აირჩიეთ ენა

08.05.2019

სასწავლო პროექტი, ვიზიტი საქართველოს პარლამენტში




სასწავლო პროექტის რეფლექსია


2019 წლის 3 მაისს სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის 20 მოსწავლე წავიყვანეთ საქართველოს პარლამენტში.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელისუფლების დანაწილების პრინცეპების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის საქმიანობის პრინციპებისა და მხარეების გაცნობა, საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის უნარების დახვეწა და ახალი ნაცნობობის დამყარება.
პარლამენტში ვიზიტის ფარგლებში შევხვდით პარლამენტის წევრს -    განათლების, სპორტის, კულტურის, მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს - მარიამ ჯაშს. შეხვედრა მეტად თბილი, უშუალო გამოდგა, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე განათლების საკითხებზე, სასკოლო ცხოვრებასა და გამოწვევებზე. მოსწავლეებს შორის იყო მომღერალთა ტრიო, რომელთაც იმღერეს მეგრული სიმღერა „დიდოუ ნანა“ და „იავნანა“. მოსწავლეებმა მარიამ ჯაშს გააცნეს მათი სამომავლო გეგმები, ასევე სურვილები - როგორებიცა: სკოლაში ლაბორატორიის მოწყობა, საფეხბურთო მინი-მოედანი და სხვ.
შეხვედრის შემდგომ დავათვალიერეთ პარლამენტის შენობა. ვნახეთ პირველი რესპუბლიკის დარბაზი, ძველი სახელმწიფო დროშა და გერბი. ვნახეთ შოთა რუსთაველის სკულპტურა, მაგიდა, სადაც ხელი მოეწერა საქართველოს კონსტიტუციას, ასევე სხვა ღირშესანიშნაობები.
ექსკურსია ნაყოფიერი გამოდგა, მოსწავლეები შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ, მათ მოამზადეს რეფერატები თემაზე: „ვიზიტი თბილისის პარლამენტში“.






Комментариев нет:

Отправить комментарий