აირჩიეთ ენა

14.02.2019

შეცდომების გასწორება. მე-10 კლასი


მოსწავლის სახელი, გვარი _______________       _________________________

·        წინადადებებში დაშვებულია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური და პუნქტუაციური ხარვეზები. გაასწორეთ თითოეული შეცდომა და გადაწერეთ ისე, რომ შინაარსი უცვლელი დარჩეს.

1.       თითეული (თითოეული)  მოსწავლე ვალდებულია კარგად ისწავლოს, რათა მომავალში წარმატებას მიაღწიოს.
2.       ჩემ (ჩემს) მეგობარს სახლში უამრავი წიგნი აქ. (აქვს)
3.       ჩემი ბიბლიოთეკა სავსეა მხატვრული და კლასიკური ლიტერატურით (ლიტერატურით , ) თუმცა სამწუხაროდ უმეტესი მათთაგანი (მათგანი) არ მაქვს წაკითხული.
4.       დედა (დედა , ) როდესაც ჩემს (ჩემ) შესახებ უყვება მეგობრებს (მეგობრებს - ) ვწითლდები ხოლმე.
5.       უამრავი მონეტები (მონეტა) დავათვალიერეთ მუზეუმში, ერთერთი (ერთ-ერთი) ქალაქ ბოლნისშია ნაპოვნი.
6.       რადგან (რათა) საქართველო გავითარდეს არ უნდა მოვდუნდეთ და ვიშრომოთ ბევრი.
7.       საშინლად (ძალიან) ლამაზი გოგონა ბებიას ზღაპარს უყვებოდა.
8.       ეთერიმ (ეთერმა) წიგნი გადაშალა და მე-21 ( 21-ე ) გვერდზე ყვავილის ფურცლები ჩადო.
9.       როცა სტუმრები მაგიდასთან დაჯდნენ, (დასხდნენ,) ბებომ ხაჭაპური შემოიტანა.
10.   შექსპირის XII-(XII) პიესა ჩემთვის განუმეორებელია.
11.   უკარგესი (საუკეთესო) ადამიანი იყო პაპაჩემი, ვინც (რომელიც) სამამულო ომში დაიღუპა.
12.   ჩემი ძმა ხმამაღლა (ხმამაღლა) ყვიროდა, მასწავლებელმა ამიტომ მისცა შენიშვნა.
13.   იმ დღეს ისე წვიმდა მარნეულში, მე კი ქუდი არ მეცვა. (მეფარა / მეხურა.)
14.   ბიჭს ისე შეეშინდა - ფურცლები ხელიდან დაეყარა. (დაუცვივდა.)
15.   დედაშვილი (დედა-შვილი) ერთად ჭამდნენ. (ჭამდა.)

Комментариев нет:

Отправить комментарий