აირჩიეთ ენა

23.06.2019

არგუმენტირებული ესე #9


ნეპოტიზმი გულისხმობს ნათესავებისა და მეგობრებისთვის პრივილეგიების მინიჭებას დამსახურების გარეშე.
ნეპოტიზმი ხელს უწყობს არაპროფესიონალიზმისა და საქმის მიმართ უპასუხისმგებლობის არსებობას საზოგადოებაში.

            მე ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, მართლაც ნეპოტიზმი ხელს უწყობს არაპროფესიონალიზმისა და საქმის მიმართ უპასუხისმგებლობის არსებობას საზოგადოებაში.
            სამწუხაროდ, ნეპოტიზმით დასაქმებული ბევრი არაპროფესიონალი ადამიანი მუშაობს საჯარო თუ კერძო სამსახურში. სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანა, სადაც ნეპოტიზმის მაღალი მაჩვენებელია, მისი წარმატების დონე საშუალოზე დაბალია. უამრავი ადამიანია ჩემ გარშემო, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება, თუმცა არ ჰყავთ შეძლებული ნათესავები, ნაცნობები, რომლებიც უშუამდგომლებენ სხვადასხვა კომპანიასთან, შესაბამისად ისინი რჩებიან სამსახურის მიღმა, ხოლო პირი, რომელსაც შესაძლოა არასრული ზოგადი განათლება ჰქონდეს პრესტიჟულ თანამდებობაზე დაინიშნოს.
            ნეპოტიზმი ბადებს არა მხოლოდ არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლობას, არამედ იმედგაცრუებასაც, მოტივაციის ვარდნას ახალგაზრდებში...
            დემოკრატიული ქვეყანა უნდა ებრძოდეს ნეპოტიზმს, ნებისმიერმა განათლებულმა ეროდირებულმა და შინაგანი კულტურის მქონე ადამიანმა იცის, რომ სუბიექტურობა წამგებიანია და ყოველთვის აჯობებს დაასაქმო შენ გვერდით უცხო, მაგრამ პროფესიონალი, საკუთარი საქმის მცოდნე. ამობენ: „უგუნური ახლობელი მტერზე უარესიაო“.
            ევროპულ ქვეყნებში ნებისმიერი საჯარო სამსახურის ვაკანსია ღია და გამჭვირვალეა, თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ დასაქმდება კონკურსის წესების თანახმად.
            დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ქვეყნის რეგრესის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ნეპოტიზმია, ყველა ნეპოტისტი კი პოტენციური დამნაშავეა, რომელიც არ ზრუნავს საკუთარი სამშობლოს წარმატებისთვის და ახლობლების გულების მოგებას ამჯობინებს ქვეყნის განვითარებას.

(მე-11 კლასი)

Комментариев нет:

Отправить комментарий