აირჩიეთ ენა

04.07.2019

ბლუმის ტაქსონომია



ბენჟამინ ბლუმიამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.
ბენჯამენ ბლუმმა შექმნა სწავლის მიზნებისა და სწავლების შედეგების ისეთი სისტემა, რომელიც გამოდგება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისთვის. ეს სისტემაბლუმის ტაქსონომიისსახელითაა ცნობილი.ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა.
ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში
არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.
ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კიზედა დონეში.




ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას;

ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების,
ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;
კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;
ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;
კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: ) წესების და კანონების ცოდნა; ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; ) კრიტერიუმების ცოდნა; ) მეთოდების ცოდნა;
სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით.

გაგება ანიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას.
კერძოდ,
ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერა;
ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნა მშობლიურ ენაზე;
ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემა;
სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა;
შესაბამისი მაგალითის მოყვანა;
საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით დახარისხება და დაჯგუფება;
გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
კერძოდ,
ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება;
მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულება;
პროცედურის განხორციელება;
კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.
ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.
. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;
მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;
პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;
მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.
სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღდეგო
პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ..
. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად ჰიპოთეზის წამოყენება;
კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;
შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;
პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;
პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;
ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.
შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს, არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ..) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი, სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების გამოტანას.







Комментариев нет:

Отправить комментарий