აირჩიეთ ენა

18.02.2019

აქტივობა "გაფუჭებული ტელეფონი" (ქ.მ.ე)

გაფუჭებული ტელეფონი

რესურსები
ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

აქტივობის აღწერა
მოსწავლეები სხდებიან წრეში. წამყვანი (მასწავლებელი) გვერდით მჯდომს ყურში უჩურჩულებს ფრაზას/ფრაზებს, ენის გასატეხს ან რაიმე ინფორმაციას (მაგალითად, ”გუშინ ზოოპარკში თეთრ სპილოს ნაყინი აჭამეს, რის გამოც სპილო ანგინით დაავადდა”, ტექსტი გადაეცემა მონაწილეებს თანამიმდევრობით. როცა ჯერი მიდგება უკანასკნელზე, ის ხმამაღლა ამბობს მოსმენილს. თუ ის ზუსტად იტყვის იმას, რაც თავიდან ჩასჩურჩულა პირველ მოთამაშეს წამყვანმა, ტელეფონი კარგად მუშაობს. თუ ნათქვამი იქნება შეცვლილი, მაშინ წამყვანი ყველას თანამიმდევრობით ეკითხება, თუ რა გაიგონეს მათ. წამყვანი ხდება ის მოთამაშე, რომელმაც დაარღვია სატელეფონო კავშირი (ანუ დაამახინჯა ფრაზა/აზრი) და ის გადასცემს ახალ ინფორმაციას.

შეფასება
შეფასდება მოსმენის, დამახსოვრებისა და ინფორმაციის გადაცემის უნარები.

მეთოდური მითითება
მასწავლებელმა მოსწავლეებს ყურადღება უნდა მიაქცევინოს იმაზე, რომ მათ სიტყვები, ფრაზები წარმოთქვან მკაფიოდ, დამახინჯების გარეშე, რადგან ისინი პასუხისმგებლები არიან ერთმანეთის წინაშე. სასურველია, ამ თამაშის დაწყება მარტივი ფრაზით და შემდეგ ნელ-ნელა გართულება.

წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

Комментариев нет:

Отправить комментарий