აირჩიეთ ენა

25.12.2019

ესე (მე-12 კლასი, ქ.მ.ე) #14


არსებობს მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგის დამცირება და შეურაცხყოფა საკუთარი უძლურების მაჩვენებელია.

          მე ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგის დამცირება და შეურაცხყოფა საკუთარი უძლურების მაჩვენებელია. ადამიანი ღირსეულია მაშინ, როცა ვაჟკაცურად ხვდება გამარჯვებასაც და მაცხსაც.
          ადამიანმა ცხოვრების გზაზე მუდამ უნდა იბრძოლოს, იყოს კონკურენტუნარიანი, მიზანდასახული, თუმცა არასდროს არ უნდა დაამციროს მოწინააღმდეგე... როცა ადამიანს აქვს განათლება, არის შეგნებული და ეროდირებული, მას შეუძლია სიტყვით, მშვიდი საუბრით აუხსნას მოწინააღმდეგეს საკუთარი პოზიცია და არ მიაყენოს შეურაცხყოფა, ვინაიდან შეურაცხყოფა პირადაპირ მეტყველებს ადამიანის დაბალ კულტურასა და უძლურებაზე.
          სამწუხაროდ დღეს ადამიანები ერთმანეთის შეურაცხყოფასა და დამცირებაზე არიან გადასულნი. ყოველდღიურად ტელეეთერებში, დებატებსა თუ დისკუსიებში ერთმანეთს ამცირებენ და ბინძური სიტყვებით მოიხსენიებენ მოპაექრე მხარეები... საზოგადოდ ცნობილია, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს მყარი არგუმენტი, არის თვითდაჯერებული, იგი მშვიდად და აუღელვებლად გააჟღერებს და დაიცავს  საკუთარ მოსაზრებას, ხოლო პიროვნებას, რომელსაც არ აქვს მყარი მოსაზრება და მხოლოდ ცოდნის ილუზია გააჩნია ხშირ შემთხვევაში გადადის სხვის დამცირებაზე.
          ამბობენ: „როცა არ იცი ენას კბილი უნდა დააჭიროო“, მართლაც შეგნებულმა ადამიანმა მშვიდად უნდა მიიღოს / მოისმინოს განსხვავებული მოსაზრება, 21-ე საუკუნე მეტად კონკურენტული, მრავალფეროვანი, კრიტიკული აზროვნების საუკუნეა, შესაბამისად ოჯახის ახლობელ წევრებსაც კი შესაძლოა არ ჰქონდეთ რაიმე საკითხზე ერთნაირი მოსაზრება.
          დასკვნისას ვიტყვი, რომ პიროვნება, ვინც მოწინააღმდეგეს ამცირებს, მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ ეთანხმება, აქვს განსხვავებული შეხედულება და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ მის უძლურებასა და დაბალ ღირსებას გამოხატავს.


1 комментарий: