აირჩიეთ ენა

07.12.2019

ესე (არაქართული სექტორი) მე-12 კლასი #13


          ბავშვის აღზრდის პროცესში სიმკაცრე უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე ლოიალური და თბილი მიდგომა.


მე არ ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, ვფიქრობ, რომ ბავშვის აზღრდისას სიმკაცრის გამოჩენა უკეთესი შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან სიმკაცრე უმეტეს შემთხვევაში იწვევს შიშს, დაძაბულობას, შფოთს. უმჯობესია მშობელმა აღზრდის პროცესში გამოიყენოს დიალოგური პრინციპი, რომელიც პოზიტიური და თანამშრომლობითი ხასიათის იქნება...
          საზოგადოდ ცნობილია, რომ, როცა ბავშვს ეშინია მშობლის, ის ყოველთვის მალავს დანაშაულს, რათა თავი აარიდოს დასჯას, შესაბამისად მშობლის სიმკაცრე ბავშვს სიცრუისკენაც კი უბიძგებს,  პრობლემა კი პრობლემად რჩება, ხოლო როცა ბავშვს მშობლის ხათრი და მორიდება აქვს იგი ეჭვგარეშედ აღიარებს საკუთარ ქცევას და მშობლის დახმარებით ადვილად გადაჭრის სხვადასხვა პრობლემატურ სიტუაციას...
          ხშირია შემთხვევები, როცა მოზარდი გარბის სახლიდან... იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და „ცუდად“ ამთავრებს. სტატისტიკის მიხედვით ამას მშობლისა და შვილის ნეგატიური ურთიერთობა იწვევს.
          დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ მშობელმა ყოველთვის უნდა მოუსმინოს შვილს, იყოს მისი მეგობარი. ეს ყველაფერი კი სასიკეთოდ აისახება მოზარდის სწორ ზრდა-განვითარებაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий