. წყენა - მე მეწყინა______________მეწყინა ძალიან, რომ არ მოხვედი.
5. გახარება - მე გამიხარდა__________გამიხარდა, რომ გნახე...
6. ტყუილი - მე მოვიტყუე___________მე მოვიტყუე, სხვა გზა არ მქონდა.
7. სიცრუე - მე ვიცრუე_____________ ვიცრუე, როცა გითხარი, რომ ვმუშაობ...
8. დაპირება - მე დავპირდი__________მე დავპირდი დედაჩემს ახალ საათს.
9. შესრულება - მე შევასრულე_________მე შევასრულე დღის გეგმა.
10. დატოვება - მე დავტოვე________ ___მე დავტოვე ჩემი სოფელი...
11. აღიარება - მე ვაღიარე_____________მე ვაღიარე, რომ დამნაშავე ვარ.
12. მუდარა - მე ვემუდარე___________მე ვემუდარე პოლიციელს....
13. ხვეწნა - მე შევეხვეწე____________მე შევეხვეწე მამას...
14. ლოდინი - მე დაველოდე__________მე დაველოდე ავტობუსს...
15. სიცილი - მე ვიცინე______________ძალიან ბევრი ვიცინე.
16. ტირილი - მე ვიტირე_____________მინდოდა, მაგრამ ვერ ვიტირე.
17. შეგროვება - მე შევაგროვე________ __ტყეში შევაგროვე სოკო.
18. კრეფა - მე მოვკრიფე____________მე მოვკრიფე ვარდები...
19. დალაგება - მე დავალაგე___________დავალაგე უჯრა და კარადა.
20. ქება - მე შევაქე________________მე შევაქე ჩემი კოლეგა.
21. ლანძღვა - მე გავლანძღე__________მე გავლანძღე კონტროლიორი.
22. სიამოვნება - მე ვისიამოვნე_________ძალიან ვისიამოვნე.
23. თრობა - მე დავთვერი___________დაბადების დღეზე დავთვერი.
24. რეკვა - მე დავრეკე______________მე სასწრაფოში დავრეკე
25. ცურვა - მე ვიცურავე____________მე ვიცურავე აუზზე.
1. ყურება - მე ვუყურე__________ ___მე ვუყურე ტელევიზორს.
2. ღეჭვა - მე დავღეჭე______________მე დავღეჭე საღეჭი რეზინა.
3. ავსება - მე ავავსე________________მე ავავსე ავზი.
4. დაცლა - მე დავცალე_____________მე დავცალე ჭიქა.
5. გახსნა - მე გავხსენი______________მე გავხსენი სეიფი.
6. გაღება - მე გავაღე________________მე გავაღე ფანჯრები.
7. დაკიდება - მე დავკიდე_____________მე დავკიდე საათი.
8. გაწმენდა - მე გავწმინდე____________მე გავწმინდე სარკე.
9. ლოცვა - მე ვილოცე______________მე ვილოცე მარტო...
10. ჩხუბი - მე ვიჩხუბე_______________მე ვიჩხუბე ქუჩაში.
11. კამათი - მე ვიკამათე________ ____მე ვიკამათე კოლეგასთან.
12. დაბერტყვა - მე დავბერტყე____ _____მე დავბერტყე კაკლის ხე.
13. ჩაყრა - მე ჩავყარე_____ _________მე ჩავყარე ნაგავი.
14. ჩაგდება - მე ჩავაგდე______________მე ჩავაგდე ყულაბაში ხურდა.
15. არჩევა - მე ავირჩიე______________მე ავირჩიე 48.
16. დაწვა - მე დავწვი_______________მე დავწვი ძველი დღიური.
17. დასველება - მე დავასველე___________მე დავასველე ცხვირსახოცი.
18. ჩართვა - მე ჩავრთე_______________მე ჩავრთე ტვ.
19. გასინჯვა - მე გავსინჯე_____________მე გავსინჯე თევზი.
20. წერა - მე დავწერე_______________მე დავწერე ესსე.
21. მოყოლა - მე მოვყევი_______________მე მოვყევი ზღაპარი.
22. თქმა - მე ვთქვი__________________მე ვთქვი სიმართლე.
23. კერვა - მე შევკერე________________მე შევკერე საფულე.
24. ქსოვა - მე მოვქსოვე______________მე მოვქსოვე პულოვერი.
25. სიზმარი - მე დამესიზმრა___________მე დამესიზმრა კოშმარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий