აირჩიეთ ენა

22.11.2019

ესსე (მე-12 კლასი) არაქართ.სექტორი #12


თანამედროვე სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის ჯანსაღი ურთიერთობა განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წინსვლასა და პიროვნულ განვითარებას.

ვფიქრობ, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა - მეგობრობაზე აგებული, თუმცა ზედმეტი ლოიალურობა არაა ეფექტური, პედაგოგსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის დროს ზღვარი აუცილებელია, რომელიც მოსწავლემ ყოველთვის უნდა დაიცვას.
            მასწავლებელი ყოველთვის უნდა ინტერესდებოდეს მოსწავლის პრობლემით, კარგად უნდა იცნობდეს მის ხასიათს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს, მოსწავლეს უნდა დაანახვოს სითბო, იმედი, ეს ყველაფერი დაეხმარება მოსწავლეს, რომ იყოს გულღია და არ დაუმალოს მასწავლებელს, რაც აწუხებს და სწავლაში უშლის ხელს.
            სკოლაში პოზიტიური ატმოსფერო დიდ როლს ასრულებს მოსწავლის ჩართულობაზე, მოტივაციასა და სწავლის სურვილზე.
მასწავლებელს  თუ მუდამ მკაცრი, გოროზი და ნეგატიური გამომეტყველება ექნება, მოსწავლეები დაიზაფრებიან და შესაბამისად საგნისა და პედაგოგის მიმართ არც თუ ისე განეწყობიან.
ზომიერება ყველაფერში საუკეთესოა... ოქროს შუალედი ყოველთვის მომგებიანია. პედაგოგმა უნდა გამოიჩინოს ზომიერი სიმკაცრე, თუმცა, როცა საჭიროება მოითხოვს გაიცინოს, გაიღიმოს და შექმნას მოსწავლეებისთვის პოზიტიური და ხალასი ატმოსფერო.
დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სწავლაში დიდ როლს ასრულებს კეთილგანწყობილი და პოზიტიური დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და თუ ეს თანამშრომლობა აგებულია პოზიტიურ და ჯანსაღ ურთიერთობაზე შედეგი აუცილებლად იქნება უკეთესი.

Комментариев нет:

Отправить комментарий