აირჩიეთ ენა

26.04.2019

კითხვის კლუბი (რიგითი შეხვედრა)

კლუბის მონაწილეებმა გაიხსენეს მეიგავე ეზოპე, მისი იგავ-არაკები.
წავიკითხეთ ეზოპეს იგავი "ვირი და ჯორი" კლუბის მონაწილეებს ძალიან მოეწონათ იგავი დედააზრი.
დავსვით შეკითხვები:
რა არის ტექსტი მთავარი იდეა?
არსებობენ თუ არა "ჯორის" მსგავსი ადამიანები?
როგორ გადავჭრათ პრობლემა.

შეხვედრა 1 საათი გაგრძელდა, რომელიც ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა.





ხელოვნების წრე (რიგითი შეხვედრა)

ხელოვნების წრე (VIII ბ კლასი)

ხელოვნების წრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაანალიზეს მათთვის საინტერესო მხატვრობის მიმდინარეობა, სტილი. აირჩიეს ერთი ფერმწერი და გააცნეს წრის მონაწილეებს მხატვრის შემოქმედება, ჟანრი, ეპოქა, გამორჩეული ტილოები და სხვ.









22.04.2019

ცეკვა დროშებით...


სსიპ ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა
პროექტი - ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, როგორც ევროპული ფასეულობების მეტაფორა.

პროექტი - "ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, როგორც ევროპული ფასეულობების მეტაფორა"


პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია

სახელი:                                   დავითი
გვარი:                                     კამკამიძე

შესავალი
2018-19 სასწავლო წელს ვასწავლი მე-11 და მე-8 კლასებს ქართულ, როგორც მეორე ენას. გადავწყვიტე დამეწერა პროექტი - „ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, როგორც ევროპული ფასეულობების მეტაფორა“, ამ პროექტის მიზანი გახლდათ არაქართულენოვან სექტორზე მყოფ მოსწავლეებს სცოდნოდათ ილია ჭავჭავაძის ღვაწლი საქართველოსთვის, მისი შემოქმედების დანიშნულება (რა იკითხება მის ნაწრმოებებში, საითკენ მიჰყავს მკითხველი, მის მიერ გაჟღერებული ევროპული ხედვები) -  ამასთანავე მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებში ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
აკადემიური მიზნები
პროექტის მიზანია სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გამოუმუშავოს, გაუღრმავოს ცოდნა ევროკავშირსა და ევროპული ფასეულობების შესახებ. რას ნიშნავს განსხვავებული აზრი და მისი პატივისცემა?! სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, კულტურისა და რელიგიის მიმღებლობა, ტოლერანტობა. მოსწავლეებმა ეს ყოველივე უკეთ რომ დაინახვონ გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ნაწარმოებს, „სარჩობელაზედ“, „მგზავრის წერილების“ ნაწყვეტს, პუბლიცისტიკურ წერილებს, ვინაიდან მოსწავლეები არ სწავლობენ ქართულ სექტორზე, მათთვის, რომ თითოეული დეტალი გასაგები იყოს (შესაძლებელია ტექსტის გარკვეული მონაკვეთი იყოს ადაპტირებული) გამოვიყენებ ყველა შესაძლო რესურსს იქნება ეს ლექსიკონი, აუდიო-ვიდეო მასალა, ილუსტრაცია თუ სხვ.  მოსწავლეები ილიას ნაწარმოებებში იპოვნიან ეპიზოდებს, კადრებს, რომლებიც ევროპული ღირებულების მატარებელია - თავისუფლება, ნოვატორობა, ახლებური ხედვა, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა, რატომაა წამგებიანი ბრბოს ფსიქოლოგია, თავის არიდება პრობლემისგან- ამ ყოველივეს შედეგად პროექტის მონაწილენი შეძლებენ ამოიცნონ დიდი ქართველი მოაზროვნის ევროპული, განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები და მიუსადაგონ ევროპულ ფასეულობებს.  ასევე პროექტის მასშტაბურობის მიზნით მოსწავლეები დაუახლოვდებიან სოფელ შაუმიანის სომხურენოვან სკოლას და გააცნობენ პროექტის ძირითად ასპექტებს.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები
პროექტს ეყოლება ერთი ძირითადი ხელმძღვანელი დავით კამკამიძე. თუმცა პროექტის მსვლელობის დროს მონაწილეებთან ითანამშრომლებენ და ჩაერთვებიან სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლები.  ჩაერთვება ქართული ენისა და ლიტერატურის,  სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიის, ისტორიის მასწავლებელი და 35 მოსწავლე. პროექტის შედეგად მოსწავლეები მიიღებენ (გაიღრმავებენ) ცოდნას ევროპული ფასეულობების შესახებ -  ეს ყველაფერი მოხდება ლიტერატურის დახმარებით... ვინაიდან მსურს, თითოეული მოსწავლისთვის ილიას შემოქმედება, როგორც მოქმედი, ძარღვიანი, მებრძოლი, სამართლიანი, თავისუფალი გახდეს ევროპული ღირებულებების მეტაფორა! მოსწავლეები გაიაზრებენ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას, მის შემოქმედებას, განვიხილავთ, თუ რას თვლიდა დიდი რეალისტი პოეტი პოეზიის დანიშნულებად, დავინახავთ თუ რას ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძის კალამი. ტექსტებიდან მიღებულ ინფორმაციას მოსწავლეები დაამუშავებენ, ასახავენ მოხსენებებში და ძირითად შეტყობინებებს - რა დაინახეს?! რა გზაზე გავიდნენ?! რა ამოიცნეს?! გადასცემენ საზოგადოებას: თანასკოლელებს, მეგობრებს და სხვ.
პროექტის მონაწილეები შექმნიან ბანერს მესიჯებით, რომელიც ილიას შემოქმედებიდან იქნება აღებული და ცალსახად ერქმევა მეტაფორა - ევროპული ფასეულობების! იქნება დატანილი ინფორმაცია საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. ამასთანავე დაიბეჭდება ბუკლეტები ქართულ-აზერბაიჯანულ-რუსულ ენაზე, რომელიც გავრცელდება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. (მარნეულის იუსტიციის სახლთან, გამგეობასთან, კულტურის ცენტრთან)  ბუკლეტი ცხადია, ევროპა და ევროპული შინაარსის შეტყობინებებით დაიტვირთება ლაკონური და გასაგები ენით. პროექტის დასასრულს მოსწავლეებს გამომუშავბული ექნებათ კვლევა-ძიების, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, გუნდურობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. ამასთანავე „ილიას შემოქმედება, როგორც ევროპული ფასეულობების მეტაფორა“ ათქმევინებს პროექტის მონაწილეს, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული ეთნოსის წარმომადგენელი არის ევროპელი! დიახ, ჩვენ ევროპელები ვართ!

პროექტის მნიშვნელობა
პროექტის მონაწილე მოსწავლეები სწავლობენ არაქართულენოვან სექტორზე, მათ უმრავლესობას შეუძლიათ გაბმული მეტყველება, საკუთარი აზრის გადმოცემა, მსჯელობა, ანალიზი, თუმცა ისინი არ იცნობენ ქართველ ავტორებს, ვინაიდან მათ სასწავლო პროგრამაში არაა ჩადებული ქართული ლიტერატურა. მათ გაგონილი აქვთ აკაკი წერეთილი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი - თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათ შემოქმედებას ერთი-ორი თუ იცნობს. პროექტი მოსწავლეებს დაეხმარებათ გაიცნონ ილია ჭავჭავაძე, როგორც ერის მამა! მისი შემოქმედება, როგორც გეზი გამარჯვების! ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მარნეულის რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსახლეობას აქვს მცდარი / არასწორი ინფორმაცია, შეხედულება ევროპული ფასეულობების შესახებ, რასაც განაპირობებს სახელმწიფო ენის არცოდნა, ასევე საინფორმაციო საშუალებად უცხოური (ძირითად შემთხვევაში პროპაგანდისტული) მედიის გამოყენება. მოსახლეობის უმრავლესობა ევროპას აღიქვამს, როგორც საფრთხეს! თვლიან, რომ ევროპულ სივრცესა და არეალში მათი ინტეგრაცია, მიმოსვლა საფრთხეს შეუქმნის მათ კულტურას, ენას, რელიგიას... ისინი შიშითა და პესიმისტური განწყობით უყურებენ ამ  სივრცეს, რათა მათი უმეტესობა ევროპას, როგორც მკრეხელობის, გარყვნილებისა და ზედმეტი თავისუფლების ლოკაციად აღიქვამს.
სკოლა, არის დაწესებულება, სადაც მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებად. ამ ყოველივეში მოსწავლემ უნდა შეძლოს არაფორმალური განათლების მიღების გზით საზოგადოებისთვის / გარშემომყოფთათვის სიკეთის მომტანი საქმიანობის დაგეგმვა, რაშიც პედაგოგმა უნდა მისცეს გეზი. აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს დაახლოვებს კითხვასთან, ლიტერატურასთან, გაიცნობენ ილია ჭავჭავაძეს, რომელიც დღეს 21-ე საუკუნეში მისი ფასდაუდებელი შემოქმედებით ასეთი აქტუალურია და რაც მთავარია სწორად შეაფასებენ მის ნააზრევს - რომელიც ატარებს ევროპულ ღირებულებებს.  ყოველი აქტივობის ზედმიწევნით შესრულების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ აუცილებელი უნარ-ჩვევები და მათი ჩართულობით მოხდება თემის ინფორმირება - რომ ევროპა უკეთესია!

პროექტის აღწერა და განხორციელება
განხილული, დამუშავებული თემები
Ø  ილია ჭავჭავაძე, როგორც ერის მამა;
Ø  ევროპა და ევროპული ფასეულობები;
Ø  ილია ჭავჭავაძე - ევროპული გზა;
Ø  საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა;
Ø  ევროპული ფასეულობები - კავკასიური კულტურა.
განხორციელებული ღონისძიებები
Ø  სასკოლო თემისა და მშობლების გამოკითხვა, მათი დაინტერესება;
Ø  სკოლის გაფორმება ევროპული ფასეულობების მესიჯებით;
Ø  მაისურების ბეჭდვა ილუსტრაციებით: „ევროპა - უკეთესი მომავალი“ „ილია - ევროპული გზა“
Ø  ფლეშ-მობი, ცეკვა; 
Ø  პროექტის მონაწილეთა პრეზენტაციების გამოფენა-წარდგენა სკოლის ეზოში;
Ø  კედლებისა და გზის მოხატვა;
Ø  შეხვედრა-სემინარი ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ქვემო-ქართლში;
Ø  მოსწავლეები პროექტის მასშტაბურობის მიზნით ხელმძღვანელთან და რამდენიმე პედაგოგთან ერთად გაემგზავრნენ სოფელ შაუმიანის სკოლაში და შეხვდნენ სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.
Ø  საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვა და თემში გავრცელება.
Ø  სახის მოხატვა თანასკოლელებისათვის ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით...
Ø  პროექტის შეჯამებითი კონფერენცია. (მომხსენებელი: ხელმძღვანელი პედაგოგი დ. კამკამიძე, ისტორიკოსი გ.ჭაუჭიძე, ა. ქერიმოვა. ლიტერატურათმცოდნე: ი. ამბროლაძე).

მე-8, მე-11 კლასის არაქართული სექტორის მოსწავლეები (ჯამში 35) აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში: „ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, როგორც ევროპული ფასეულობების მეტაფორა“, მოსწავლეებს, მათ მშობლებს განვუმარტე პროექტის მიზანი, მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები.
პროექტის მონაწილეებმა და მე, როგორც ხელმძღვანელმა ერთად გავწერეთ გეგმა, შეხვედრების განრიგი, ისე, რომ პროექტი შედეგიანი შემდგარიყო. მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, აქტიურად ასრულებდნენ თითოეულ დავალებას, აკეთებდნენ მოხსენებებს, მათ, რომ უკეთ გაეგოთ ილია ჭავჭავაძის შემოქმედების დანიშნულება - პარალელურად, ევროპული ფასეულობები, ღირებულებები ვიყენებდი სხვადასხვა რესურსს. მოსწავლეებმა წაიკითხეს მშობლიურ ენაზე ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები „სარჩობელაზედ“, შემდეგ ჩემ მიერ ადაპტირებული ტექსტი ქართულ ენაზე და განვიხილეთ... ტექსტში არსებული პრობლემები გამოვკვეთეთ და დავსვით შეკითხვები: როგორ მოიქცეოდი შენ?! როგორ მოიქცეოდა ევროპული მსოფლმხედველობის ადამიანი?! ვართ თუ არა ჩვენც ილიას „სარჩობელაზედ“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი და სხვ.
ჩემთვის, როგორც პროექტის ხელმძღვანელისთვის უმთავრესი იყო მოსწავლეებს გაეგოთ თემის დანიშნულება, რატომ უნდა ავირჩიოთ ევროპული გზა?! რატომ უნდა გადავცეთ ერთი-მეორეს შეტყობინება, რომ ევროპა ჯანსაღი ცხოვრების, უკეთესი განათლების, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების და ბედნიერი მომავლის გარანტია... რატომ არაა ილიას შემოქმედებაში მხოლოდ მალამო და ტკბილი სიტყვა და რატომ გვესობა ხანჯალივით მთავარი გმირების ქცევა - და თუ ჩაგვახედა ილიამ ამ სარკეში უნდა ავირჩიოთ  ტოლერანტობის, მიმღებლობის, სიტყვის თავისუფლების, მომავლაზე ფიქრის, დემოკრატიულობისა და აქტიური ცხოვრების გზა და არა დუნე, ბრბოსაყოლილი, სხვაზედამოკიდებული, მართული, რეგრესირებადი აზროვნება, რომელიც საჭემოშლილ გემს გავს, რომელსაც ტალღა აქეთ-იქით, უმისამართოდ არწევს.

