აირჩიეთ ენა

31.05.2019

ტესტი ქართულ ენაში


ტესტი ქართულ ენაში

1.       ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა არის „მყოფადის კავშირებითში“?      0,5ქ
ა) დავწერდე  ბ) ვწერდი       გ) დავწერე      დ) დავწერდი                                    
2.       ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა არის „II კავშირებითში“?                      0,5ქ
ა) ვიღებ          ბ) მივიღე        გ) მივიღო      დ) მივიღებდი
3.       ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა არის „მყოფადში“?                                0,5ქ
ა) ვუთხარი     ბ) ვთქვა          გ) ვიტყვი        დ) ვიტყოდე
4.       ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა არის „ხოლმეობითში“?                        0,5ქ
ა) ვსწავლობ   ბ) ვსწავლობდი          გ) ვისწავლო   დ) ვისწავლიდი
5.       ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა არის „აწმყოში“?                                    0,5ქ
ა) ვერთობი    ბ) გავერთობი გ) გავერთო     დ) ვერთობოდე
6.       ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა არის „უწყვეტელში“?                           0,5ქ
ა) ზანზარებს  ბ) იზანზარებს            გ) ზანზარებდა          დ) ზანზარებდეს
7.       ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა არის „წყვეტილში“?                              0,5ქ
ა) შევჭრა         ბ) შევჭრი        გ) შევჭერი      დ) ვჭრიდი
8.       ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა არის „აწმყოს კავშირებითში“?           0,5ქ
ა) ამთქნარებდე         ბ) დაამთქნარებდე     
გ) დაამთქნარებდი     დ) დაამთქნარო
9.       დაწერეთ რიცხვში მონაცვლე ზმნები ზმნები. (მინიმუმ 3)                      1,5ქ
ნიმუში)ზის-სხედან
10.   რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა?                                          0,5ქ
იპოვეთ შეცდომა და გადაწერეთ სწორი ფორმით.                                     0,5ქ
ა) ჩემი მამიდაშვილები სოფელში ცხოვრობენ.
ბ) პაპაჩემი სოფელშია, რადგან იქ უფრო სუფთა ჰაერია, ვიდრე თბილისში.
გ) ლილი ცუდადაა, რათა გამოცდაში დაბალი ქულა მიიღო.
დ) მათმა ძაღლმა დაკბინა ჩვენი ძროხა.
გასწორებული წინადადება:__________________________________________
11.    წაიკითხეთ სიტყვები და მიუწერეთ სინონიმები.                                      1,5ქ
ა) სევდიანი___________________
ბ) იმედდაკარგული___________________
გ) ხალისიანი________________
12.   განმარტეთ, რას ნიშნავს სიტყვათა შეთანხმება.                                         
ა) ფარ-ხმალი დაყარა:_______________________________ 0,65ქ
ბ) კოვზი ნაცარში ჩაუვარდა:_________________________  0,65ქ
გ) ცამდე აიყვანა:____________________________________ 0,65ქ
                                                                                                                                
                                                                                                                                    მიღებული__________ქ.

ხელოვნების წრე

28 მაისს შეიკრიბნენ ხელოვნების წრის ბავშვები, მათ წარმოადგინეს უცნობი მხატვრები..
წრის წევრებმა ერთმანეთს გააცნეს თითო-თითო მხატვარი, მათი შემოქმედება, ისინი შეეცადნენ დაენახვებინათ შემოქმედი განსხვავებული კუთხიდან.

ერთ-ერთი მოსწავლის ჩანაწერიდან:

ერთ-ერთ ქალაქში  ღამე ქუჩაში დატოვებულ სხვადასხვა ავტომანქანაზე პატრონები დილაობით ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს ნახულობენ.
საქმე ის არის, რომ უცნობი რუსი მხატვარი, რომელსაც როგორც ჩანს, ძილის რეჟიმი არეული აქვს, მზის ჩასვლისთანავე ქალაქში გამოდის და გაურეცხავ მანქანებზე ნადირობს, რადგან საკუთარი, საკმაოდ საინტერესო ილუსტრაციებით, ზარმაც პატრონებს ჭკუა ასწავლოს.

26.05.2019

26 მაისი

2019 წლის 26 მაისს ქ. მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
                                   

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

მარნეულის მოსახლეობას, სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ეს დღე ქალაქის მერმა, ქვემო-ქართლის გუბერნატორმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს.





25.05.2019

ფრაზეოლოგიზმი


1.       რას ნიშნავს ფრაზეოლოგიზმი „ხელი შეუწყო“?
ა) გაართო
ბ) დაეხმარა
გ) მოეფერა
დ) მოატყუა
2.       რას ნიშნავს ფრაზეოლოგიზმი „ნემსის ყუნწში გაატარა“?
ა) უსაყვედურა
ბ) შეაქო
გ) აშიმშილა
დ) სცემა
3.       რას ნიშნავს ფრაზეოლოგიზმი „ცამდე აიყვანა“?
ა) შეაქო
ბ) დაასაჩუქრა
გ) კარგად გაუმასპინძლდა
დ) დაპატიჟა
4.       რას ნიშნავს ფრაზეოლოგიზმი „ჭიშკარი აუტალახა“?
ა) გალანძღა
ბ) დაპირდა
გ) დაშორდა
დ) ხშირად სტუმრობდა
5.       რას ნიშნავს ფრაზეოლოგიზმი „ თვალები გაუფართოვდა“?
ა) შეეშინდა
ბ) შესცივდა
გ) გაუკვირდა
დ) გაბრაზდა



კითხვის კლუბის მორიგი შეხვედრა

20 მაისს კითხვის კლუბის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მოსწავლეებს მოტანილი ჰქონდათ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, წავიკითხეთ ორი იგავი: "გლახაკი და ქილა ერბო" ასევე "ოთხი ყრუ"


ვისაუბრეთ იგავების მთავარ სათქმელზე. დავსვით შეკითხვები:
1) რას გვასწავლის იგავ-არაკი?
2) რა მოაქვს სიხარბეს ადამიანისთვის?
გავიხსენეთ, მოვიყვანეთ მაგალითები, როგორც პირადი ასევე სხვათა გამოცდილებიდან.
შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. მოსწავლეები და მე, როგორც კლუბის კურატორი კმაყოფილი დავრჩი.


16.05.2019

ხელოვნების წრე (ედვარდ მუნკი)

14 მაისს შეიკრიბდნენ ხელოვნების წრის წევრები, ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ პარალელური კლასის მოსწავლეებიც.
მიმდინარე კვირა დათმობილი გვქონდა ნორვეგიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის ედვარდ მუნკის შემოქმედების გაცნობაზე, ასევე განვიხილეთ მიმდინარეობა - ექსპრესიონიზმი.


მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ რეფერატები, მათ დაასახელეს ნოვერგიელი მხატვრის ცნობილი ტილოები, გამორჩეული შთაბეჭდილება მათზე მოახდინა მუნკის "ყვირილმა", რომელიც მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ცნობილი ტილოა.


შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა, მოსწავლეები აქტიურები, ჩართულები იყვნენ, გამოთქვამდნენ საკუთარ მიდგომებს, მსჯელობდნენ, აანალიზებდნენ...შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა.
 




არგუმენტირებული ესე #3


საქართველოში საკმაოდ ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები, საზოგადოების ნაწილი მიიჩევს, რომ ეს მხოლოდ ოჯახური პრობლემაა.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

            სამწუხაროდ, საქართველოში, მიუმეტეს რეგიონებში ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინებები. ეს არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახის, არამედ სრულიად ქვეყნის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, როცა მოზარდი ნებით ან ძალდატანებით ქმნის ოჯახს.
            ნაადრევი ქორწინება უამრავ პრობლემას იწვევს, მოზარდები ვერ ასრულებენ სკოლებში საბაზო საფეხურს, ვერ იღებენ ატესტატს, ვერ აბარებენ უნივერსიტეტებში, ეს ყოველივე კი მათ მომავალზე მძიმედ აისახება ასევე განათლებამოკლებილ (არასრულწლოვან) მშობლებს არ შეუძლიათ სწორად აღზარდონ, სახელმწიფოებრივი აზროვნებით შვილი, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.
            დღეს საქართველოში დასაქმების დიდი პრობლემაა, ბევრ უმაღლესდამთავრებულ (დიპლომის მქონე) ადამიანს უჭირს სამსახურის მოძებნა, შესაბამისად პირს, რომელსაც სკოლაც არასრულად აქვს დამთავრებული, ცხადია, გაუჭირდება დასაქმდეს.
            ქვეყნის მასშტაბით საქართველოში უამრავი მარტოხელა დედაა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მათმა უმეტესობამ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი, რომელიც ადრეულ ასაკში იქმნება, მისი დანგრევის რისკი მაღალია.
            საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ადრეული ქორწინება დაუშვებელია და დასჯადი.  თუმცა  რეგიონებში, განათლების არ ქონის გამო ამ ყოველივეს არ ითვალისწინებენ და ყოველწლიურად უამრავი ოჯახი იქმნება, დაქორწინებით მოზარდებს ეზღუდებათ განათლების, შემეცნებისა და დასაქმების უფლება, ამასთანავე ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემებიც.
            დასკვნისას შემიძლია ვთქვა, რომ ადრეული ქორწინება ქვეყნის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ხშირად ჩაატაროს ტრენინგები სოფლებსა და ქალაქებში, რათა ყველას მიაწვდინოს ხმა და გააგებინოს თუ რა ზიანი მოჰყვება ადრეულ ასაკში ქორწინებას.

(მე-11 კლასი, არაქართული სექტორი)


არგუმენტირებული ესე #2


ბავშვობის ასაკში სხვადასხვა სახის კონკურსებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არსებობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დადებითად აისახება ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე, ხოლო ნაწილი უაყოფითად აფასებს ამ მოვლენას.
გამოთქვით თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; თქვენი პოზიციის დასასაბუთებლად მოიყვანეთ არგუმენტები და მაგალითები.

            ვფიქრობ, რომ ბავშვობის ასაკში სხვადასხვა სახის კონკურსებში მონაწილეობის მიღება დადებითად აისახება ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. ვინაიდან თითოეული კონკურსი, განურჩევლად შედეგისა ბავშვს გამოცდილებას სძენს.
            კონკურსებში მონაწილეობა მოზარდს ეხმარება საკუთარი ცოდნის, ნიჭის, უნარის რეალიზებაში, ასევე პიროვნულ განვითარებაში. თუ ბავშვს ადრეული ასაკიდან ექნება გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე სცენაზე დგომის შიში გადალახული ექნება, ეცოდინება კამერასთან კონტაქტი, - შემდგომში სკოლისა თუ სტუდენტობის პერიოდში მას აღარ გაუჭირდება ლიდერის ფუნქციის მორგება, პრეზენტირება და სხვ. 
            თითოეულმა მშობელმა ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა მიაჩვიოს დამოუკიდებლობას, ბავშვმა უნდა გამოცადოს კონკურსებში გამარჯვებაც და მარცხიც, თუ მშობელი სწორად აუხსნის მარცხის მნიშვნელობას იგი მარტივად დაძლევს ასე ვთქვათ წარუმატებლობას და ეცდება შემდგომში გამარჯვებას, ეს კი პიროვნული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯია.
            მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომელიც უკვე ვარსკვლავადაა აღიარებული, მათ იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში, იბეჭდებიან პოპულარულ ჟურნალებში, მათ წარმატებას სწორედაც, რომ კონკურსებიდან მიაღწიეს და თავი მაყურებელს ტელე-კონკურსებით დაამახსოვრეს.
            შეჯამებისას ვიტყვი, რომ თუ ბავშვს აქვს ცეკვის, სიმღერის, ხატვის ან სხვ. ნებისმიერი ნიჭი, მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს მას, დაარეგისტრიროს სხვადასხვა კონკურსებში, რაც ბავშვის პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

(მე-11 კლასი, არაქართული სექტორი)


არგუმენტირებული ესე #1


სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის ზღაპრების წაკითხვა ხელს უწყობს ბავშვის ფანტაზიის, წარმოსახვის უნარის განვითარებასხოლო ანიმაციური ფილმების ხშირი ყურება ამ პროცესს აფერხებს.

გამოთქვით თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; თქვენი პოზიციის დასასაბუთებლად მოიყვანეთ არგუმენტები და მაგალითები.

            არ ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, რადგან ვფიქრობ, რომ ანიმაციური ფილმების ხშირი ყურება ისევე ეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვის წარმოსახვის უნარის განვითარებას, როგორც ზღაპრების წაკითხვა...
            თანამედროვე ანიმაციური ფილმები შინაარსიანია, მულტფილმებიდან მოზარდი მსჯელობისა და ანალიზის უნარსაც იძენს. როცა ბავშვი მისთვის არამშობლიურ დამუშავებულ ანიმაციას უყურებს, ადვილად სწავლობს უცხო ენასაც.
            სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონება მეტად სხარტია, ხშირად ბავშვები უამრავ კითხვას სვამენ, არიან ცნობისმოყვარეები, იგონებენ და ძერწავენ ირეალურ გმირებს, ეს ყველაფერი მათი ფანტაზიის ნაყოფია, რომლის  გავითარებაშიც ანიმაციური ფილმების ხშირი ყურება ეხმარებათ.
            ბავშვებს ყოველთვის ჰყავთ საყვარელი პერსონაჟი, მაგალითად, ყველა პატარასთვის საყვარელი გმირია „ბეტმენი“ , „სპაიდერმენი“ , „ფიფქია“ და  სხვ.  ხშირად ბავშვები მათი ფანტაზიით ინსცენირებას უკეთებენ სხვადასხვა პერსონაჟს და ამით ერთობიან - ამ ყველაფერს მოწმობს საბავშვო ბაღებში, კარნავალებსა თუ სხვ. შემეცნებით ღონისძიებაზე პატარების მიწერ მოწყობილი დადგმები.
            დასკვნისას შემიძლია ვთქვა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა ვაყურებინოთ ანიმაციური ფილმები, ვინაიდან თუ ბავშვს ფილმი დააინტერესებს, აუცილებლად აირჩევს საყვარელ გმირს, კადრს - რასაც მისივე წარმოსახვის უნარით, ფანტაზიით სხვადასხვა ინსცენირებას გაუკეთებს, ეს ყოველივე კი დადებითად აისახება ბავშვის გონებრივ განვითარებაზეც.



(მე-11 კლასის მოსწავლე, არაქართულენოვანი სექტორი)

11.05.2019

ტესტი

1. რომელია სწორი?
ა) მე-60 ბ) მე-60-ე გ) 13-ე დ) მე-23
2. რომელია სწორი?
ა) მე ვუთანაგრძნობ
ბ) მე თანაუგრძნობ
გ) მე თანავუგრძნობ
დ) მე უთანაგრძნობ
3. რომელი წინადადებაშია შეცდომა?
ა) ამ პროექტით არქიტექტორი ახორციელებს ახალ იდეას.
ბ) მსახიობი კარგად ანსახიერებს როლს.
გ) ბიბლიოთეკარი აცალკევებს ძველ და ახალ წიგნებს.
დ) მეცნიერი ნაშრომში ავითარებს საინტერესო იდეას.
4. რომელ წინადადებაში არ არის შეცდომა?
ა) მთელ დღეს შეუსვენებლად ვმღერივარ.
ბ) არქეოლოგებს უჩვეულო ექსპონატი უნახიათ.
გ) და-ძმას ცეცხლი უკვე გაეჩაღებია.
დ) დილიდან ვტირი დაკარგული ბეჭდის გამო.
5. სიტყვათა მყარი შეხამება განტევების ვაცი
ა) მოღალატეს, გამცემს ნიშნავს:
ბ) სხვის მაგივრად პასუხისმგებელს
გ) უყურადღებოდ დატოვებულს
დ) ტანჯულ ადამიანს
6. გრუზა შეიძლება იყოს:
ა) თმა ბ) ტვირთი გ) ფიქრები დ) ტყე
7. რომელი წინადადებაა სტილისტურად გამართული?
ა) ახალგაზრდა ბიჭმა ქუჩა გადმოჭრა.
ბ) დაღლილი მოხუცი ხელჯოხს დაეყრდნო.
გ) შერცხვენილი მეზობელი კარისაკენ გაილურსა.
დ) თეას თავისი კაბა საშინლად მოსწონდა.
8. რომელია სწორი წინადადება?
ა) მოღიმარი ბიჭი კუთხეში იდგა.
ბ) მომცინარი გოგო ყვავილებს კრეფდა.
9. გაასწორეთ შეცდომა.
მეცნიერმა, რომელმაც 2019 წელს მათემატიკური ფორმულა გამოიგონა, ნობელის პრემია გადაეცა.
10. გაასწორეთ შეცდომა.
სტუდენტს, რომელიც ერთადერთი ვაჟი იყო გამარჯვებულთა შორის, გრამპრი აიღო.

08.05.2019

სასწავლო პროექტი, ვიზიტი საქართველოს პარლამენტში




სასწავლო პროექტის რეფლექსია


2019 წლის 3 მაისს სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის 20 მოსწავლე წავიყვანეთ საქართველოს პარლამენტში.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელისუფლების დანაწილების პრინცეპების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის საქმიანობის პრინციპებისა და მხარეების გაცნობა, საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის უნარების დახვეწა და ახალი ნაცნობობის დამყარება.
პარლამენტში ვიზიტის ფარგლებში შევხვდით პარლამენტის წევრს -    განათლების, სპორტის, კულტურის, მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს - მარიამ ჯაშს. შეხვედრა მეტად თბილი, უშუალო გამოდგა, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე განათლების საკითხებზე, სასკოლო ცხოვრებასა და გამოწვევებზე. მოსწავლეებს შორის იყო მომღერალთა ტრიო, რომელთაც იმღერეს მეგრული სიმღერა „დიდოუ ნანა“ და „იავნანა“. მოსწავლეებმა მარიამ ჯაშს გააცნეს მათი სამომავლო გეგმები, ასევე სურვილები - როგორებიცა: სკოლაში ლაბორატორიის მოწყობა, საფეხბურთო მინი-მოედანი და სხვ.
შეხვედრის შემდგომ დავათვალიერეთ პარლამენტის შენობა. ვნახეთ პირველი რესპუბლიკის დარბაზი, ძველი სახელმწიფო დროშა და გერბი. ვნახეთ შოთა რუსთაველის სკულპტურა, მაგიდა, სადაც ხელი მოეწერა საქართველოს კონსტიტუციას, ასევე სხვა ღირშესანიშნაობები.
ექსკურსია ნაყოფიერი გამოდგა, მოსწავლეები შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ, მათ მოამზადეს რეფერატები თემაზე: „ვიზიტი თბილისის პარლამენტში“.






03.05.2019

ტესტი მე-11 კლასისათვის


ტესტი ქართულ ენაში. მე-11 კლასი.  სახელი__________________გვარი________________________
1.    ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა დგას I თურმეობითში? 0.5ქ
ა) შემიჭამია              ბ) მისცა          გ) ვულოცავ              დ) მიმეწერა
2.    ჩამოთვლილთაგან, რომელი ზმნა დგას II თურმეობითში? 0.5ქ
ა) ვიხალისო             ბ) დამეჭირა  გ) გავხსენი               დ) მოვრთავდე
3.    როგორი შეცდომაა დაშვებული წინადადებაში? 0.5ქ
„ტყეში სადაც ჩიტები გალობენ იქ მინდა ვიყო“
ა) სტილისტური      ბ) ორთოგრაფიული            
გ) მორფოლოგიური            დ) პუნქტუაციური
4.    როგორი შეცდომაა დაშვებული წინადადებაში? 0.5ქ
„21 საუკუნეში აღმოაჩინეს მე-V საუკუნის ხელნაკეთი ნივთი.“
ა) პუნქტუაციური   ბ) ორთოგრაფიული            
გ) სინტაქსური         დ) სტილისტური
5.    როგორი შეცდომაა დაშვებული წინადადებაში? 0.5ქ
„ეს წამალი მეტად ეფეკტურია, თან ძალიან იაპიც ღირს.“
ა) მორფოლოგიური            ბ) სინტაქსური         
გ) სტილისტური     დ) ორთოგრაფიული
6.    შინაარსის მიხედვით ქვემოთ მოცემული წინადადება არის: 0.5ქ
„წიგნების თაროზე რვეულები, კალმები, ფანქრები და ფლომასტერები დავაწყე.“
ა) რთული     ბ) მარტივი    გ) შერწყმული
7.    მოიყვანეთ ერთი პარონიმის მაგალითი. 0.5ქ
1) ეწია - ეწვია   2) _____________________
8.    რა ტიპის ხარვეზი აქვს წინადადებას? 0.5ქ
„ქუჩაში მივდიოდი, ნელა, აუჩქარებლად მივდიოდი.“ _________________
9.    ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი? 0.5ქ
ა) სამი ათასას ცხრა ბ) სამი ათას ასცხრა 
გ) სამიათასასცხრა დ) სამი ათას ას ცხრა
10.  ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი? 0.5ქ
ა) არაბული ციფრები იწერება ყოველგვარი სუფიქსის გარეშე.
ბ) რომაული ციფრები არ იწერება სუფიქსის გარეშე.
გ) ორივე წინადადება მცდარია.


 11. გუშინ ჩვენს ქალაქში თბილისიდან სტუმრები ჩამოვიდნენ.
გუშინ ,პუნქტ.
12. მე-42 სკოლაში ჩოგბურთის შეხვედრა გაიმართა. 0.5ქ



13. ჩემი და სტომათოლოგია.0.5ქ



14. ჩემს შესახებ არაფერი იცი?0.5ქ



15. ეჰ როგორ მინდა, ყველაფერი კარგად იყოს!0.5ქ



















16) ახსენით ფრაზეოლოგიზმი: „კუდით ქვა ასროლინა“ 1 ქულა

____________________________________________
17) ახსენით ფრაზეოლოგიზმი: „ჭიშკარი აუტალახა“ 1 ქულა

____________________________________________

18) ახსენით ფრაზეოლოგიზმი: „ხელი გაუმართა“ 1 ქულა
____________________________________________