აირჩიეთ ენა

24.09.2019

სამუშაო შეხვედრების ორგანიზება


სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

ორგანიზატორი:                 დავით კამკამიძე
1-ლი შეხვედრა:                  23/09/2019
მე-2 შეხვედრა:                    25/09/2019
მე-3 შეხვედრა:                    27/09/2019

სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლები:
1.      ლამია ქერიმოვა - მათემატიკის მასწავლებელი
2.      ზურაბ ტოტოჩავა - მათემატიკა, ქიმია, ფიზიკის მასწავლებელი
3.      გულნაზი ემინოვა - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
4.      ვუსალა ჯარჩიევა - ფიზიკის მასწავლებელი
5.      აფაგ ქერიმოვა - ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
6.      ლიამან აშიროვა - ისტორიის მასწავლებელი
7.      ტარანა აშიროვა - დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
8.      სევილ პირიევა - რუსული ენის მასწავლებელი
შეხვედრების თემა:
მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთლო პროცესში, მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლება.
მიზანი:
როგორ ავუმაღლოთ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მოტივაცია ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში, როგორ გავხადოთ გაკვეთილი საინტერესო, რათა თითოეული მოსწავლე აქტიური იყოს.
მიზნის აქტუალობა:
ვინაიდან სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში არ არის ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორიები მოსწავლეებისთვის ხშირად მონოტონურია თეორიული სწავლება, ფორმულათა დაზეპირება -  მათ სურთ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ, ვინაიდან ცდებით, საგნებზე დაკვირვებითა და ანალიზით მათ უღვივდებათ მოტივაცია და საგნისადმი ინტერესი. 
თუმცა, ამის მიუხედავად თითოეული პედაგოგი მზად უნდა იყოს მოიფიქროს  (გაწეროს) ისეთი აქტივობები, რითაც მოსწავლეებს (ელემენტარული რესურსის გამოყენებით) დააინტერესებს საბუნებისმეტყველო საგნებით. რათა არ გამოიწვიოს მათში ინდეფერენტულობა და საგნისადმი გაუცხოება.
ასევე ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლება რათა თავიდან აიცილონ მოსწავლეთა პასიურობა, ინდეფერენტულობა, საჭიროა გამოიყენონ ილუსტრაციები, მეთდები, ასევე სხვადასხვა ტექსტების შესასწავლად ეფექტური სტრატეგიები.

1-ლ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.
როგორ ჩავრთოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლე, განურჩევლად აკადემიური მიღწევისა?
Ø  მოსწავლეთა აქტიურობისთვის მასწავლებელმა უნდა შეიტანოს თითოეულ გაკვეთილზე რაიმე თვალსაჩინოება, ნაკეთობა, რესურსი - თემასთან შესაბამისობასთან მყოფი. (მაგ: მიზიდულობის კანონის ახსნის დროს, შესაძლებელია პედაგოგმა მარტივად შექმნას საკუთარი ხელით რესურსი და დაავალოს მოსწავლეებმაც შეძლებისდაგვარად მოიფიქრონ ამგვარი რესურსი) ამასთანავე ჰუმანიტარული საგნების პედაგოგმა ახალი ტერმინებისა და ცნებების განსამტკიცებლად შესაძლოა გამოჭრას კარტონები, გამოტოვებული „ტერმინების“ წინადადებები, რომელიც არა მხოლოდ სახალისოს, არამედ ინტელექტუალურად ჩართულსაც გახდის გაკვეთილს.

მე-2 შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.
როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია?
Ø  პედაგოგმა ხშირად გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, ვინაიდან თითოეულ თეორიულ მასალაზე უამრავი ცდა ინტერნეტში ვიდეო-სახითაა. შესაბამისად ვიდეო-მასალა მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს უფრო განუმტკიცებს და მათ ინტერესს კვლავ გაზრდის. შესაძლებელია მოსწავლემ სახლში დამოუკიდებლად მოიძიოს სხვა მსგავსი აუდიო-ვიდეო-რგოლი, რაც დამოუკიდებელი მუშაობის უნარს გამოუმუშავებს. ამასთანავე პედაგოგმა გამოიყენოს სენდვიჩის მეთოდი, ხაზი გაუსვას მოსწავლის ძლიერ მხარეებს, აჩვენოს კორექტულად, არგუმენტირებულად ხარვეზები, შეცდომები, ამის შემდეგ კი შექმნას დადებითი მოლოდინი, მისცეს რეკომენდაციები, ისე, რომ მოსწავლემ არ დაკარგოს მოტივაცია. განმავითარებელი კომენტარი სწორად უნდა იყოს ფურმულირებული <- სენდვიჩის მეთდის გათვალისწინებით.

მე-3 შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.



მოსწავლეთა ადეკვატური თვითშეფასების განმტკიცება საგაკვეთილო პროცესში
Ø  პედაგოგს უნდა შეეძლოს საგაკვეთილო პროცესში დაძლიოს სოციალური ინტეგრაციის პრობლემა, კლასში ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლე ვერ ძლევს შიშს, ვერ/არ პასუხობს მასწავლებელს, რათა მარცხის ეშინია, მათ დაბალი აქვს თვითშეფასება და არა არიან თვითდაჯერებულნი. მასწავლებელმა ამ ყოველივეს გამოსასწორებლად უნდა დაგეგმოს სხვადასხვა აქიტვობები, კერძოდ მოსწავლეს მისცეს ლიდერის როლი, ასევე ხაზი გაუსვას მის თითოეულ წარმატებას, შეაქოს. განმავითარებელი კომენტარები მოსწავლეს დაეხმარება პიროვნულ განვითარებაში.




.

Комментариев нет:

Отправить комментарий