ამასთანავე:
დეტალურად გავიაზრეთ ევროკავშირის ისტორია, ევროკავშირში მყოფი ქვეყნები, ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, ევროპელი ხალხის კულტურა და ევროპული  ფასეულობები.
პროექტის მონაწილეები თავად ქმნიდნენ ბანერებს ილუსტრაციებით, იძიებდნენ ინფორმაციას, აფორმებდნენ და ინახავდნენ დასკვნითი (საგამოფენო) ღონისძიებებისთვის. ბანერთა შინაარსი როგორც ევროკავშირსა და ევროპულ ფასეულობებს ასევე ილია ჭავჭავაძის როლსა და მის შემოქმედებას ეხებოდა. მარტის თვეში სკოლის ეზოში მოეწყო გამოფენა, რომელიც ასახავდა ჩვენი პროექტის მიმდინარეობას, ჩართულობას. ბანერები იყო ერთგვარი მესიჯი თითოეული თანასკოლელისთვის, რომ ევროპა უკეთესია! რომ ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნეში გვიბიძგებდა ევროპული ღირებულებებისკენ! რომ უნდა დავძლიოთ ცრუ სტერეოტიპები ევროპის შესახებ და გავყვეთ გეზსს, რომლისკენაც ილია მიგვითითებდა - თანასწორობა, პატივისცემა, მიმღებლობა...
მარტის თვეში პროექტის მონაწილეები ეწვივნენ სოფელ შაუმიანის სკოლას. მოგეხსენებათ სკოლა სომხურენოვანია და პროექტის ფარგლებში მოხდა აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მოსწავლეების დაახლოვებაც. პროექტის მონაწილეებმა მათ გააცნეს ილია ჭავჭავაძის როლი და დანიშნულება, მისი ევროპული ხედვები, ასევე ისაუბრეს ევროპასა და ევროკავშირის შესახებ, ფასეულობებსა და ღირებულებებზე. თუ რატომაა ევროპა უკეთესი?! რას ნიშნავს ასოცირების შეთანხმება?! რა ნაბიჯები გადადგა ჩვენმა ქვეყანამ?! და სხვ. შეხვედრა დასრულდა მეგობრული სპორტული აქტივობით (ხელბურთი), რომელშიც მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის მონაწილე თექვსმეტმა გოგონამ და ორმა ბიჭმა სკოლის ქორეოგრაფის დახმარებით დადგა ცეკვა... ცეკვა დროშებით... რომელსაც მთელი სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები და თითოეული პედაგოგი ადევნებდა თვალს. ცეკვა, გრანდიოზული გამოდგა და თითოეულ მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა, ვინაიდან აღნიშნული დადგმა იყო შეტყობინება თუ როგორ შედის ქართული დროშა ევროპული დროშის ქვეშ სამარადჟამოდ...
მოიხატა სკოლა, განსაკუთრებით მე-8 კლასი, სადაც უმრავლესობა პროექტის მონაწილეა, ასევე მასშტაბური სახე მიიღო სახის მოხატვის აქტივობამ, მოსწავლეებმა სკოლის 700-ზე მეტ მოსწავლეს დაახატეს ევროკავშირის დროშა / საქართველოს დროშა.
მოვხატეთ გზები, გავალამაზეთ სკოლის სტადიონის ჯებირი, შევღებეთ ევროკავშირის დროშისა და საქართველოს დროშის ფერებში, ამასთანავე დავურთეთ ილია ჭავჭავაძის რამდენიმე გამონათქვამი.
პროექტის მონაწილეები შევიკრიბეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების ოთახში და ერთად შევიმუშავეთ ბუკლეტის შინაარსი. მოვიფიქრეთ მთავარი მესიჯები, შევქმენით ტექსტი ილია ჭავჭავაძეზე, როგორც ერის მამაზე, ვთარგმნეთ აზერბაიჯანულად, რუსულად და დავბეჭდეთ. დავიყავით ლოკაციებად  (გამგეობა, იუსტიციის სახლი, დიდი ჰიპერმარკეტი)  და დავარიგეთ. ამასთანავე ამ ყოველივეს იღებდა და აშუქებდა ჩვენივე სკოლის ტელევიზია და სკოლის მოსწავლე-ჟურნალისტები.
დასკვნით ეტაპზე  მოეწყო კონფერენცია. შევაჯამეთ პროექტი. ისტორიის პედაგოგმა კიდევ ერთხელ ევროკავშირის ისტორიასა და ასოცირების შეთანხმებაზე ისაუბრა. ლიტერატურათმცოდნე ი.ამბროლაძემ მეტად საინტერესო სემინარი ჩაუტარა მონაწილეებს საინტერესო მაგალითებით (სლაიდ-შოუ) იგი საუბრობდა ილია ჭავჭავაძეზე, როგორც თვითმყოფად შემოქმედზე საუბრობდა, რომლის თითოეულ ნაწარმოებში იგრძნობა, რომ არის სავსე ემოციისა და იმ ღირებულებების მატარებელი, რომელსაც ჰქვია თავისუფლება, სამართლიანობა, მიმღებლობა, აღიარება -  ეს ყველა ცნება კი ევროპული ფასეულობების ტოლფასია.
პედაგოგებთან ერთად კონფერენციაში მცირე მოხსენებები გააკეთეს პროექტის მონაწილეებმაც. მოსწავლეები ცდილობდნენ მთელი ძალისხმევით დაემსხვრიათ ის სტერეოტიპები, რომლებიც მათ პროექტში ჩართვამდე ჰქონდათ გაგებული ევროპის შესახებ, ისინი არარელევანტურ მოსაზრებებს არგუმენტირებულად აბათილებდნენ.
პროექტი ჰარმონიულ ნოტაზე დაიხურა, იმედით, რომ მომავალშიც სხვა საინტერესო პროექტს დავგეგმავთ და განვახორციელებთ უკეთესი მომავალისთვის!

ბენეფიციარები
პროექტის პირდაპირ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სსიპ ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის არაქართულენოვანი სექტორის მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები. პროექტის განცხორციელების შედეგად გამოიკითხა თემის 100-მდე წარმომადგენელი, ჩაერთო სკოლის მოსწავლეთა საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების 80% მეტი სხვადასხვა აქტივობაში - (გზების მოხატვა, სახის მოხატვა, გაფორმება და სხვ.) კონფერენციას დაესწრო 40-მდე სტუმარი დარიგდა 200 ბუკლეტი.

პროექტის რესურსები -
v  ილია ჭავჭავაძე, „სარჩობელაზედ“
v  ილია ჭავჭავაძე, ნაწყვეტი - „მგზავრის წერილებიდან“
v  ილია ჭავჭავაძე, „ცხოვრება და მოღვაწეობა“
v  ილია ჭავჭავაძე და ევროპა
v  მე-19 საუკუნის ლიტერატურის ანალიზი
v  ინტერნეტ რესურსი - როგორ შეიქმნა ევროკავშირი
v  ინტერნეტ რესურსი - ევროპული ღირებულებები
v  სსიპ ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლამ პროექტის მონაწილეებს გადასცა საკანცელარიო ნივთები და გამოუყო ფართი კუთხის მოსაწყობად. ასევე დაეხმარა მაისურების ბეჭდვაში, ცეკვის პროფესიონალური გადაღებისთვის მოიწვია ოპერატორი.

თანამშრომლობა
პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე შედგა თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან. მოეწყო შეხვედრა ნატოსა და ევრკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთან ქვემო ქართლში. მონაწილეებს შეხვდა რესურსცენტრის უფროსი ქ. ომაროვი. ჩვეს სკოლას ესტუმრა ლიტერატურათმცოდნე ირაკლი ამბროლაძე. სკოლამ ითანამშრომლა სოფელ შაუმიანის სომხურენოვან #3 საჯარო სკოლასთან.
სკოლის ადმინისტრაციამ გამოყო თანხა მაისურების ბეჭდვისთვის. ასევე მოიწვია პროფესიონალი გადამღები (ოპერატორი) დროშების ცეკვისათვის...
პროექტს დაეხმარა ქ. მარნეულის კულტურის სახლი - დროშებისა და ნაციონალური ტანსაცმლის ორგანიზებაში.
N
საქმიანობა
პასუხისმგებელი პირები
ოქტ.
ნოემბ.
დეკემბ.
თებ.
მარტ.
1.
პროექტის გაცნობა
დავით კამკამიძე





2.
კვლევით საქმიანობა - სასკოლო თემის, მშობლებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების გამოკითხვა.
მოსწავლეები




3.
შეხედრები. (სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლებთან)
ხელმძღვანელი, პედაგოგები





4.
საინფორმაციო გამოფენის მოწყობა...
ბუკლეტების დამზადება

მოსწავლეები





5.
კონფერენციისთვის მომზადება

ხელმძღვანელი, პედაგოგები, მოსწავლეები




6.
ვიზიტი სოფელ შაუმიანში
მოსწავლეები, პედაგოგები




7.
ცეკვა დროშების ორგანიზება და დადგმა.
მოსწავლეები, ქორეოგრაფი




8.
გზების, კედლებისა და სახეების მოხატვა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით, სხვადასხვა მესიჯებით...
მოსწავლეები





9.
ბუკლეტების დარიგება თემში
ხელმძღვანელი, მოსწავლეები






10.
კონფერენცია, პროექტის დახურვა

ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები