აირჩიეთ ენა

23.06.2019

არგუმენტირებული ესე #9


ნეპოტიზმი გულისხმობს ნათესავებისა და მეგობრებისთვის პრივილეგიების მინიჭებას დამსახურების გარეშე.
ნეპოტიზმი ხელს უწყობს არაპროფესიონალიზმისა და საქმის მიმართ უპასუხისმგებლობის არსებობას საზოგადოებაში.

            მე ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, მართლაც ნეპოტიზმი ხელს უწყობს არაპროფესიონალიზმისა და საქმის მიმართ უპასუხისმგებლობის არსებობას საზოგადოებაში.
            სამწუხაროდ, ნეპოტიზმით დასაქმებული ბევრი არაპროფესიონალი ადამიანი მუშაობს საჯარო თუ კერძო სამსახურში. სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანა, სადაც ნეპოტიზმის მაღალი მაჩვენებელია, მისი წარმატების დონე საშუალოზე დაბალია. უამრავი ადამიანია ჩემ გარშემო, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება, თუმცა არ ჰყავთ შეძლებული ნათესავები, ნაცნობები, რომლებიც უშუამდგომლებენ სხვადასხვა კომპანიასთან, შესაბამისად ისინი რჩებიან სამსახურის მიღმა, ხოლო პირი, რომელსაც შესაძლოა არასრული ზოგადი განათლება ჰქონდეს პრესტიჟულ თანამდებობაზე დაინიშნოს.
            ნეპოტიზმი ბადებს არა მხოლოდ არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლობას, არამედ იმედგაცრუებასაც, მოტივაციის ვარდნას ახალგაზრდებში...
            დემოკრატიული ქვეყანა უნდა ებრძოდეს ნეპოტიზმს, ნებისმიერმა განათლებულმა ეროდირებულმა და შინაგანი კულტურის მქონე ადამიანმა იცის, რომ სუბიექტურობა წამგებიანია და ყოველთვის აჯობებს დაასაქმო შენ გვერდით უცხო, მაგრამ პროფესიონალი, საკუთარი საქმის მცოდნე. ამობენ: „უგუნური ახლობელი მტერზე უარესიაო“.
            ევროპულ ქვეყნებში ნებისმიერი საჯარო სამსახურის ვაკანსია ღია და გამჭვირვალეა, თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ დასაქმდება კონკურსის წესების თანახმად.
            დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ქვეყნის რეგრესის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ნეპოტიზმია, ყველა ნეპოტისტი კი პოტენციური დამნაშავეა, რომელიც არ ზრუნავს საკუთარი სამშობლოს წარმატებისთვის და ახლობლების გულების მოგებას ამჯობინებს ქვეყნის განვითარებას.

(მე-11 კლასი)

22.06.2019

არგუმენტირებული ესე #8


მსოფლიოში უამრავი მოზარდი იზრდება ქუჩაში, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფთ და ვერასდროს გახდებიან საზოგადოების ნამდვილი წევრები.

          უარვყოფ მოცემულ მოსაზრებას, რადგან ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ქუჩაში გაზრდილი ადამიანი საზოგადოებისთვის სასახელო და სიკეთის მომტანი პიროვნება დადგეს.
            სამწუხაროდ მსოფლიოში უამრავი მოზარდი ქუჩაში იზრდება, მათ არ აქვთ სახლ-კარი, უმეტესობა ობოლი ან და ოჯახისგან მიტოვებულია, შესაბამისად, მათ საკუთარი თავის რჩენა თავადვე უწევთ. ცხადია, არის ბავშვთა კატეგორია, რომელიც დანაშაულებრივი გზით (ქურდობით, ყაჩაღობით) შოულობს ლუკმა-პურს, თუმცა ბევრჯერ მინახავს ბაზრობებზე, მაგისტრალებზე თვითდასაქმებული ბავშვები, რომლებიც საკუთარი შრომით გამოიმუშავებენ ორ კაპიკს.
            ცნობილია, რომ არასრულწლოვანთა შრომა დაუშვებელია, ამას კანონი არეგულირებს, თუმცა როცა ქვეყანას ამდენი პრობლემა აქვს ძნელია ამის კონტროლი.
            ტელევიზიასა და ინტერნეტში ხშირად აშუქებენ ადამიანთა ისტორიებს, რომლებიც ქუჩაში გაიზარდნენ, წებოს სუნთქავდნენ, ქურდობდნენ კიდეც, მაგრამ გავიდა დრო და ზოგიერთი მათგანი საკუთარი, ზოგიერთი კი სხვისი დახმარებით ფეხზე წამოდგა და შედგა, როგორც ღირსეული პიროვნება, ახლა ისინი მუშაობენ, აქვთ ოჯახი, ჰყავთ შვილები და ზრდიან საკუთარი შეცდომების გათვალისწინებით.
            თითოეული განათლებული ადამიანი, ვისაც აქვს შინაგანი კულტურა არასდროს არ ჩაგრავს, სხვანაირი თვალით არ უყურებს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, პირიქით სახელმწიფომ და ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ მათი ოჯახებში დაბრუნებისთვის, რომ არ ეძინოთ გზებზე და არ დაადგნენ მრუდე გზას.
            დასკვნისას მახსენდება ფრაზა: „ცხონება - დაცემის შემდეგ წამოდგომაშია“, დიახ, საქართველოში ბევრი შემდგარი, ჩამოყალიბებული, წარმატებული ადამიანი ცხოვრობს, რომელებიც მეორედ დაიბადნენ, ისინი გაიზარდნენ ქუჩებში, გადაიტანეს შიში, შიმშილი, მაგრამ არ გატყდნენ და იქცნენ ღირსეულ პიროვნებებად!

(მე-11 კლასი)


არგუმენტირებული ესე #7


არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ჯარიმები, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

            ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი წესრიგისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ჯარიმა მეორეხარისხოვანია.
            ადამიანის ცნობიერების ფორმირებას ხელს უწყობს განათლება. ბავშვობიდანვე თითოეული პირი უნდა მიეჩვიოს წესრიგს, მან უნდა იცოდეს, რომ მზესუმზირის ქერქის მიმოფანტვა, ქაღალდის და გამოუსედეგარი ნივთის ძირს დაგდება არ შეიძლება. ამ ყოველივეზე უნდა იზრუნოს უპირველეს ყოვლისა მშობლებმა და შემდგომ მასწავლებლებმა.
            ჯარიმა ფსიქოლოგიურად უარყოფითი დასჯაა, სტატისტიკური მონაცემებით, ასევე ფსიქოლოგების დასკვნით ვიგებთ, რომ დაჯარიმებული ადამიანი ხშირ შემთხვევაში ისევ იდენს იმავე დანაშაულს. შესაბამისად ჯარიმა არ არის გამოსავალი. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ხშირად ჩაატაროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტრენინგები, საპროტესტო აქციები - თემაზე: „სამოქალაქო თვითშეგნება“, დაამზადოს საგანმანათლებლო ბანერები, ფლაერები, რითაც აამაღლებს ადამიანთა ცნობიერებას.
            პოზიტიური დამოკიდებულებით, მითითებით, ცოდნის გაზიარებით, მოქალაქეები დაინახავენ, რომ არ შეიძლება ღვედის გარეშე სიარული... თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვანთათვის, ქუჩებისა და გზების დაბინძურება და სხვ.
            დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ადამიანებს კომუნიკაციით, დიალოგით უნდა ჩამოვუყალიბოთ სამოქალაქო ცნობიერება და არა შიშითა და ჯარიმების დაწესებით.

(მე-11 კლასი)

არგუმენტირებული ესე #6


„ნუ გგონია, რომ რაიმე ცუდს ჩაიდენ და დაიმალები, რადგან სხვებს რომ დაემალო, შენ საკუთარ სინდისს ვერსად წაუხვალ“. სოკრატე

           მე ვეთანხმები სოკრატეს ამ გამონათქვამს, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რაც არ უნდა გაექცეს სხვას, საკუთარ თავს ვერსად გაექცევა.
            ამბობენ: „დაფარული საქმე ეშმაკისააო“, „არ არსებობს ბნელი რამ, რასაც სინათლე არ მოეფინება“ შესაბამისად თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება...
            თითოეულმა განათლებულმა, ეროდირებულმა და შინაგანი კულტურის მქონე ადამიანმა იცის, რომ აღიარება უკეთესი ქცევაა ადამიანის თვისებებს შორის. როცა ადამიანი გულწრფელად, გულახდილად ამბობს საკუთარ დანაშაულს, არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეს ეფინება ნათელი, არამედ დამნაშავის სინდისსაც.
            საზოგადოდ ცნობილია, რომ სიცრუეში ცხოვრება ურთულესია, პიროვნება მუდმივ სტრესში, ფსიქოლოგიური ტრამვის ქვეშ იმყოფება. დანაშაულის დამმალავი ადამიანი დახშულ საკანს ჰგავს, სადაც უჰაერობაა, ხოლო პირი, რომელიც მტკიცედ აღიარებს საკუთარ ქცევას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც გრძნობს სიმსუბუქეს, ყოველივე ამის შემდგომ ადვილია დანაშაულის გამოსწორება.
            დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი საკუთარ სინდისს ვერსად გაექცევა, საუკეთესო დამსჯელი ამ ქვეყნად ჩვენი საკუთარი თავია, ამიტომ ყოველთვის აჯობებს ვაღიაროთ დანაშაული, არ დავმალოთ, ამით შევძლებთ არა მხოლოდ ფიზიკურ არამედ სულიერ გადარჩენას.

(მე-11 კლასი)

14.06.2019

არგუმენტირებული ესე #5


რადიკალიზმი - ნიშნავს უკიდურეს უკომპრომისო გადახრას რომელიმე შეხედულებისამი...
არსებობს მოსაზრება, რომ რადიკალიზმის გამოვლენა საზოგადოებაში აუცილებელია ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის სწორად გადაჭრისათვის...

          მე არ ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას... ვფიქრობ, რომ რადიკალიზმის გამოვლენა არ არის საჭირო და აუცილებელი ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის სწორად გადაჭრისთვის.
            რადიკალიზმი თითქმის ყოველთვის ასოცირდება ტერორიზმთან, არეულობასთან, შეტაკებასთან, სისხლისღვრასთან, შესაბამისად რადიკალური ქმედებები არასდროს იქნება ჰუმანური იდეით გამიზნული.
            საზოგადოების ნაწილი, ქვეყნის მმართველი, პიროვნება, როცა აირჩევს რადიკალურ გზას, მან უნდა იცოდეს, რომ საკითხს პრობლემატურად გადაჭრის. რადიკალიზმის შემდგომ ორივე მხარე განიცდის ზიანს, ერთ-ერთი ცხადია, უფრო მეტად.
          დემოკრატიულმა სახელმწიფომ, განათლებულმა და შინაგანი კულტურის მქონე ადამიანმა თითოეული მნიშვნელოვანი საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროს. კომუნიკაცია, დიალოგი, მრგვალი მაგიდის მეთოდი ამის ყველაზე კარგი მაგალითია.
            თუ ქვეყანას სურს განვითარება, მმართველს, ლიდერს თუ აქვს ამბიცია შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო მას უნდა შეეძლოს სენსიტიურ საკითხებში კომპრომისზე წასვლაც.
            დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რადიკალიზმი ბადებს ბოროტებას, შუღლს, დაძაბულობას, ქაოსს... რადიკალიზმს არ მოჰყვება მშვიდობა, და ამგვარი არაჰუმანური გზით კატეგორიულად დაუშვებელია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, ვინაიდან რუსთაველიც ამბობს: „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენე ტკბილად მოუბარი“ - დიპლომატიური გზა, პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.

(მე-11 კლასი, არაქართული სექტორი)

არგუმენტირებული ესე #4


ხშირად  ქვეყნებს შორის კონფლიქტების მოგვარება ომის გარეშე შეუძლებელია მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიებზე დავას...


მე არ ვეთანხმები, მოცემულ მოსაზრებას, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ქვეყნებს შორის კონფლიქტის მოგვარება ომის გარეშეც შესაძლებელია.
საზოგადოდ ცნობილია, რომ ომს ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი ზიანი მოაქვს... იღუპება ხალხი, იღვრება სისხლი, ამას თან ემატება ქვეყნის ეკონომიკის მოშლა, სამსახურების დაკეტვა, ვალუტის ინფლაცია და სხვ. უამრავი პრობლემა.
მიმაჩნია, რომ ქვეყნებს შორის კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა დიალოგია... დიპლომატიური კომუნიკაციით ნებისმიერ დაპირისპირებულ ქვეყანას შეუძლია მივიდეს შეთანხმების გზამდე. პრაგმატული, მიზანდასახული ლიდერი ყოველთვის მოძებნის კონფლიქტის მოგვარების უკეთეს ხერხს. ქვეყნის მმართველებმა უნდა შეიმუშაონ ურთიერთობების დათბობის პუნქტები, წავიდნენ კომპრომისზე, დასხდნენ მრგვალი მაგიდის გარშემო და უარი თქვენ იარაღის აღებასა და სისხლისღვრაზე.
მსოფლიოს ისტორიას უამრავი ომი ახსოვს, მათ შორის საქართველოსაც, თუმცა 21-ე საუკუნეში, როცა მსოფლიო დემოკრატიული წყობის გზას ადგას იარაღზე ძლიერი დიპლომატიური ენა და მოხერხებაა. არსებობს ასეთი აფორიზმი: „სიტყვა - დანაზე კარგად ჭრის“. „ტკბილ სიტყვას შეუძლია გველი ხვრელიდან გამოიყვანოს“.
დასკვნის სახით, ვგობ ყველანაირ ომს და ვიტყვი, რომ თუ ქვეყანას ჰყავს სწორი პოლიტიკური მმართველი ის არ დაუშვებს საომარ სიტუაციას ქვეყანაში, მოძებნის გზას და მტერ ქვეყანასაც კი შესთავაზებს დიპლომატიურ დიალოგს.

(მე-11 კლასი, არაქართული სექტორი)

10.06.2019

ქ.მ.ე მე-8 კლასი


1. დაწერეთ ანა ფრანკის შესახებ, რა გახსოვთ? რა გახსენდებათ?
2. დაწერეთ რამდენიმე (მინიმუმ 2) მოსაზრება და თითოეულს დაუწერეთ არგუმენტი.
მაგალითად:  Например:
სიგარეტის მოწევა კლავს, ის ადამიანს დიდ ზიანს აყენებს. ßმოსაზრება
სტატისტიკურად ყველაზე მეტი (500 000) ადამიანი მსოფლიოში სიგარეტის მოწევის შედეგად იღუპება. ßარგუმენტი.
3. დაწერეთ 3 ერთპირიანი, 3 ორპირიანი, 3 სამპირიანი ზმნა.
4. დაწერეთ 5 გარდამავალი და 5 გარდაუვალი ზმნა.
5. დაწერეთ 1 აკრძალვის და კატეგორიული აკრძალვის 2 წინადადება.


მე-5 კლასის დავალება (ქ.მ.ე)

         წინადადებებში ჩასვით ზმნები. (2,5 ქულა)
მე ყავას ___________________ და შემდეგ ___________________.
შენ  ნიორს _________________________.
ისინი ხორცს ჭრიანშემდეგ _______________________.
თქვენ პურს _______________________.
ფორთოხალს ჯერ ____________________ და შემდეგ _______________.
დააკავშირე ერთმანეთთან. (2,5 ქულა)

ხორცი                                    დანაყვა
ვაშლი                                    გაწურვა
პური                                      დაფქვა
ნიორი                                    გათლა
კაკაო                                      გაფცქვნა
ბროწეული                           გატარება
ნიგოზი                                  დაჭრა
შეავსეთ ცხრილი. (5 ქულა)

დაფქვა
გათლა
დაჭრა
გარეცხვა
გატარება
გახეხვა
დანაყვა