აირჩიეთ ენა

27.10.2019

სამუშაო შეხვედრების ორგანიზება


სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
ორგანიზატორი:                 დავით კამკამიძე
1-ლი შეხვედრა:                  1/10/2019
მე-2 შეხვედრა:                    3/10/2019
მე-3 შეხვედრა:                    7/10/2019
თემა:
შემაჯამებელი დავალებების ეფექტურად მომზადება, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში.
მიზანი:
როგორ შევადგინოთ ტესტური-შემაჯამებელი დავალებები, ისე, რომ მიღებული შედეგი ზუსტად ზომავდეს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, იყოს ვალიდური და ამასთანავე გამჭვირვალე, ამასთანავე დაგვეხმაროს თვითრეფლექსიის შექმნაში.
მიზნის აქტუალობა:
თითოეული კათედრის წარმომადგენელი ხშირად შემაჯამებელი სამუშაოების დროს იყენებს ტესტურ მეთოდს. არის შემთხვევები, როცა მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე ტესტურ დავალებებში დაბალ შეფასებას იღებს, როცა ზეპირი, საკლასო მუშაობის დროს მსგავს სიტუაციურ ამოცანებს ზედმიწევნით ხსნის, შესაბამისად საინტერესოა (სამსჯელოა) რა უნდა გავითვალისწინოთ პედაგოგემა, რათა სწორად ორგანიზებული ტესტური დავალებები შევქმნათ, არ გამოიწვიოს მოსწავლეთა დაბნეულობა, მოტივაციის ვარდნა და სხვ. ამასთანავე სწორად გაანალიზებული ტესტური დავალებები, საშუალებას მოგვცემს დავწეროთ გამჭირვალე/ზუსტი თვითრეფლექსია.


1-ლ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.
·         რა გავითვალისწინოთ ტესტური დავალებების შექმნისა და ჩატარების დროს?
თითოეულმა პედაგოგმა ტესტური დავალებების შექმნისა და ჩატარების დროს უნდა გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგიები, კერძოდ, კლასში შემაჯამებელი დავალების შეტანის დროს გაითვალისწინოს კლასის ემოციური ფონი. ასევე ეცადოს ტესტირება არ დაგეგმოს ორშაბათსა და პარასკევს.
პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პუნქტები:
A.   ტესტის შეკითხვა უნდა იყოს ლაკონური, მოსწავლეთათვის გასაგები და ცხადი.
B.    ტესტი უნდა შედგებოდეს მხოლოდ განვილი მასალით.
C.    ტესტი უნდა იწყებოდეს შედარებით მარტივი შეკითხვებით.
D.   ტესტში დაცული უნდა იყოს ორგანიზება დახურული და ღია შეკითხვების.
E.    მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ტესტური დავალების შეფასების კრიტერიუმები.


მე-2 შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.
·         რა ინტენსივობით უნდა ჩავატაროთ ტესტური დავალებები და რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ის?
პედაგოგი მუდმივად უნდა ამოწმებდეს თითოეული მოსწავლის ცოდნას, მოსწავლეთა ცოდნის გაზომვაში, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების სწორად შეფასებაში ტესტური დავალებების მეთოდი ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ყოველი თემისა თუ პარაგრაფის დასრულებისას პედაგოგმა უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს ტესტური დავალება, რათა განსაზღვროს მიაღწია თუ არა შედეგს, ტესტური დავალებების ანალიზი პედაგოგს თვითრეფლექსიის სწორად გაწერაშიც დაეხმარება. (მიღებული მონაცემებით მასწავლებელი განსაზღვრავს სამომავლო აქტივობებს და სხვ.)

მე-3 შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.
·         ტესტების შექმნა - გაზიარება
პედაგოგები სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამებენ ტესტირების მეთოდს, მის ეფექტურად გაწერას / შედგენას და დასასრულს წარადგენენ მათ მიერ შექმნილ ტესტებს, რომელთაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ სამუშაო კოლეგიალურ შეხვედრაზე, - იცავს თუ არა მასწავლებლის მიერ შედგენილი ტექსტი შემდეგ პუნქტებს:
·         გამჭვირვალობა
·         ვალიდობა
·         ობიექტურობა
·         სანდოობა

ü  შეხვედრებზე დამსწრე მასწავლებლების სია - ხელმოწერები, ატვირთულია თანდართულ ფაილში.

Комментариев нет:

Отправить комментарий