ლოკაცია
სახლი
რეკვიზიტები
ფურცელი და საწერი კალამი
მონაწილეთა რაოდენობა
მინიმუმ - 4, მაქსიმუმი თავად განსაზღვრეთ
აღწერა
დაწერეთ რაიმე გრძელი სიტყვა და დააწესეთ დრო.
მოცემულ დროში მოთამაშეებმა ამ სიტყვის შემადგენელი ასოებისგან უნდა შეადგინონ სხვა სიტყვები.
მაგალითად, თუ საწყის სიტყვად გვაქვს "სინქროფაზატრონი", ამ სიტყვის შემადგენელი ასოებისგან შეგვიძლია მოვიფიქროთ სიტყვები: "ნიორი", "ზაქი", "ფრიქსი" და ასე შემდეგ.
თამაშის დაწყების წინ უნდა შეთანხმდეთ იმაზე, თუ რამდენჯერ შეიძლება გამოიყენოთ საწყის სიტყვაში არსებული ასო - ერთხელ თუ რამოდენიმეჯერ.
მაგალითად, თუ საწყის სიტყვაში ასო "ფ" მაქვს ერთხელ, შემიძლია თუ არა ვაწარმოო სიტყვა "ფაფა"
Комментариев нет:
Отправить комментарий