აირჩიეთ ენა

27.03.2019

კითხვის კლუბი. გოტჰოლდ ლესინგის იგავ-არაკები


25 მარტს შეიკრიბა კითხვის კლუბის მონაწილეები და გაეცნენ გერმანელ მეიგავეს გოტპოლდ ლესინგს  (1729-1781).

წაიკითხეს იგავ-არაკები: "ძუნწი" "წინასწარმეტყველება" და "ვირი და მგელი".

შეხვედრა საინტერესო გამოდგა, ვინაიდან ვისწავლეთ ბევრი ახალი სიტყვა, რისთვისაც გამოვიყენეთ ილსტრაცია / ლექსიკონი. მოსწავლეებმა შეძლებს იგავ-არაკის დედააზრის გაგება, მოიყვანეს პირადი თუ სხვისი გამოცდილებიდან მაგალითები, იმსჯელეს პერსონაჟებზე, უპასუხეს კითხვებს: რას გვასწავლის ეს კონკრეტული იგავ-არაკი? რა არის მისი დანიშნულება?

რესურსი: წინასწარ მომზადებული ამობეჭდილი მასალა, ლექსიკონი.


სავარჯიშო მე-7-8 კლასებისთვის. (ქ.მ.ე)


1.     შეავსეთ ცხრილი არსებითი სახელებით. (5 ქულა)

დაფქვა
გათლა
დაჭრა
გარეცხვა
გატარება
გახეხვა
დანაყვა





















































2.     წინადადებებში ჩასვით ზმნები. (2,5 ქულა)

მე ყავას _____________ და შემდეგ ____________.
შენ  ნიორს _________________________.
ისინი ხორცს ჭრიან, შემდეგ _______________________.
თქვენ პურს _______________.
ფორთოხალს ჯერ ________________ და შემდეგ ____________.

3.     დააკავშირე ერთმანეთთან. (2,5 ქულა)

ხორცი                                    დანაყვა
ვაშლი                                    გაწურვა
პური                                      დაფქვა
ნიორი                                    გათლა
კაკაო                                      გაფცქვნა
ბროწეული                           გატარება
ნიგოზი                                  დაჭრა

სიტყვებით თამაში


ლოკაცია

სახლი

რეკვიზიტები

ფურცელი და საწერი კალამი

მონაწილეთა რაოდენობა

მინიმუმ - 4, მაქსიმუმი თავად განსაზღვრეთ

აღწერა

დაწერეთ რაიმე გრძელი სიტყვა და დააწესეთ დრო. 
მოცემულ დროში მოთამაშეებმა ამ სიტყვის შემადგენელი ასოებისგან უნდა შეადგინონ სხვა სიტყვები. 
მაგალითად, თუ საწყის სიტყვად გვაქვს "სინქროფაზატრონი", ამ სიტყვის შემადგენელი ასოებისგან შეგვიძლია მოვიფიქროთ სიტყვები: "ნიორი", "ზაქი", "ფრიქსი" და ასე შემდეგ.
თამაშის დაწყების წინ უნდა შეთანხმდეთ იმაზე, თუ რამდენჯერ შეიძლება გამოიყენოთ საწყის სიტყვაში არსებული ასო - ერთხელ თუ რამოდენიმეჯერ. 
მაგალითად, თუ საწყის სიტყვაში ასო "ფ" მაქვს ერთხელ, შემიძლია თუ არა ვაწარმოო სიტყვა "ფაფა"

გამარჯვებულის გამოვლენა: გამარჯვებულია ის, ვინც დაწესებულ დროში საწყისი სიტყვის ასოებისგან შეადგენს ყველაზე მეტ სიტყვას.

23.03.2019

ტესტი მე-11 კლასი. ქ.მ.ე


ქართული, როგორც მეორე ენა

1.      ჩასვით გამოტოვებული ზმნები.
(თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0.25, ჯამში, 2 ქულა)
ა) ნიკო ფიროსმანი საღებავებს საკუთარი ხელით ______________________.
ბ) ნიკო ფიროსმანი ხატვის დროს ხშირად ______________ ნახშირს, ზეთს და სხვადასხვა საღებავს.
გ) ფიროსმანმა __________________ ტილოები, როგორიცაა - „შველი“, „მებადური“ და სხვა.
დ) ნიკო ფიროსმანი იშვიათად ___________________ საკუთარ ნახატებს, უფრო ცვლიდა ერთ ბოთლ არაყში.
ე) თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ნიკო ფიროსმანის სახელი _____________________.
ვ) ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას  __________________ მთელი მსოფლიო.
ზ) ფიროსმანი ______________________ საკუთარ სახლში, კიბის ქვეშ.
თ) ნიკო ფიროსმანი არავინ ____________________ სად არის დაკრძალული.

2.      დაწერეთ მოცემული სიტყვების ანტონიმები.
(თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0.25, ჯამში, 2 ქულა)
ა) მავნე __________________        ბ) ძუნწი_____________________
გ) უგემური_______________       დ) მწარე ____________________
ე) ბეჯითი _______________        ვ) ცრუ ______________________
ზ) ცარიელი ______________      ზ) ძველი ____________________

3.      რომელ კილოში დგას ზმნა?


ვთამაშობდე
დავეხმარო
დავწერე
ა) თხრობითში
ა) თხრობითში
ა) თხრობითში
ბ) კავშირებითში
ბ) კავშირებითში
ბ) კავშირებითში
გ) ბრძანებითში
გ) ბრძანებითში
გ) ბრძანებითში
 (თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0.5, ჯამში, 1,5 ქულა)







                                     
4.      დაასრულეთ წინადადებები ლოგიკური შინაარსით.
(თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0.5, ჯამში, 1,5 ქულა)
1) თითოეული ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს ბუნებას, რადგან_____________________________________________________________________________________
2) ადამიანმა უნდა მიიღოს ვიტამინებით სავსე საკვები, რათა_______________________________________________________________________________________
3) მართალია, ნიკო ფიროსმანი სიცოცხლეში არ იყო ღირსეულად დაფასებული, თუმცა______________________________________________________________________________________

5.      განამტკიცეთ ან უარყავით მოცემული მოსაზრებები არგუმენტებით.
(თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1, ჯამში, 3 ქულა)
1) ადამიანმა უარი უნდა თქვას ნებისმიერ ტექნოლოგიაზე, რადგან ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
2) უპატრონოდ არ უნდა ცხოვრობდეს არც ერთი ძაღლი, მათზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
3) წიგნი ყოველთვის პირველი იქნება, ელექტრონულ წიგნთან შედარებით.
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________




21.03.2019

ხელოვნების წრე (ვინსენტ ვან გოგი) (პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი)

19 მარტს შეიკრიბა ხელოვნების წრე... მოსწავლეების გადაწყვეტილებით ვისაუბრეთ ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

წრის წევრებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფიაზე მოკლე პრეზენტაცია... მათ განიხილეს მისი ცხოვრება, გარდაცვალების სავარაუდო ვერსიები. ვისმჯელეთ მის შემოქმედებაზე. ავხსენით ყველაზე პოპულარული ტილოები. მისი ხელწერის სტილი. ასევე ვისაუბრეთ რას  ჰქვია ნატურმორტი, პეიზაჟი და პორტრეტი.





19.03.2019

სამოდელო გაკვეთილი - ქართული, როგორც მეორე ენა

მედიაწიგნიერების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი

გაკვეთილი   გახლავთ  გამჭოლ  კომპეტენციებზე,  კონკრეტულად,   მედიაწიგნიერების  განვითარებაზე  ორიენტირებული.

სსიპ ქ. მარნეულის #2  საჯარო  სკოლა

მასწავლებელი:    დავით კამკამიძე
საგანი:  ქართული, როგორც მეორე ენა
კლასი: მე-11
დრო: 40 წთ.
თემა:
ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები
მოსწავლეთა  პროფილი:   23 მოსწავლე.
 სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროების  მქონე  მოსწავლე  არ  გვყავს.
გაკვეთილის  მიზანი:

v  მოსწავლეები შეძლებენ ადამიანის მავნე ჩვევებზე საუბარს;
v  მოსწავლეები ინტერნეტში მოძიებულ ფოტოებს დააკავშირებენ პრობლემასთან და განმარტავენ;
v  მოსწავლეები სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს შეადარებენ გაკვეთილზე ნაჩვენებ ვიდეო-რგოლთან - ვენის დიაგრამის მეთოდით;
v  იმსჯელებენ ვიდეო-რგოლისა და ტექსტების  სანდოობაზე;
v  მოსწავლეები (ჯგუფური მუშაობით) გამოთქვამენ ამა თუ იმ მოსაზრებას ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე და  მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ არგუმენტირებულად;
v  შეძლებენ ჯანსაღ ცხოვრებაზე ბუკლეტის შექმნას და დევიზის მოფიქრებას.



ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქ.მ.VIII.7.    მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
ქ.მ.VIII.18.  მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება მარტივ საკლასო დისკუსიებში წინასწარ მომზადებულ მისთვის აქტუალურ საკითხებზე.
ქ.მ.VIII.26. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან.მედიაწიგნიერება. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, თანამედროვე სამყაროში,ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმატექსტებმა,რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვემსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციისგაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;



შედეგები:
·         იცის რა არის მავნე ჩვევა და საუბრობს მის შესახებ - იყენებს ნასწავლ ლექსიკას;  
·         მოსწავლე აგებს წინადადებებს არსებულ თემაზე და შეუძლია იმსჯელოს პრობლემაზე.
·         ისმენს, უყურებს ვიდეო-რგოლს და მსჯელობს იქ ინფორმაციის ირგვლივ, ამასთანავე ადარებს სხვა წყაროებთან, სხვა ტექსტებთან.
·         კითხულობს ნაწერს გააზრებულად, კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ენობრივად სწორ, დასაშვებ და შესაძლებელ ფორმებს;

წინარე  ცოდნა  და უნარ-ჩვევევები:  

              მოსწავლეებმა  იციან რა არის ჯანსაღი ცხოვრება, რა არის 21-ე საუკუნეში ყველაზე გავრცელებული მავნე-ჩვევა/ჩვევები. მოსწავლეებს შეუძლიათ ისაუბრონ მავნე-ჩვევების გამომწვევ მიზეზებზე, ასევე პრობლემის გადაჭრის გზებზე. მათ შეუძლიათ ლოგიკურად დააკავშირონ ინტერნეტში მოძიებული ილუსტრაცია - ამა თუ იმ მავნე ჩვევასთან. შეუძლიათ  მულტიმედიურ  რესურსებთან  მუშაობა - სხვადასხვა სახის (მათთვის გასაგები ლექსიკით შედგენილი) არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება. შეუძლიათ იმსჯელონ ტექსტში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე. მოსწავლეებს გამოსდით ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობა.

შეფასება და  თვითშეფასება:
განმსაზღვრელი, განმავითარებელი შეფასება. (იხ. შეფასების რუბრიკა)

სასწავლო მასალა და რესურსები
მე-9 დონის წიგნი ქართული, როგორც მეორე ენა. 
კომპიუტერი, პროექტორი, ფლიფჩარტი, მარკერი, ვიდეო, ფოტო-სურათები.
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა
სწრაფი მიმოხილვა შეკითხვების გამოყენებით                     
საორგანიზაციო  საკითხები. სიის  ამოკითხვა
მოსწავლეები  ასახელებენ   საშინაო -  წერით  და  ზეპირ   დავალებას.
1  წუთი

აქტივობა #1 მასწავლებელი  ასევე წინასწარ  ასახელებს  ასახსნელი  გაკვეთილის  თემას. ამისთვის  აჩვენებს  წინასწარ მომზადებულ  ფლიფჩარტს, სადაც გაწერილია გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.
აქტივობის მიზანი:   პროვოცორება, ხალისიანი  განწყობის  შექმნა,  ასახსნელი  მასალის  გაცნობა.
1  წუთი


აქტივობა  #2 -ინტერაქცია-გამოკითხვა  მიზანი:  წინარე  ცოდნის  გააქტიურება              5 წუთი
მოსწავლეები პასუხობენ (ნასწავლი ლექსიკის გამოყენებით) თემასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა შეკითხვას.
შედეგი:
მოსწავლეები მართებულად იყენებენ სხვადასხვა მეტყველების ნაწილს და აგებენ საშუალო სირთულის წინადადებებს. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას ჯანმრთელობაზე, მავნე ჩვევებზე.

1) რომელ მავნე ჩვევებს იცნობთ?
2) თქვენი აზრით ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევა რომელია?
3) რა არის მავნე ჩვევის/ჩვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზი?
4) ადამიანი, რომ ჯანმრთელი იყოს სჭირდება: ______ _______ _______
5) რატომ არ უთმობს ადამიანთა უმეტესობა დიდ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას?
6) სიგარეტის მოწევა (მავნე ჩვევა) რატომ არის გავრცელებული ძირითადად მოზარდებში? რა იწვევს ამ პრობლემის გავრცელებას?
7) რაზე მიანიშნებს ფაქტი, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მეტი სწრაფი კვების ობიექტი იხსნება?
8) როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა მავნე ჩვევებს?
9) შეგიძლიათ დაასახელოთ წინასწარ მომზადებული დევიზი - ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.


მასალის  ახსნა, ტექსტსა  და   მულტიმედია რესურსზე  მუშაობა    7 წუთი
აქტივობა  #3 სლაიდის  ჩვენება  მიზანი : მასწვლებელი აცნობს მოსწავლეებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მავნე-ჩვევას „ყავა და კომპიუტერი“ მასწავლებელი აცნობს ინტერნეტიდან ამოღებულ მასალას აღნიშნულ მავნე ჩვევაზე/ჩვევებზე და მოსწავლეებთან (ჯგუფებთან ერთად მართავს მცირე დისკუსიას)
1) მოსწავლეები გაჟღერებულ ინფორმაციას უარყოფენ სავარაუდო არგუმენტებით;
2) მოსწავლეები გაჟღერებულ ინფორმაციას განამტკიცებენ სავარაუდო არგუმენტებით;

