აირჩიეთ ენა

29.01.2020

გრაფიკული მაორგანიზებლები: ვენის დიაგრამა



აქტივობის შესახებ
აქტივობა ემსახურება ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენების გზით. ქვემოთ  წარმოდგენილი იქნება გრაფიკული მაორგანიზებლის ერთი ნიმუში - ე.წ. ვენის დიაგრამა3. დაწვრილებით გრაფიკული მაორგანიზებლების შესახებ  იხ. დანართი 2 (”არამხატვრული ტექსტების 4 ტიპი და მათი გრაფიკული მაორგანიზებლები”).
აქტივობის   მიზნები
აქტივობა ემსახურება ტექსტის ანალიზის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. იგი გამოიყენება  წერის  წინა ეტაპზე.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური/წყვილური/ჯგუფური.
რესურსები
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ტექსტი.
აქტივობის აღწერა
საკითხის/ტექსტის დამუშავების დროს ან დამუშავების შემდეგ, მასწავლებელი  დაფაზე გამოსახავს ვენის დიაგრამას, უხსნის მოსწავლეებს  დიაგრამის გამოყენების წესს  და დაავალებს მის შევსებას.
შევსების შემდეგ აუცილებელია მოსწავლეთა ჩანაწერების განხილვა, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის დაზუსტება, გადამოწმება, შესწორება, გავრცობა და ა. შ. აქტივობა შეიძლება განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე  წყვილებში და პატარა ჯგუფებში.
ამ გზით მზადდება ნიადაგი შედარებით ვრცელი და ჩამოყალიბებული წერითი დავა- ლების შესასრულებლად.
გრაფიკული მაორგანიზებლის, ვენის დიაგრამის დახმარებით, შეგვიძლია გავაანალიზოთ ორი ან მეტი საგანი/მოვლენა/ფაქტი/ცნება და მისთ. გრაფიკულად დიაგრამა, მარტივი ფორმით, წარმოადგენს ორ ურთიერთგადამკვეთ წრეს.
ვენის დიაგრამა წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ტექსტის ანალიზის, პერსონაჟების/ისტორიული პირების/მითოლოგიური გმირების, მისთ. შედარებითი დახასიათების დროს. დიაგრამის შევსება ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს მომავალი წერითი სამუშაოს არსებით მხარეებზე - დაეხმარება მათ, ინფორმაციის გაანალიზებაში, მონაცემების დახარისხებაში, გამოავლინონ და თვალსაჩინოდ გამოსახონ ცნებების/ფაქტების/მოვლენების/პერსონაჟების, მისთ. საერთო და განსხვავებული ნიშნები.
როგორ უნდა შევავსოთ დიაგრამა?
ორი წრის ურთიერთგადაკვეთის შედეგად მიღებულ საერთო სეგმენტში იწერება ორი პერსონაჟის საერთო ნიშან-თვისებები, მარჯვენა და მარცხენა წრეებში კი ჩაიწერება თითოეული პერსონაჟის დანარჩენი - განსხვავებული ნიშან-თვისებები.
დიაგრამის შევსების შემდეგ მოსწავლები მზად  არიან  წერითი დავალების შესასრულებლად.
აქტივობის ხანგრძლივობა: 13-15 წუთი.
შეფასება
აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
  • მონაცემების დახარისხება და ორგანიზება;
  • ნაწილსა და მთელს შორის ურთიერთმიმართების დადგენა 

Комментариев нет:

Отправить комментарий