აირჩიეთ ენა

13.03.2019

ტესტი მე-9 კლასისათვის. (ქ.მ.ე)


IX კლასის საგამოცდო ბუკლეტი
ქართული, როგორც მეორე ენა

1.    რომელ წინადადებაშია დაშვებული ლოგიკური  შეცდომა?
ა) მარადმწვანე ტყეში სოკოებს აგროვებდა ბებია და შვილიშვილი.
ბ) სუფრაზე ძვირფასი ჭურჭელი ეწყო, ვერცხლის დანა-ჩანგლით.
გ) გიორგი ბერიძე პიანისტია, იგი ბულბულივით მღერის.
დ) მოტკბო გემო ჰქონდა ივნისის ბოლოს დაკრეფილ ალუჩას.
2.     რომელ წინადადებაში არ არის დაშვებული გრამატიკული შეცდომა?
ა) ჩემი სკოლა ორსართულიანია, მას დიდი ეზო და სტადიონი აქვს.
ბ) ჩემს სახლთან ჩიტები ჭიკჭიკებს, მათ გასაოცარი ხმა აქვთ.
გ) 21-ე საუკუნეში შექმნეს სოციალური ქსელი „ფეისბუქი“.
დ) თუ სოკო ხეზე ამოდის, ის შხამიანი არ არის.
3.    ჩამოთვლილი მეტყველების ნაწილებიდან, რომელს არ გააჩნია ანტონიმი?
ა) სუსტი
ბ) გაღებული
გ) ვერტიკალური
დ) მებაღე
4.    ჩამოთვლილი ზმნებიდან, რომელი არის ფუძეცვალებადი?
ა) ვლაპარაკობ
ბ) ვაგდებ
გ) ვჭრი
დ) ვწერ
5.    ჩამოთვლილი ზმნებიდან, რომელი გამოხატავს წარსულ დროს?
ა) ვესაუბრე
ბ) წავშლი
გ) ავანთებ
დ) ვხევ
6.    რომელი შეთანხმება არ არის სწორი?
ა) საშინლად ლამაზი
ბ) უძვირფასესი ბეჭედი
გ) მატყუარა მელა
დ) ქუდიანი კაცი
7.    რომელია შეცდომა?
ა) მე ვეტყვი
ბ) ის ელოდება
გ) ჩვენ მივედით
დ) მე უთხარი
8.    სად მიმდინარეობს ქვემოთ მოცემული დიალოგი?
-ხომ ვერ მეტყვით #2 მარშუტი გუდიაშვილის ქუჩას გაივლის?
-დიახ, გაივლის.
-რა ცუდია, ტაბლოზე არ წერია თუ რამდენ ხანში მოვა.
-15 წუთში ერთხელ დადის.
-რა კარგია, გმადლობ.
-არაფრის.
ა) მარშუტში
ბ) გაჩერებაზე
გ) ბაქანზე
დ) შუქნიშანთან
9.    რომელ ზედსართავ სახელს არ აქვს ოდნაობითი ფორმა?
ა) ტკბილი
ბ) ლურჯი
გ) იისფერი
დ) მაღალი
10.  რომელ წინადადება გამოხატავს ვარაუდს?
ა) ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ მანქანების ხშირი მოძრაობაა.
ბ) მეცნიერები ფიქრობენ, რომ მალე საწვავს წყალი ჩაანაცვლებს.
გ) ოქრო ერთ-ერთი ძვირფასი მეტალია.
დ) ლეილამ დაბადების დღეზე უამრავი საჩუქარი მიიღო.
11.  ჩამოთვლილი წინადადებებიდან სად გვხვდება ზმნა - I თურმეობითის ფორმით?
ა) ტბაში გედები ცურავდნენ.
ბ) კატას ძეხვი შეუჭამია.
გ) ზღვა ღელავდა.
დ) ხელჩანთა ტაქსიში დამრჩა.
12.  რომელი არ არის სინონიმური წყვილი?
ა) მხეცი-ნადირი
ბ) სევდიანი-მოწყენილი
გ) მატყუარა-სამართლიანი
დ) ჭუჭყიანი-ბინძური
13.  სად მიმდინარეობს დიალოგი?
-აქ, ჩურჩულით ლაპარაკიც არ შეიძლება!
-უკაცრავად.
ა) ბიბლიოთეკაში
ბ) სკოლაში
გ) მანქანაში
დ) დაბადების დღეზე
14.  რომელია კუთვნილებითი ნაცვალსახელი?
ა) მას
ბ) მათი
გ) ისინი
დ) შენ
15.  რომელ წინადადებაშია დაშვებული ლოგიკური შეცდომა?
ა) დაბადების დღეზე იუბილარს საჩუქარს ჩუქნიან ხოლმე.
ბ) ტყუილია, რომ ყინული ცივია.
გ) კაკლის კბილით გატეხა არ შეიძლება.
დ) მთაში სუფთა ჰაერია.
16.  რომელი არ არის მყარი საგანი?
ა) ცომი
ბ) მაგიდა
გ) რკინა
დ) ასფალტი
17.  თუ დღეს არის ორშაბათი, რა დღე იქნება ზეგ?
ა) კვირა
ბ) სამშაბათი
გ) ოთხშაბათი
დ) ხუთშაბათი
18.  დაასრულეთ წინადადება ლოგიკური შინაარსით.
„წიგნი, რომელიც დიდი ინტერესით წავიკითხე _________________“
ა) საერთოდ არ მაინტერესებდა.
ბ) ეწერა იმ ენაზე, რომელიც არ ვიცოდი.
გ) დაწერილი იყო ჩემთვის გასაგებ ენაზე.
დ) პირველივე ფურცლიდან შევწყვიტე კითხვა.
19.  დაასრულეთ წინადადება ლოგიკური შინაარსით.
„გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება________________________________“
ა) ცვივა ფოთლები და ყვითლად იფარება მიდამო.
ბ) ყურძენს კრეფენ და წურავენ ღვინოს.
გ) თუმცა ხალხი ქურთუკებით დადის.
დ) ამოდის ია და ენძელა.
20.  დაასრულეთ წინადადება ლოგიკური შინაარსით.
„თუ ადამიანს ცოდნა აქვს ის___________________________________“
ა) განათლებული და წარმატებულია.
ბ) ღარიბ-ღატაკი და უსახლკაროა.
გ) ჩაცმულ-დახურულია.
დ) ენატანია და ბრიყვია.

Комментариев нет:

Отправить комментарий