აქტივობა  #4 -  ჯგუფებში  მუშაობა ილუსტრაციებზე   8 წუთი
მიზანი:  გავლილი მასალის   გამეორება.   
მასწვლებელი ჯგუფებს  ურიგებს  ილუსტრაციებს (ჭარბწონიანი ადამიანი, რომელიც იკვებება ბურგერებით და სვამს გაზიან სასმელს, მოზარდი, რომელიც ეწევა სიგარეტს და მას უყურებენ თანატოლები, ადამიანი, რომელიც იკვნეტს ფრჩხილებს და ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია ალკოჰოლზე) A. მოსწავლეები ეცნობიან ინტერნეტში მოძიებულ ილუსტრაციებს (თითო ჯგუფი თითო ილუსტრაციას)
B. მოსწავლეებს შეუძლიათ ილუსტრაციები დააკავშირონ ტექსტებთან და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ. 1) რა პრობლემაა. 2. მათი გამომწვევი მიზეზი. 3. გადაჭრის გზა.

აქტივობა  #5 -  ჯგუფებში  მუშაობა.   7  წუთი
მოსწავლეები უყურებენ მცირე ზომის ვიდეო-რგოლს, მავნე-ჩვევების შესახებ და მოსმენილს დაუკავშირებენ სახელმძღვანელოში არსებულ ინფორმაციას.

მოსწავლეები ვენის მეთოდით ადარებენ ვიდეო-რგოლს - წიგნში არსებულ ტექსტთან და პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს:
1. რა მიზნით არის შექმნილი ეს ტექსტი/ტექსტები? ეს ვიდეო?
2. რამდენად სანდოა ეს ტექსტები - გვეხმარება თუ არა? უნდა გავითვალისწინოთ თუ არა...
3. რა მსგავსი ინფორმაციაა ამ ტექსტსა და ვიდეო რგოლში და რა არის განსხვავებული?
4. რომელი ინფორმაცია უფრო სანდოა? სახელმძღვანელოსი თუ ვიდეო-რგოლის?
(ვენის დიაგრამა)




 


აქტივობა  #6 იცით თუ არა რომ?  3  წუთი
მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს წინასწარ ამობეჭდილ ფურცლებს, სადაც წერია კალორია, ძილი, ფიზიკური დატვირთვა, დასვენება...
მოსწავლეებმა უნდა დაწერონ სავარაუდოდ დღე-ღამის განმავლობაში რამდენი კალორია უნდა მიიღოს ადამიანმა, რამდენი საათი უნდა ეძინოს, რამდენი საათი უნდა იმუშაოს და რამდენი საათის განმავლობაში დაკავდეს ფიზიკური აქტივობით.


·         კალორია
·         ძილი
·         ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში
·         მუშაობა

პრეზენტაციის ბოლოს მასწავლებელი გამოიტანს სლაიდზე სწორ ვარიანტს და გაირკვევა, რომელი ჯგუფი იყო სწორ ვარიანტთან ყველაზე ახლოს.

აქტივობა  #7 ბუკლეტის შექმნა  მიზანი :   შესწავლილის  განმტკიცება  5 წუთი
მოსწავლეები ინტერნეტის დახმარებით წინასწარ მომზადებულ ფოტო-სურათებს (სტიკერებს) ჩააკრავენ ბუკლეტებში და მოუწოდებენ კლასელებს, თანატოლებს, სკოლელებს უარი თქვან მავნე ჩვევებზე.
ბოლოს კი სააგიტაციო ბუკლეტს გაუკეთებენ პრეზენტაციას.
           კითხვები ინტერაქციისთვის:
რატომ უნდა ვთქვათ უარი მავნე ჩვევებზე?
როგორ ვთქვათ უარი მავნე ჩვევებზე?
რა უნდა გავითვალისწინოთ?


დევიზი ჯანსაღი მომავალისთვის


III ფაზა შესრულებული  სამუშაოს  წარდგენა-შეჯამება



აქტივობა  #8 დავალების  მიცემა.     3 წუთი
მასწავლებელი  აძლევს  შინ  სამუშაო დავალებას  და აძლევს    ინსტრუქციას.              


                          
მოსწავლეები  მასწავლებელთან  ერთად  აჯამებენ  გაკვეთილს.   სვამს შეკითხვებს და ასაუბრებს მოსწავლეებს იმის შესახებ, თუ რა გაიგეს ახალი? როგორ იმუშავეს, რა გაუჭირდათ, რამ გაახალისათ? ჩართული იყო თუ არა  ყველა?   რა იყო   საინტერესო?  რატომ? 
აუცილებლად  უხდის  თითოეულ  მათგანს  მადლობას  და  ემშვიდობება.     


შეფასების კრიტერიუმები
 
კომპონენტები:
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
მსჯელობა ტექსტის შესახებ.
თანამშრომლობა.
 
გამოყენებული ვიდეო-რგოლო: https://www.youtube.com/watch?v=lK99o1O0Las