აირჩიეთ ენა

16.02.2019

საწრეო მუშაობა. (განრიგი, თემა-მიზანი, რესურსი)


შეხვედრების განრიგი, თემა-მიზანი, რესურსი

თარიღი
შეხვედრა
თემა-მიზანი
რესურსი
12.02.2019
1-ლი
საორგანიზაციო საკითხები, კლუბის სახელწოდებისა და ლოგოს მოფიქრება.

ფლიფჩარტი, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი.
19.02.2019
მე-2
რა არის ხელოვნება? მხატვრების, მხატვრული ტექნიკისა და მხატვრული მიმდინარეობების ზოგადი მიმოხილვა.
მოსწავლეები, გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს-აზრს, გამოჰყოფენ მათთვის ყველაზე საინტერესო მხატვრებს, მათ შემოქმედებას განიხილავენ,  მოსაზრებებს განამტკიცებენ არგუმენტებით, იმსჯელებენ.
წინასწარ მომზადებული ლიტერატურა. ილუსტრაციები.
26.02.2019
მე-3
ფერწერის სტილი - პრიმიტივიზმი და ნიკო ფიროსმანი. ტილოების მიმოხილვა და ანალიზი.
მოსწავლეები იმსჯელებენ ნიკო ფიროსმანის ცხოვრებაზე, განიხილავენ მის შემოქმედებას. საკუთარ აზრს გამოთქვამენ ფერწერის სტილზე - პრიმიტივიზმზე.
ნიკო ფიროსმანის ტილოები, წიგნი „ფიროსმანი“
ილუსტრაციები, ინტერნეტი.
05.03.2019
მე-4
ელენე ახვლედიანი და დავით კაკაბაძე. მათი ტილოების მიმოხილვა, მე-18 მე-20 საუკუნის ქართული შემოქმედების ანალიზი.
მოსწავლეები გაეცნობიან ორი ქართველი მხატვრის შემოქმედებას, იმსჯელებენ მათი ტილოების ძირითად თემატიკაზე, სტილზე.
წინასწარ მომზადებული მასალა, ელენე ახვლედიანისა და დავით კაკაბაძეზე. ამობეჭდილი ფოტო-სურათები.
19.03.2019
მე-5
21-ე საუკუნის მხატვრობა. ქართველი ვირტუოზი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი.
წრის წევრები დაასახელებენ 21-ე საუკუნის ცნობილ მხატვრებს, ისაუბრებენ მათ შემოქმედებაზე. (ერთად დავათვალიერებთ, გავეცნობით უცნობ ტილოებს) ასევე ვისაუბრებთ და აღვწერთ რუსუდან ფეტვიაშვილის ტილოებს, მათ განსხვავებულობას, მოხაზულობას, ორნამენტებს და ა.შ.
პროექტორი, კომპიუტერი, დაფა, მარკერი.
26.03.2019
მე-6
ფერწერის სტილი იმპრესიონიზმი და იმპრესიონისტი მხატვრები: კლოდ ოსკარ მონე, პიერ-ოგიუსტ რენუარი, ვან გოგი.
მოსწავლეები იმსჯელებენ ფერწერის ამ მიმდინარეობაზე? როგორ მოქმედებს ტილო ადამიანზე... რა არის შთაბეჭდილება, როგორია ინდივიდუალური აღქმა და ა.შ.
ინტერნეტი, წინასწარ მომზადებული ლიტერატურა.


02.04.2019
მე-7
სიურრეალიზმი - მიმდინარეობა ხელოვნებაში და სიურრეალიზმის გენიოსი წარმომადგენელი სალვადორ დალი.
მოსწავლეები გაეცნობიან მიმდინარეობას, ეპოქას. შემდეგ სიურრეალისტ მხატვართა შემოქმედებას წარადგენენ. გამთქვამენ საკუთარ აზრს ამა თუ იმ ტილოზე, სუბიექტურ მიდგომას და ა.შ. (გაშიფრავენ დალის ტილოებს „ცეცხლმოკიდებულ ირემსა“ და „ნარცისის მეტამორფოზას“.
ლიტერატურა: „სალვადორ დალი“
ინტერნეტი.
16.04.2019
მე-8
შთაბეჭდილებების დღე
წრის თითოეული წევრი წარადგენს უკვე ნაცნობ მხატვარს, მიმდინარეობას საკუთარი ხედვით. იმსჯელებს რატომ მოეწონა, რა დაინახა, რა იყო საინტერესო? პრეზენტაციას გააკეთებს თითოეული წრის წევრი. (შესაძლებელია მათ მიერ დახატული/გადახატული ტილოების წარდგენაც, რომელიც სკოლის ფოიეში გამოიფინება)
მოსწავლეების მიერ შექმნილი ტილო/აფიშა.
23.04.2019
მე-9
ავანგარდიზმი და ავანგარდისტული მიმდინარეობები.
მოსწავლეები გაეცნობიან ავანგარდისტულ მიმდინარეობებს. ავანგარდულ ფერწერას, მხატვრებს. იმსჯელებენ, დააკვირდებიან ტილოებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
წინასწარ მომზადებული ლიტერატურა.
ინტერნეტიდან გადმოწერილი ტილოები.
ინტერნეტი.


30.04.2019
მე-10
ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო და მისი შემოქმედება.
წრის წევრები გაეცნობიან პაბლო პიკასოს ჯერ მათთვის უცნობ შემოქმედებას. განვიხილავთ მის ტილოებს სხვადასხვა მიმდინარეობის ჟანრში, როგორც კუბიზმში, ასევე იმპრესიონიზმში.
პროექტორი, კმპიუტერი, ინტერნეტი.
07.05.2019
მე-11
შავ-თეთრი ნახატი...
ფანქრით, შავი ცარცით, ნახშირით ხატვა და უცნობი მხატვრები.
წრის წევრები წინასწარ მოიძიებენ ინტერნეტში შავ-თეთრ ნახატებს, რომელთა ავტორებიც ფართო საზოგადოებამ არ იცის, გავარჩევთ მათ შემოქმედებას. ასევე ვისაუბრებთ ფანქარში შესრულებული ტილოების ძირითად თემატიკაზე. (ნატურმორტი, პორტრეტი)
წინასწარ მომზადებული ფოტოები.
პროექტორი, ლეპტოპი.
14.05.2019
მე-12
ედვარდ მუნკი და ექსპრესიონიზმი. ნორვეგიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის კვირა.
წრის წევრები გაეცნობიან მუნკის შემოქმედებას, იმსჯელებენ. გაშიფრავენ ტილოებს... ამოიცნობენ ემოციებს. „შიშს, შეშფოთებას, ტკივილს, სიხარულს“
განვიხილავთ ექსპრესიონიზმის დანიშნულებას.
წინასწარ მომზადებული ლიტერატურა ედვარდ მუნკზე.
ფოტო-გალერია.
ინტერნეტი.
21.05.2019
მე-13
რომანტიზმი. რომანტიზმი ფერწერაში და მისი ფუძემდებელი ეჟენ დელაკრუას კვირა.
ვისაუბრებთ რომანტიზმზე, რომანტიზმის დანიშნულებასა და ძირითად მახასიათებლებზე. განვიხილავთ ფერწერის ამ კონკრეტული სტილის ფუძემდებელს დელაკრუას, მის შემოქმედებას, ასევე გავეცნობით სხვა ცნობილ ფერმწერებს, რომლებიც ამავე სტილში ხატავდნენ.
პროექტორი, ლეპტოპი.
ინტერნეტი.

28.05.2019
მე-14
უცნობი მხატვრები...
წრის წევრები წარადგენენ თითო-თითო მხატვარს, მის შემოქმედებას, შეეცდებიან დაგვანახონ განსხვავებული კუთხიდან, არჩეული მხატვრის შემოქმედება.
მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციები.
ინტერნეტი.
პროექტორი, ლეპტოპი.
04.06.2019
მე-15
აზიური ხელოვნება და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი კაცუსიკა ჰოკუსაი.
წრის წევრები იმსჯელებენ წინასწარ მომზადებული ლიტერატურის დახმარებით აზიურ ფერწერაზე, ხელოვნებაზე. გაეცნობიან ჰოკუსაის და ერთად დავინახავთ მის შემოქმედებას სხვადასხვა პოზიციიდან.
წინასწარ მომზადებული ლიტერატურა.
ინტერნეტი.
11.06.2019
მე-16
წრის მუშაობის შეჯამება.
პორთფოლიოს წარდგენა (მიმოხილვა)
პრეზენტაციები.



Комментариев нет:

Отправить комментарий