აირჩიეთ ენა

09.07.2019

პროფესიული უნარები


  პროფესიული უნარები
2019

ტესტის მაქსიმალური ქულა - 18
ტესტზე მუშაობის დრო  - 60 წთ
გისურვებთ წარმატებას!

1)    არსებობს მოტივაციის ორი სახე: შინაგანი და გარეგანი.
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი განაპირობებს  (приводит) შინაგან მოტივაციას?
A.     ცოდნის შეძენის მნიშვნელობა.
B.     შექება, აპლოდისმენტი.
C.     დაჯილდოვება, პრიზის გადაცემა.
D.    წარმატების მიღწევის სტიმული.

2)    ცნობილია, რომ ინკლუზიური განათლება დადებით შედეგს იძლევა, როგორც სსსმ ასევე კლასის დანარჩენი მოსწავლეებისთვის.
ჩამოთვლილთაგან, რომელი მსჯელობა/მსჯელობები ასახავს ინკლუზიური განათლების დადებით შედეგს სსსმ მოსწავლისათვის?
I. მასწავლებელი მუდმივად ზრუნავს, აქებს სსსმ მოსწავლეს, შესაბამისად სსსმ მოსწავლე თავს გამორჩეულად აღიქვამს.
II. სსსმ მოსწავლეს უმაღლდება თვითშეფასება, როცა ერთვება სასკოლო ჩვეულ აქტივობებში.
III. პედაგოგი ადგენს მოსწავლის შესაძლებლობებზე გათვლილ სავარჯიშოებს და რთავს მას, როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ აქტივობებში.
A.     მხოლოდ I
B.     მხოლოდ II და III
C.     მხოლოდ II
D.    მხოლოდ I და III

3)    მეტაკოგნიცია გულისხმობს:
A.     საკუთარი შეცდომების ანალიზს და მისი გამოსწორების დაგეგმვას.
B.     საკუთარი აზროვნების შესახებ წარმოდგენის შექმნას.
C.     აკადემიური მოსწრების კონტროლს.
D.    ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე გარე ფაქტორების ზემოქმედებას.


4)    ნანა მე-9 კლასში სწავლობს. მას თითქმის ყველა შემაჯამებელ სამუშაოში 10 ქულა აქვს მიღებული. ორშაბათს ნანამ შემაჯამებელი დავალება დაწერა, იგი მაქსიმუმ 10 ქულას ელოდა, თუმცა 8 ქულა მიიღო, ციტატების სიმცირისა და ტექსტის მოცულობის გამო.
აღნიშნულ სიტუაციაში, შეფასების რომელი პრინციპი არის უგულებელყოფილი? (Пренебречь принципа оценки)
A.     ობიექტურობა
B.     სანდოობა
C.     ვალიდობა
D.    გამჭვირვალობა

5)    მასწავლებელსა და მოსწავლეს ხშირად უნდა ჰქონდეთ დიალოგი.
დიალოგის წარმართვის დროს, რომელი სტრატეგია არ არის მართებული?
A.     მასწავლებელი უსმენს მოსწავლეს, მიუხედავად მცდარი მოსაზრებისა.
B.     მასწავლებელი იცავს საკუთარ პოზიციას, ეხმარება მოსწავლეს შეიცვალოს მცდარი მოსაზრება.
C.     სიტუაციის უკეთ გაგებაში, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს ამა თუ იმ ფაქტს.
D.    მასწავლებელი არკვევს რა უდევს საფუძვლად მოსწავლის ამგვარ შეხედულებას.

6)    ჩამოთვლილთაგან, რომელი შეკითხვა შეესაბამება სოკრატულ მეთოდს?
A.     სად დაკარგა ხელთათმანი მთავარმა პერსონაჟმა?
B.     რატომ არ გაჰყვა ცოლად ღარიბი გოგო მდიდარ პრინცს?
C.     შენი აზრით, როგორ დამთავრდებოდა ეს ტექსტი ჯადოქარი, რომ არ გამოჩენილიყო?
D.    ვინ არის ავტორი ამ ტექსტის?

7)    აქედან, რომელი სიტუაცია მიუთითებს, რომ ბავშვი ჰიპერაქტიულია?
A.     ლუკა ხშირად ტირის, დედას ითხოვს, არ აინტერესებს გაკვეთილი.
B.     ლუკა ჩუმად ზის და ხატავს, ინდიფერენტულია, არ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე.
C.     ლუკა ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, დარბის, დადის ოთახში აქეთ-იქით, იღებს თანაკლასელების ნივთებს.
D.    ლუკა ლაპარაკობს ჩქარა, ზოგჯერ რთულია მისი ნათქვამიდან აზრის გამოტანა.


8)    ალექსანდრე კარგად სწავლობს, თუმცა ხმაურიანია, გაკვეთილზე ბევრს ლაპარაკობს და უაზროდ იცინის. პედაგოგმა ალექსანდრე დაფასთან გამოიძახა და მისცა დავალება. მოსწავლემ კარგად შეასრულა დავალება, თუმცა მასწავლებელმა არ დაუწერა მაღალი ნიშანი და დისციპლინაში ორი ქულა დააკლო.
პედაგოგის ქმედება:
A.     ადეკვატურია. ნიშანი ერთ-ერთი ბერკეტია მოსწავლის ქცევის ფორმირებისთვის.
B.     არ არის ადეკვატური. მოსწავლის დისციპლინა არ უნდა აისახოს მოსწავლის შეფასებაზე.
C.     ადეკვატურია. პედაგოგის ამგვარი ქმედების შემდეგ მოსწავლე გააცნობიერებს, რომ აღარ უნდა იხმაუროს გაკვეთილზე.
D.    არ არის ადეკვატური. დისციპლინაში შესაძლოა პედაგოგმა მოსწავლეს არაუმეტეს დააკლოს 1 ქულა.

9)    ცნობილია, რომ მოსწავლეს საკუთარი თავისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ეხმარება სწავლის ეფექტიანობაში.
ჩამოთვლილთაგან რომელი რჩევა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლეს ჰქონდეს საკუთარი თავისადმი პოზიტიური დამოკიდებულება?
A.     დააჯგუფოს კლასი ორ ნაწილად: „ძლიერები“, „სუსტები“
B.     დავალების შერჩევისას გაითვალისწინოს მოსწავლის შესაძლებლობები.
C.     მასწავლებელმა მოსწავლეებს შეაფასებინოს ერთმანეთი.
D.    არ მიანიჭოს სუსტ მოსწავლეებს ლიდერის ან პრეზენტატორის ფუნქცია.

10) არსებობს ახალი მასალის გადაცემის რამდენიმე ხერხი.
ჩამოთვლილთაგან, რომელია ინდუქციური მეთოდი?
A.     პედაგოგი ჯერ განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს, შემდეგ განაზოგადებს მათ.
B.     პედაგოგი თემას ხსნის, შემდეგ მას ნაწილებას ყოფს.
C.     მასწავლებელი განმარტავს კონკრეტულ ცნებას, შემდეგ განიხილავს კონკრეტულ საკითხებს.
D.    მასწავლებელი ნაწილ-ნაწილ ხსნის ახალ თემას, ისე, რომ მოსწავლეები ადარებენ მეორეს პირველს, მეოთხეს მესამეს და ა.შ.

11) ცნობილია, რომ სკოლაში ხშირია კონფლიქტები, შესაბამისად პედაგოგმა უნდა შეძლოს კონფლიქტის კონსტრუქციული მოგვარება.
აქედან, რომელი არ შეუწყობს ხელს კონფლიქტის კონსტრუქციულ მოგვარებას? (მოგვარება - Решать)
A.     მხარის დადებითი ქმედებების აღიარება.
B.     პრობლემის ობიექტური განსჯა, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
C.     მხარის ინტერესების მიღება და გამართლება.
D.    ოპონენტების მხრიდან პოზიციების დაახლოებისთვის მზაობის გამომჟღავნება.

12) მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს: რომელი  ლითონის ნივთები იცით? რატომ არ შეიძლება ეგ ნივთები დამზადდეს სხვა მასალისგან? რა არის ლითონის თვისება? ამ კითხვა-პასუხში მოსწავლეები იგებენ, რომ ვერცხლისწყალი არის ლითონი.  (ლითონი  - металл) (ვერცხლისწყალი - ртутный)
რომელ თეორიას შეესაბამება მასწავლებლის ასეთი მეთოდი?
A.     მასლოუს მოთხოვნილებათა თეორია
B.     ბლუმის ტაქსონომია
C.     უზნაძის განწყობის თეორია
D.    ბრუნერის აღმოჩენებით სწავლების თეორია

13)  ჩამოთვლილთაგან, რომელია მონტესორის სკოლის პრინციპი?
A.     მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს კონკრეტულ დროს დავალების ამოხსნისათვის.
B.     მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ილუსტრაციებს და წარმართავს ჯგუფურ მუშაობას.
C.     მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს არჩევანის თავისუფლებას, არ ზღუდავს დროში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას.
D.    მასწავლებელი მოსწავლეთა ნამუშევრებს კითხულობს კლასის წინაშე და აფასებს მათ.

14)  ანასტასიას უჭირს დიდი მოცულობის ტექსტების გაგება-გააზრება.
ჩამოთვლილთაგან, რომელი რჩევა დაეხმარება  ანასტასიას დიდი მოცულობის ტექსტების გაგება-გააზრებაში.
A.     წაიკითხოს რამდენჯერმე ტექსტი ხმამაღლა.
B.     გახაზოს ტექსტში მთავარი სიტყვები და ფრაზები.
C.     დაყოს ტექსტი აბზაცებად და გაანალიზოს.
D.    ტექსტის კითხვის დროს გამოიყენოს ლექსიკონი.

15) საგნობრივი ცოდნის შესაფასებლად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებები.
ჩამოთვლილთაგან, რომელია ღიადაბოლოებიანი დავალების ნიმუში? (ღიადაბოლოებიანი - Открытый)
A.     გააანალიზე პოსტმოდერნისტული ეპოქა.
B.     აქედან, რომელი არის სიურიალისტული ნამუშევარი?
C.     შემოხაზე ვინსენტ ვან გოგის ტილოების სახელწოდებები.
D.    ჩამოთვლილთაგან, რომელი მხატვარი არის ეთნიკურად ქართველი?

16) მასწავლებლები შექებას იყენებენ მოსწავლეთა მოტივაციისთვის.
შექება ნაკლებად ეფექტიანია თუ:
A.     მასწავლებელი მოსწავლეს ადარებს თანატოლებს.
B.     მასწავლებელი არის სპონტანური და გულწრფელი.
C.     მასწავლებელი აკონკრეტებს თუ რა გააკეთა მოსწავლემ სწორად.
D.    მასწავლებელი აღნიშნავს მოსწავლის კომპეტენტურობას.

17) არსებობს შეკითხვათა სხვადასხვა ტიპი. მაგალითად: ჰიპოთეზური, მასტიმულირებული, კვლევითი, შემათანხმებელი, შემაჯამებელი და სხვ.
Гипотетический, стимулирующий, исследования, соглашательство, резюме)
აქედან, რომელია ჰიპოთეზური შეკითხვა?
A.     რა იყო ამ მოვლენის მთავარი გამომწვევი მიზეზი?
B.     მოგწონს აზრი: „მიზანი ამართლებს საშუალებას“?
C.     რომელი ნაწილი მოგეწონა ამ ტექსტის?
D.    შენ რას გააკეთებდი ამ სიტუაციაში?

18) ნიკა კარგი მოსწავლეა, თუმცა არ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული, გამუდმებით უნდა რომ პედაგოგს ჰკითხოს, გადაამოწმოს. შესაბამისად თანაკლასელებს ნიკას ამგვარი ქცევა ხელს უშლით.
აქედან, მასწავლებლის რომელი ქმედება არის ყველაზე ადეკვატური?
A.     ანიშნოს მოსწავლეს, რომ დაელოდოს, ახლა არ არის შესაფერისი მომენტი დამხარებისთვის.
B.     გააფრთხილოს მოსწავლე, რომ მისი შეკითხვები უარყოფიდად აისახება მის შეფასებაზე.
C.     უთხრას მოსწავლეს, რომ არ შეიძლება პედაგოგისთვის გამუდმებით შეკითხვების დასმა.
D.    უთხრას მოსწავლეს, რომ დახმარების გარეშეც შეუძლია მას დავალების შესრულება და ამგვარად „აიძულოს“ მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий