აირჩიეთ ენა

16.05.2019

არგუმენტირებული ესე #3


საქართველოში საკმაოდ ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები, საზოგადოების ნაწილი მიიჩევს, რომ ეს მხოლოდ ოჯახური პრობლემაა.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

            სამწუხაროდ, საქართველოში, მიუმეტეს რეგიონებში ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინებები. ეს არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახის, არამედ სრულიად ქვეყნის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, როცა მოზარდი ნებით ან ძალდატანებით ქმნის ოჯახს.
            ნაადრევი ქორწინება უამრავ პრობლემას იწვევს, მოზარდები ვერ ასრულებენ სკოლებში საბაზო საფეხურს, ვერ იღებენ ატესტატს, ვერ აბარებენ უნივერსიტეტებში, ეს ყოველივე კი მათ მომავალზე მძიმედ აისახება ასევე განათლებამოკლებილ (არასრულწლოვან) მშობლებს არ შეუძლიათ სწორად აღზარდონ, სახელმწიფოებრივი აზროვნებით შვილი, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.
            დღეს საქართველოში დასაქმების დიდი პრობლემაა, ბევრ უმაღლესდამთავრებულ (დიპლომის მქონე) ადამიანს უჭირს სამსახურის მოძებნა, შესაბამისად პირს, რომელსაც სკოლაც არასრულად აქვს დამთავრებული, ცხადია, გაუჭირდება დასაქმდეს.
            ქვეყნის მასშტაბით საქართველოში უამრავი მარტოხელა დედაა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მათმა უმეტესობამ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი, რომელიც ადრეულ ასაკში იქმნება, მისი დანგრევის რისკი მაღალია.
            საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ადრეული ქორწინება დაუშვებელია და დასჯადი.  თუმცა  რეგიონებში, განათლების არ ქონის გამო ამ ყოველივეს არ ითვალისწინებენ და ყოველწლიურად უამრავი ოჯახი იქმნება, დაქორწინებით მოზარდებს ეზღუდებათ განათლების, შემეცნებისა და დასაქმების უფლება, ამასთანავე ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემებიც.
            დასკვნისას შემიძლია ვთქვა, რომ ადრეული ქორწინება ქვეყნის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ხშირად ჩაატაროს ტრენინგები სოფლებსა და ქალაქებში, რათა ყველას მიაწვდინოს ხმა და გააგებინოს თუ რა ზიანი მოჰყვება ადრეულ ასაკში ქორწინებას.

(მე-11 კლასი, არაქართული სექტორი)


Комментариев нет:

Отправить комментарий