მ ე თ ქ ი
მეთქი ნაწილაკი იხმარება მაშინ, როდესაც პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამი უნდა გავიმეოროთ.
ü მე თქვენ გითხარით, ვინც არ ისწავლის ორიანს მიიღებს-მეთქი!
ü ყოველდღე გეუბნები, პირიდან კანფეტი გამოიღე-მეთქი!
ü ხომ გთხოვე, დილით სმს-ებით ნუ მაღვიძებ-მეთქი!
ü აგიხსენი, რომ სკოლაში ნუ ყვირიხარ-მეთქი!
ü მე ვკითხე, ასე რატომ ჩქარობ სახლში წასვლას-მეთქი!
ü საფულე გავხსენი და გულში გავიმეორე, რამდენი ფულია-მეთქი!
ü მე შენ შეგპირდი, თუ ისწავლი ზოოპარკში წაგიყვან-მეთქი!
ü შევეპასუხე, ასეთი რაღაც როდის მითხარი-მეთქი!
ü მოსწავლეებს განვუმარტე, თუ ყურადღებით მომისმენენ ხელად
გაიგებთ-მეთქი.
ü მე დაგპირდით, თუ საშინაო დავალებას დაწერთ დღიურში
ვარსკვლავებს ჩაგიკრავთ-მეთქი.
ü სიზმარი დედას მოვუყევი, თითქოს წყალზე დავდიოდი-მეთქი!
ü მე გუშინ ვთქვი
, აღარ გავიმეორებ ამას-მეთქი!
ü დედას ვეკითხები, პატარაობისას როგორ ვლუღლუღებდი-მეთქი?
ü კონვერტზე დავწერე, წარმატებებს და ულევ სიხარულს გისურვებთ-მეთქი!
ü ხომ გირჩიე?- შეყვარებულს საჰაერო კონცა და ბევრი სიყვარული გაატანე-მეთქი!
თ ქ ო
თქო ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე) მეორე პირს (თანამოსაუბრეს) თავის ნათქვამს აბარებს მესამე პირთან.
ü
უთხარი
ბებოს, დავითმა თაფლი უკვე იყიდა-თქო.
ü
გადაეცი
ზურას, ყველაფერი კარგად იქნება-თქო.
ü
დაამშვიდე
დედა და უთხარი სოფლიდან მალე ჩამოვა-თქო.
ü
მიულოცე
აითაჯს, დიდი გოგო გაიზარდე-თქო!
ü
გაახარე
დედა და უთხარი, დავითმა ტესტში 100 ქულა აიღო-თქო!
ü
უთხარით
სკოლის ადმინისტრაციას ყველაზე ნიჭიერი მე-10
კლასი არის-თქო!
ü
გადაეცით
თქვენს დამრიგებელს, პირადი საქმეები გაამზადოს-თქო!ü
აქ წვიმებია,
ბიძას უთხარი მარნეულში აღარ ჩამოხვიდეთ-თქო!
ü
გააფრთხილე
მამაშენი, გაზის კაცი მოვა და კარი არ გააღო-თქო!
ü
მოლარეს
უთხარი დოკუმენტებზე ხელი მოაწერე-თქო!
ü
უსაყვედურე
მადონას, ბიძაშვილს რატომ არ ურეკავ-თქო?
ü
გატყიპე
გემრიელად, საკონტროლო წერა კლასელისგან როგორ გადაიწერე-თქო?
ü
დაპატიჟე
ჩემ მაგივრად, უთხარი დრო არ აქვს-თქო!
ü
გამქურდეს,
ხომ იცი და აუხსენი ამ თვეში ვერ დაგეხმარება-თქო.
ü
მიეალერსე
დედას და უთხარი ერთად ყველაფერს შევძლებთ-თქო!
Комментариев нет:
Отправить комментарий