აირჩიეთ ენა

07.04.2019

ტესტი, ქართული, როგორც მეორე ენა. მე-8 კლასი


ტესტი ქართულ ენაში

თარიღი______________, სახელი გვარი_______________________
1) რომელი არ არის სინონიმური წყვილი?
ა) გოლიათი - უზარმაზარი  ბ) წყვდიადი - უკუნითი გ) ალპინისტი - მთამსვლელი დ) კომეტა - თანამგზავრი
2) რომელი მეტყველების ნაწილია „ვერ“?
ა) შორისდებული ბ) ნაწილაკი გ) თანდებული დ) კავშირი
3) რომელი მეტყველების ნაწილია „გარდა“?
ა) ზმნიზედა ბ) შორისდებული გ) ზედსართავი სახელი დ) თანდებული
4) წაიკითხეთ წინადადება -
„ამერიკელმა რეჟისორებმა ამ თემაზე ორი მხატვრული ფილმის გადაღება აწარმოეს“.
4.1 რა ჰქვია წინადადებაში დაშვებულ სტილისტურ ხარვეზს?  4.2 გაასწორეთ წინადადება.
5) დაწერეთ 3 155 679, 416, 1 028 - სიტყვიერად.
6) წაიკითხეთ სიტყვათა წყვილები -
„თავხედი-ზრდილობიანი“ „უვიცი-სწავლული“ „ღია-მუქი“  „კეთილი-ბოროტი“
6.1  რა ჰქვია სიტყვათა ამგვარ წყვილებს? 6.2 დაწერეთ სიტყვათა ამგვარი 5 წყვილი.
7) დაამთავრეთ ლოგიკური შინაარსით:
7.1 „ჩემი ძმა უფრო კარგად სწავლობს მათემატიკას, მაგრამ...“
7.2 „თუ დღეს არის ხუთშაბათი, 21 დღის წინ აუცილებლად იქნებოდა...“
7.3 „ზაფხულში, ადამიანები ხშირად სვამენ წყალს, რადგან...“
8) დაწერეთ 3 მიზეზ-შედეგობრივი წინადადება.
9) გახსენით ფრჩხილი.
9.1 ტყეში მე და ჩემი ძმა სოკოებს ..... (ვკრეფ).
9.2 მთელი ღამე მამაჩემი ტელევიზორს ..... (ვუყურებ).
9.3 წლების შემდეგ მე აუცილებლად ..... (მივდივარ) იტალიაში.
9.4 შენ აუცილებლად უნდა ...... (ვჭამ) თაფლი და ნიგოზი.
9.5 ამ რესტორანში მზარეულები საუკეთესო საჭმელს ..... (ვამზადებ).
10) გაიხსენეთ, როგორი სტილის წერილი არსებობს?
·         მისწერეთ წერილი თქვენს მეგობარს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.
დაიცავით წერილის წერის წესები.
სიტყვათა მინიმალური რაოდენობა 50.

Комментариев нет:

Отправить комментарий