აირჩიეთ ენა

22.06.2019

არგუმენტირებული ესე #7


არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ჯარიმები, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

            ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი წესრიგისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ჯარიმა მეორეხარისხოვანია.
            ადამიანის ცნობიერების ფორმირებას ხელს უწყობს განათლება. ბავშვობიდანვე თითოეული პირი უნდა მიეჩვიოს წესრიგს, მან უნდა იცოდეს, რომ მზესუმზირის ქერქის მიმოფანტვა, ქაღალდის და გამოუსედეგარი ნივთის ძირს დაგდება არ შეიძლება. ამ ყოველივეზე უნდა იზრუნოს უპირველეს ყოვლისა მშობლებმა და შემდგომ მასწავლებლებმა.
            ჯარიმა ფსიქოლოგიურად უარყოფითი დასჯაა, სტატისტიკური მონაცემებით, ასევე ფსიქოლოგების დასკვნით ვიგებთ, რომ დაჯარიმებული ადამიანი ხშირ შემთხვევაში ისევ იდენს იმავე დანაშაულს. შესაბამისად ჯარიმა არ არის გამოსავალი. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ხშირად ჩაატაროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტრენინგები, საპროტესტო აქციები - თემაზე: „სამოქალაქო თვითშეგნება“, დაამზადოს საგანმანათლებლო ბანერები, ფლაერები, რითაც აამაღლებს ადამიანთა ცნობიერებას.
            პოზიტიური დამოკიდებულებით, მითითებით, ცოდნის გაზიარებით, მოქალაქეები დაინახავენ, რომ არ შეიძლება ღვედის გარეშე სიარული... თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვანთათვის, ქუჩებისა და გზების დაბინძურება და სხვ.
            დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ადამიანებს კომუნიკაციით, დიალოგით უნდა ჩამოვუყალიბოთ სამოქალაქო ცნობიერება და არა შიშითა და ჯარიმების დაწესებით.

(მე-11 კლასი)

Комментариев нет:

Отправить комментарий