აირჩიეთ ენა

16.03.2019

ტესტი მე-11 / მე-12 კლასისათვის. ქართული, როგორც მეორე ენა.

თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით, ჯამში 10 ქულა
გისურვებთ წარმატებას!
1.    რომელი სიტყვა არის გამოტოვებული წინადადებაში?
რამდენიმე წლის ________________________ საზღვარგარეთ ვცხოვრობდი.
ა) მანძილზე ბ) განმავლობაში  გ) პერიოდში  დ) ხანი
2.    რომელი სიტყვა არის გამოტოვებული წინადადებაში?
რუსთაველის ქუჩაზე არსებულ _____________________ ორი გაჩერება დარჩა.
ა) მუზეუმთან             ბ) მუზეუმში   გ) მუზეუმამდე   დ) მუზეუმიდან
3.    რომელ ნაცვალსახელს აღადგენთ მოცემულ წინადადებაში?
სკოლას ნატოს თანამშრომელი ესტუმრა. _________ ისაუბრა ევროკავშირზე.
ა) მან   ბ) ის  გ) მას  დ) ეს
4.    როგორ გესმით ფრაზეოლოგიზმი - „ცხვირი ჩამოუშვა“?
ა) მოიწყინა   ბ) გაიკვირვა  გ) გაოცდა  დ) გაბრაზდა
5.    შეარჩიეთ სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია წინადადებაში.
ურთიერთობითა და დათმობით ნებისმიერი გაუგებრობის ___________ შეიძლება.
ა) შეწყვეტა   ბ) გამწვავება  გ) შესრულება   დ) მოგვარება
6.    რომელია სწორი შესიტყვება?
ა) მტკიცე უნარი  ბ) მტკიცე თვისება  გ) მტკიცე ჩვევა  დ) მტკიცე ხასიათი
7.    რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა?
ა) დედა წაახალისა თავისი შვილები    ბ)  მამა დიდ დროს უთმობდა ოჯახს
გ) ისტორიკოსმა ცნობა შემოგვინახა     დ) ბებიამ შვილიშვილი დაასაჩუქრა
8.    რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა?
ა) გიგო ახალ ბინას სოსოსთან ერთად არემონტებს.
ბ) ლია და გია დილაობით ბაღში სეირნობს.
გ) მერაბმა ყველა გამოცდა ჩააბარა.
დ) მოსწავლეები პრობლემებს ერთად განიხილავენ.
9.    რომელ წინადადებაშია გადმოცემული მოქმედების მიზეზი?
ა) სავარაუდოდ ხვალ იწვიმებს.
ბ) მანანამ თბილად ჩაიცვა, რადგან წვიმდა.
გ) გთხოვ, ჩემი ქოლგა წაიღე.
დ) კარგად უნდა ვისწავლო, რათა სტუდენტი გავხდე.
10.  რომელი შესიტყვებაა არასწორი?
ა) რთული საკითხი
ბ) რთულ საკითხს
გ) რთულ საკითხით
დ) რთული საკითხის
11.  რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
_______________წინ ხელები კარგად უნდა დაიბანო.
ა) ჭამის  ბ) ჭამას  გ) ჭამა  დ) ჭამა
12.  რომელი შეისტყვებაა არასწორი?
ა) ტკბილი წვენი   ბ) ტკბილ წვენს  გ) ტკბილ წვენის  დ) ტკბილი წვენით
13.  ჩასვით ზმნა სწორი ფორმით.
წლების წინ მე და ჩემი ძმა ფეხბურთზე (სიარული)___________________________.
14.  ჩასვით ზმნა სწორი ფორმით.
გაისად, შესაძლოა ევროპაში (გამგზავრება)________________________ მთელი ოჯახი.
15.  ჩასვით ზმნა სწორი ფორმით.
როგორც (თქმა)_____________________ - წელს ცივი ზამთარი იქნება.
16.  ჩასვით ზმნა სწორი ფორმით.
რაც არ უნდა იყოს დასახულ მიზანს უნდა (მიღწევა)_______________________________.
17.  ჩასვით ზმნა სწორი ფორმით.
მეცნიერებმა მექსიკაში უცხო ჯიშის ამფიბია (აღმოჩენა)_____________________________.
18.  ჩასვით ზმნა სწორი ფორმით.
შენ და შენმა ნათესავმა სათბურში ათას ხუთასი კილო ჟოლო (კრეფა)________________?
19.  ჩასვით ზმნა სწორი ფორმით.
უამრავი მკვლევარი დღემდე (მოკვლევა)_______________ აბორიგენთა სხვადასხვა ტომს.
20.  ჩასვით ზმნა სწორი ფორმით.
ინდონეზიაში ყოფნის დროს ბამბუკის ტოტზე სამი მელოდია (დაკვრა)________________.

Комментариев нет:

Отправить комментарий