აირჩიეთ ენა

25.12.2019

ესე (მე-12 კლასი, ქ.მ.ე) #14


არსებობს მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგის დამცირება და შეურაცხყოფა საკუთარი უძლურების მაჩვენებელია.

          მე ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგის დამცირება და შეურაცხყოფა საკუთარი უძლურების მაჩვენებელია. ადამიანი ღირსეულია მაშინ, როცა ვაჟკაცურად ხვდება გამარჯვებასაც და მაცხსაც.
          ადამიანმა ცხოვრების გზაზე მუდამ უნდა იბრძოლოს, იყოს კონკურენტუნარიანი, მიზანდასახული, თუმცა არასდროს არ უნდა დაამციროს მოწინააღმდეგე... როცა ადამიანს აქვს განათლება, არის შეგნებული და ეროდირებული, მას შეუძლია სიტყვით, მშვიდი საუბრით აუხსნას მოწინააღმდეგეს საკუთარი პოზიცია და არ მიაყენოს შეურაცხყოფა, ვინაიდან შეურაცხყოფა პირადაპირ მეტყველებს ადამიანის დაბალ კულტურასა და უძლურებაზე.
          სამწუხაროდ დღეს ადამიანები ერთმანეთის შეურაცხყოფასა და დამცირებაზე არიან გადასულნი. ყოველდღიურად ტელეეთერებში, დებატებსა თუ დისკუსიებში ერთმანეთს ამცირებენ და ბინძური სიტყვებით მოიხსენიებენ მოპაექრე მხარეები... საზოგადოდ ცნობილია, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს მყარი არგუმენტი, არის თვითდაჯერებული, იგი მშვიდად და აუღელვებლად გააჟღერებს და დაიცავს  საკუთარ მოსაზრებას, ხოლო პიროვნებას, რომელსაც არ აქვს მყარი მოსაზრება და მხოლოდ ცოდნის ილუზია გააჩნია ხშირ შემთხვევაში გადადის სხვის დამცირებაზე.
          ამბობენ: „როცა არ იცი ენას კბილი უნდა დააჭიროო“, მართლაც შეგნებულმა ადამიანმა მშვიდად უნდა მიიღოს / მოისმინოს განსხვავებული მოსაზრება, 21-ე საუკუნე მეტად კონკურენტული, მრავალფეროვანი, კრიტიკული აზროვნების საუკუნეა, შესაბამისად ოჯახის ახლობელ წევრებსაც კი შესაძლოა არ ჰქონდეთ რაიმე საკითხზე ერთნაირი მოსაზრება.
          დასკვნისას ვიტყვი, რომ პიროვნება, ვინც მოწინააღმდეგეს ამცირებს, მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ ეთანხმება, აქვს განსხვავებული შეხედულება და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ მის უძლურებასა და დაბალ ღირსებას გამოხატავს.


ახალგაზრდული სამიტი

21-22 ოქტომბერს სსიპ ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული და არაქართული სექტორების მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტის საქმიანობაში. ახალგაზრდული სამიტის მასპინძელი იყო ანი-Zet - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი.
მონაწილეები იყვნენ დაყოფილი დელეგატევად, წარმოადგინეს წინადადებები და მიიღეს ხმათა უმრავლესობით რეზოლუციები.
ჩვენი სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები დავით კამკამიძე და ელმირა მამედოვა.







07.12.2019

სოციალური პროექტის შაბლონი

პროექტის თემა:
(სახელწოდება)

პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებელი:

პროექტში ჩართული მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი / კლასი:

პროექტის განხორციელების ვადები:

პროექტის
თემის აქტუალობა:

პროექტის მიზანი:

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:


პროექტის განხორციელებისთვის გაწერილი აქტივობები:

პროექტში მონაწილეთა გამოცდილების გათვალისწინება:

უსაფრთხოება და რისკები:



































































პროექტის შეფასება და მონიტორინგი
შეფასების
კრიტერიუმი:
კარგი
საშუალო
სუსტი
მიზნის მიღწევა



თანამშრომლობა და გუნდურობა




მოსწავლეთა კითხვარი
შეკითხვა
ძალიან
მეტ-ნაკლებად
არა

















თემის (მოსწავლეების) გამოკითხვა
შეკითხვა
ხშირად
იშვიათად
არასდროს


















მშობლების გამოკითხვა
შეკითხვა
ხშირად
იშვიათად
არასდროს













პროექტის განხორციელების ვადები:
თარიღი
აქტივობა
მონაწილე პირი/პირები


















-

ესე (არაქართული სექტორი) მე-12 კლასი #13


          ბავშვის აღზრდის პროცესში სიმკაცრე უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე ლოიალური და თბილი მიდგომა.


მე არ ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, ვფიქრობ, რომ ბავშვის აზღრდისას სიმკაცრის გამოჩენა უკეთესი შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან სიმკაცრე უმეტეს შემთხვევაში იწვევს შიშს, დაძაბულობას, შფოთს. უმჯობესია მშობელმა აღზრდის პროცესში გამოიყენოს დიალოგური პრინციპი, რომელიც პოზიტიური და თანამშრომლობითი ხასიათის იქნება...
          საზოგადოდ ცნობილია, რომ, როცა ბავშვს ეშინია მშობლის, ის ყოველთვის მალავს დანაშაულს, რათა თავი აარიდოს დასჯას, შესაბამისად მშობლის სიმკაცრე ბავშვს სიცრუისკენაც კი უბიძგებს,  პრობლემა კი პრობლემად რჩება, ხოლო როცა ბავშვს მშობლის ხათრი და მორიდება აქვს იგი ეჭვგარეშედ აღიარებს საკუთარ ქცევას და მშობლის დახმარებით ადვილად გადაჭრის სხვადასხვა პრობლემატურ სიტუაციას...
          ხშირია შემთხვევები, როცა მოზარდი გარბის სახლიდან... იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და „ცუდად“ ამთავრებს. სტატისტიკის მიხედვით ამას მშობლისა და შვილის ნეგატიური ურთიერთობა იწვევს.
          დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ მშობელმა ყოველთვის უნდა მოუსმინოს შვილს, იყოს მისი მეგობარი. ეს ყველაფერი კი სასიკეთოდ აისახება მოზარდის სწორ ზრდა-განვითარებაზე.