აირჩიეთ ენა

02.04.2019

სასწავლო რესურსი (რიცხვში მონაცვლე ზმნები)


რიცხვში მონაცვლე ზმნები
ავშვი მაგიდასთან ზის.
ბავშვები მაგიდასთან სხედან.
ლომი ხარს მივარდა.
ლომები ხარს მისცვივდნენ.
ქათამი მოკვდა.
ქათმები დაიხოცა.
ყურძენის ტალავერს ერთადერთი მტევანი აბია.
ყურძნის ტალავერს წელს კარგად ასხია.
ბოცა ხელიდან გაუსხლტა და გატყდა.
ჭურჭელი დაიმსხვრა.
ურნაში გატეხილი სათამაშო გდია.
ფანჯრის რაფაზე ნამცეცები ყრია.
კალათბურთელმა კალათში ბურთი ჩააგდო.
კალათბურთელმა კალათში ბურთები ჩაყარა.
მაგიდაზე ლარნაკი დევს.
მაგიდაზე წიგნები და რვეულები აწყვია.
ბარტყი ბუდიდან ჩამოვარდა.
ყვავის ბახალები ბუდიდან ჩამოცვივდნენ.
მეგობარი ჩემს მანქანაში ჩავსვი.
ბავშვები ატრაქციონზე დავსხი.
ექსკურსიაზე მოსწავლეები წავასხი.
ექსკურსიაზე მეგობარი წავიყვანე.
ფარასმოჩვეული მგელი როგორც იქნა გავაგდე.
ცხვრები საძოვარზე გავრეკე.
დავით კამკამიძის რესურსი
„რიცხვში მონაცვლე ზმნები“

რესურსი წარმოადგენს ე.წ. A1 ფორმატის ბანერს, რომელიც დამზადებულია ჩემ მიერ და წარმოადგენს რიცხვში მონაცვლე ზმნების დამახსოვრებისა და გამოყენების თვალსაჩინოებას.

შესაბამისობა ესგ-სთან:
ქ.მ. X.19 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალების გამოყენების უნარი.
v  სწორად განსაზღვრავს სიტყვათა შორის სინტაქსურ მიმართებებს. (მაგ. ზმნასა და სახელს შორის შეთანხმება პირსა და რიცხვში; რიცხვითი, ზედსართავი სახელისა და არსებითი სახელის შეთანხმება ბრუნვასა და რიცხვში და სხვა).
შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან და უსაფრთხოება
ბანერი წარმოადგენს თვალსაჩინოებას, იგი განკუთვნილია საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. დავამზადე მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის. ბანერს აქვს საკიდი, მასზე დატანილი წინადადებები დაწერილია ისეთი ზომის შრიფტით, რომ ბოლო მერხზე მსხდომი მოსწავლეებიც ადვილად დაინახავენ რიცხვში მონაცვლე ზმნებს და თავადაც შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში. კონკრეტულ ზმნაზე შექმნან წინადადებები. ბანერი იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და დაინტერესებას.
ბანერის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. მასალა: ლურჯი ფორმატი, თეთრი 80გრ. ქაღალდი და ყვითელი მუყაოს ნაჭრები.
ფორმატი A1.

ინტერაქტიულობა და გამოყენებადობა
რესურსი: „რიცხვში მონაცვლე ზმნები“ მიმზიდველია მოსწავლეებისათვის, მისი გამოყენების დროს მოსწავლეთა გააქტიურება ხალისითა და ენთუზიაზმით ხდება. რესურსში გაერთიანებულია ვიზუალური, მექანიკური და ლექსიკური ერთეულები. მისი ინსტრუქცია ძალიან მარტივია... შესაძლებელია ბანერზე დატანილი წინადადებების ხმამაღლა კითხვა და ცალკე გამოყოფილი რიცხვში მონაცვლე ზმნისგან წინადადებების შედგენა, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობის მეთოდით.  (ბანერი პედაგოგს ეხმარება თითოეული მოსწავლის დაინტერესებაში, რიცხვში მონაცვლე ზმნებს მოსწავლეები ითავისებენ, იმახსოვრებენ და შემდგომში გაბმული მეტყველებისა თუ წერითი დავალებების შესრულების დროს აღარ უშვებენ შეცდომებს).

ნოვატორობა, ორიგინალურობა და უნივერსალურობა
ბანერი თავად დავამზადე, წინადადებებიც თავად მოვიფიქრე, რიცხვში მონაცვლე ზმნები განსხვავებული (ყვითელი) ფერის მუყაოზე დავბეჭდე, რომელიც გამჭვირვალე ფაილში დევს, შესაძლებელია პედაგოგმა / მოსწავლემ ამოიღოს და ჩადოს. მისი გამოყენება მარტივია, იგი მსუბუქია, აქვს ხის ჩარჩო, შესაძლებელია ქართული ენის კათედრის თითოეულმა წარმომადგენელმა გამოიყენოს და ასწავლოს მოსწავლეებს რესურსის გამოყენებით (ადვილად) რიცხვში მონაცვლე ზმნები. საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს თავადაც შეუძლიათ დაამზადონ მცირე ფორმატის ბანერი, ამავე აქტივობით, რითაც არა მარტო დაიმახსოვრებენ რიცხვში მონაცვლე ზმნებს, არამედ გაიმდიდრებენ ლექსიკას. ბანერი ასევე ხელს უწყობს მოსწავლეთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

რესურსის გამოყენების აღწერა

რესურსი „რიცხვში მონაცვლე ზმნები“ წარმოადგენს A1 ფორმატის ბანერს, რომელსაც აქვს ჩარჩო და საკიდი. მასზე დატანილია სხვადასხვა ემოციის, შინაარსის წინადადება. წინადადებებს დაკლებული აქვთ რიცხვში მონაცვლე ზმნები.  თითოეული წინადადების ბოლოს გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკია, რომელშიც მოსწავლემ უნდა შეაცუროს სწორად შერჩეული ზმნა.
მასწავლებელი ყველა მოსწავლის თვალსაჩინოდ საკლასო ოთახში ჩამოკიდებს სპეციალური საკიდით ბანერს, საუბარს დაიწყებს რიცხვში მონაცვლე ზმნებზე. გაახსენებს, რომ ქართულ ენაში გვაქვს სინონიმური მნიშვნელობის მქონე ზმნები, რომელთაგან ერთი მხოლობით რიცხვში იხმარება, მეორე კი - მრავლობითში. ასეთ ზმნებს რიცხვში მონაცვლე ზმნები ჰქვია... მოსწავლეები ამასთანავე გაიხსენებენ ზმნისა და არსებითი სახელის / რიცხვითი სახელისა და ზმნის შეთანხმებას...
v  შემდეგ პედაგოგი კითხულობს პირველ წინადადებაზე დატანილ წინადადებას, რომელსაც დაკლებული აქვს ზმნა. დავუშვათ „ზის“ - შემდეგ იმეორებს ხმამაღლა: ბავშვი „ზის“ ხოლო ბავშვები “ --------- „?! ამგვარად მოსწავლე ადვილად დაიხსომებს რიცხვში მონაცვლე ზმნას. (მოკვდა - დაიხოცა, გდია - ყრია) მოსწავლეები ხვდებიან აღნიშნული რესურსის ინსტრუქციას და მათში უფრო მეტად იღვიძებს ინტერესი, რათა გადავიდნენ მეორე წინადადებიდან მესამეზე და ა.შ. ბანერზე დატანილია 24 წინადადება, ყველა რიცხვში მონაცვლე ზმნის სწორად არჩევისას ყველა პოლიეთილენის პარკი შევსებული იქნება.
v  პედაგოგს შეუძლია განხილული (გააზრებული) ზმნის გამოყენებით მოსწავლეს, მოსწავლეთა ჯგუფს მოსთხოვოს სხვა შინაარსის წინადადების შედგენა. ეს ყოველივე მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და დახვეწაში დაეხმარება.  
v  ბანერის დამუშავების შემდეგ შესაძლებელია მოსწავლეებმა თავადაც დაამზანოდ მსგავსი ტიპის რესურსები... მოიფიქრონ ახალი წინადადებები და ერთმანეთს გაუზიარონ. (წყვილებში, ჯგუფებში და სხვა).

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი რესურსების გამოყენება სწავლის პროცესს ხდის საინტერესოს, სახალისოს, ინტერაქტიულს, - ეს ყოველივე კი განაპირობებს მოსწავლეთა ჩართულობას და რაც მთავარია აკადემიური შედეგების ეფექტურად მიღწევის გზასა და გაუმჯობესებას.

დავით კამკამიძე,  2019 წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий