აირჩიეთ ენა

22.06.2019

არგუმენტირებული ესე #6


„ნუ გგონია, რომ რაიმე ცუდს ჩაიდენ და დაიმალები, რადგან სხვებს რომ დაემალო, შენ საკუთარ სინდისს ვერსად წაუხვალ“. სოკრატე

           მე ვეთანხმები სოკრატეს ამ გამონათქვამს, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რაც არ უნდა გაექცეს სხვას, საკუთარ თავს ვერსად გაექცევა.
            ამბობენ: „დაფარული საქმე ეშმაკისააო“, „არ არსებობს ბნელი რამ, რასაც სინათლე არ მოეფინება“ შესაბამისად თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება...
            თითოეულმა განათლებულმა, ეროდირებულმა და შინაგანი კულტურის მქონე ადამიანმა იცის, რომ აღიარება უკეთესი ქცევაა ადამიანის თვისებებს შორის. როცა ადამიანი გულწრფელად, გულახდილად ამბობს საკუთარ დანაშაულს, არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეს ეფინება ნათელი, არამედ დამნაშავის სინდისსაც.
            საზოგადოდ ცნობილია, რომ სიცრუეში ცხოვრება ურთულესია, პიროვნება მუდმივ სტრესში, ფსიქოლოგიური ტრამვის ქვეშ იმყოფება. დანაშაულის დამმალავი ადამიანი დახშულ საკანს ჰგავს, სადაც უჰაერობაა, ხოლო პირი, რომელიც მტკიცედ აღიარებს საკუთარ ქცევას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც გრძნობს სიმსუბუქეს, ყოველივე ამის შემდგომ ადვილია დანაშაულის გამოსწორება.
            დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი საკუთარ სინდისს ვერსად გაექცევა, საუკეთესო დამსჯელი ამ ქვეყნად ჩვენი საკუთარი თავია, ამიტომ ყოველთვის აჯობებს ვაღიაროთ დანაშაული, არ დავმალოთ, ამით შევძლებთ არა მხოლოდ ფიზიკურ არამედ სულიერ გადარჩენას.

(მე-11 კლასი)

Комментариев нет:

Отправить комментарий