აირჩიეთ ენა

16.05.2019

არგუმენტირებული ესე #2


ბავშვობის ასაკში სხვადასხვა სახის კონკურსებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არსებობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დადებითად აისახება ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე, ხოლო ნაწილი უაყოფითად აფასებს ამ მოვლენას.
გამოთქვით თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; თქვენი პოზიციის დასასაბუთებლად მოიყვანეთ არგუმენტები და მაგალითები.

            ვფიქრობ, რომ ბავშვობის ასაკში სხვადასხვა სახის კონკურსებში მონაწილეობის მიღება დადებითად აისახება ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. ვინაიდან თითოეული კონკურსი, განურჩევლად შედეგისა ბავშვს გამოცდილებას სძენს.
            კონკურსებში მონაწილეობა მოზარდს ეხმარება საკუთარი ცოდნის, ნიჭის, უნარის რეალიზებაში, ასევე პიროვნულ განვითარებაში. თუ ბავშვს ადრეული ასაკიდან ექნება გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე სცენაზე დგომის შიში გადალახული ექნება, ეცოდინება კამერასთან კონტაქტი, - შემდგომში სკოლისა თუ სტუდენტობის პერიოდში მას აღარ გაუჭირდება ლიდერის ფუნქციის მორგება, პრეზენტირება და სხვ. 
            თითოეულმა მშობელმა ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა მიაჩვიოს დამოუკიდებლობას, ბავშვმა უნდა გამოცადოს კონკურსებში გამარჯვებაც და მარცხიც, თუ მშობელი სწორად აუხსნის მარცხის მნიშვნელობას იგი მარტივად დაძლევს ასე ვთქვათ წარუმატებლობას და ეცდება შემდგომში გამარჯვებას, ეს კი პიროვნული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯია.
            მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომელიც უკვე ვარსკვლავადაა აღიარებული, მათ იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში, იბეჭდებიან პოპულარულ ჟურნალებში, მათ წარმატებას სწორედაც, რომ კონკურსებიდან მიაღწიეს და თავი მაყურებელს ტელე-კონკურსებით დაამახსოვრეს.
            შეჯამებისას ვიტყვი, რომ თუ ბავშვს აქვს ცეკვის, სიმღერის, ხატვის ან სხვ. ნებისმიერი ნიჭი, მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს მას, დაარეგისტრიროს სხვადასხვა კონკურსებში, რაც ბავშვის პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

(მე-11 კლასი, არაქართული სექტორი)


Комментариев нет:

Отправить комментарий