აირჩიეთ ენა

12.03.2020

სოციალური პროექტი (სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა)

დავიცვათ! მოვუფრთხილდეთ!
გ ა ვ ა მ წ ვ ა ნ ო თ 
გ ა რ ე მ ო!

პროექტის დასახელება:
დავიცვათ! მოვუფრთხილდეთ! გავუფრთხილდეთ ბუნებას!
პროექტში მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი:
მე-11
პროექტის ხანგრძლივობა:
18 სექტემბრიდან - 4 ოქტომბრამდე
პროექტის აქტუალობის დასაბუთება:
·         21-ე საუკუნეში ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას დედამიწა, გარემო დღითიდღე კარგავს სიჯანსაღეს, ბუნების დაცვა და განაშენიანება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. სამწუხაროა, როცა ეკოსისტემას არ აფასებს ადამიანი, უგულიყუროდ ეპყრობა მას, დღენიადაგ ჩეხავს, აბინძურებს, ნათქვამია „ბუნება ბუმერანგივით გვიბრუნებს ჩვენს დამოკიდებულებას - მეწყერების, ნიაღვრების, მიწისძვრების სახით“ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავაცნობიეროთ ბუნების დაცვის მნიშვნელობა!
·         საქართველოში, ყოველდღიურად უამრავი ხე იჭრება, ნადგურდება ფლორა და ფაუნა, გახშირებული მანქანათმშენებლობების, ქარხნების, ნავთობების არამართებული მართვა იმდენად ვნებს გარემოს რომ შეცვლილია კლიმატური მდგომარეობა, სეზონურად ჰაერის ტემპერატურის მონაცვლეობა. ყინულის დნობა, უამრავი ცხოველისა თუ ფრინველის განადგურება ადამიანის უგულო დამოკიდებულებითაა გამოწვეული. შესაბამისად გარემოს დაცვაზე ფიქრი მასშტაბური უნდა იყოს, რათა გააზრებული იქნეს ვალდებულება - ბუნების დაცვისა და განაშენიანების!
პროექტის მიზანი:
ჩემი პროექტის მიზანია სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აუმაღლდეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება ბუნების მოვლა/განაშენებიანობასთან დაკავშირებით, მათ გაიაზრონ თუ რა საფრთხეს უქმნის ადამიანის უგულო დამოკიდებულება ბუნებას და ამ ყოველივეს რა მძიმე ფორმით ვიმკით. სიცოცხლე, ჯანსაღი გარემო ჩვენი სიცოცხლის გარანტია, შესაბამისად პროექტით მოსწავლეები გააცნობიერებენ თითოეული მათგანის როლს ფლორისა და ფაუნას მიმართებით.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ü  მოსწავლეები გახდებიან ინფორმირებულები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით;
ü  მოსწავლეები ერთობლივი თანამშრომლობით შეძლებენ აღნიშნულ პრობლემაზე მსჯელობას, გადაჭრის გზების მოძიებას;
ü  მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოქალაქეობრივი აზროვნება;
ü  მოსწავლეებს შეეცვლებათ ბუნების მიმართ დამოკიდებულება;
ü  მოსწავლეები მეტი სიფრთხილითა და სიყვარულით მოეკიდებიან გარემოს!
უსაფრთხოების წესების გათვალისწინება:
პროექტის მსვლელობის დროს თითოეული აქტივობა შეესაბამება მოსწავლეთა შესაძლებლობებს, გათვალისწინებულია მათი ყოველგვარი უსაფრთხოება.
აქტივობები:
     I.        გარემოსდაცვითი ლიტერატურის ანალიზი
    II.        ვიდეო-კოლაჟის დამზადება საქართველოს ბუნება დღეს და 50 წლის წინ.
  III.        ვიდეო-რესურსების ანალიზი, მოდელირებული კოლაჟების აღწერა.
  IV.        ეკოლოგთა დასკვნების ანალიზი, რომელიც ცხადყოფს მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ. (ცუნამი, მიწისძვრა, ვულკანი, მეწყერი და სხვ.)
    V.        სტატისტიკური ცხრილების შევსება.
  VI.        კითხვარების შევსება - გამოკითხვები სკოლასა და თემში.
VII.        მონაცემთა დამუშავება.
VIII.        თანამშრომლობითი შეხვედრები, რეკომენდაციებისა და პრევენციების გზების შემუშავება.
  IX.        პრეზენტაციებისა და რეფერატების წარდგინება.
    X.        დასკვნითი, შემაჯამებელი შეხვედრა და პროექტის დახურვა.
რესურსები:
პროექტორი, ლეპტოპი, ინტერნეტი, აუდიო-ვიდეო რგოლები, ილუსტრაციები.


პროექტის მონიტორინგი: (შეფასებები აღნიშნულია მწვანე ფერით)
შეფასების
კრიტერიუმი:
კარგი
საშუალო
სუსტი
მიზნის მიღწევა
მოსწავლეება შეძლეს და ერთობლივი მუშაობით მიაღწიეს შედეგს, გაიაზრეს პროექტის მთავარი არსი და დაუახლოვდნენ ბუნებას.
მოსწავლეებმა  მეტ-ნაკლებად შეძლეს თანამშრომლობითი მუშაობა, მიაღწიეს შედეგს და მეტ-ნაკლებად გაიაზრეს პროექტის მთავარი არსი და დაუახლოვდნენ ბუნებას.
მოსწავლეებს გაუჭირდათ პროექტის მთავარი არსის გაგება, მათ ვერ მოახერხეს ბუნების დაცვის მთავარი ფუნქციის გააზრება.
თანამშრომლობა და გუნდურობა
მოსწავლეები მოქმედებდნენ გუნდურად, ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, ინფორმაციას, რაც აიოლებდა მიზანზე გასვლას.
მოსწავლეები მეტ-ნაკლებად მუშაობდნენ გუნდურად.
მოსწავლეები უმეტეს შემთხვევაში მუშაობდნენ ინდივიდუალურად, ვერ თანამშრომლობდნენ.

კითხვარი მოსწავლეთა:
1.    იცავთ თუ არა ბუნებას? როგორ იცავთ? დაგირგავთ ხე?
2.    რა იწვევს ეკოსისტემის განადგურებას?
3.    რა ფაქტორები უშლის ხელს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების გამრავლებას?
4.    რატომ ხმება მწვანე საფარი?
5.    ფიქრობ, რომ ადამიანი არის ის, ვინც ეკოსისტემის განადგურებაში მთავარი დამნაშავეა?





კითხვარი მშობელთა:

კითხვა
სრულებით
მეტ-ნაკლებად
სრულებით არა
გაქვთ თუ არა ინფორმაცია საქართველოში ბუნების დაცვის შესახებ?



ინტერესდებით თუ არა თქვენი შვილი რამდენადაა დაინტერესებული ბუნების მოფრთხილებით?
აშენიანებს თუ არა მცენარეებს, არის თუ არა ემპათიური დაჩაგრული ცხოველებისა და ფრინველების მიმართ?



ეხმარება თუ არა სოციალური პროექტები მოსწავლეს სხვადასხვა სასიკეთო უნარის გამომუშავებაში?





პროექტის ვადები:
აქტივობა
პასუხისმგებელი პირები
თარიღი
პროექტის გაცნობა

18 სექტემბერი
კვლევითი საქმიანობა - სასკოლო თემის, მშობლებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების გამოკითხვა.
მოსწავლეები
20-25 სექტემბერი
პროექტის მონაწილეთა შეხვედრები
მოსწავლეები,

26 სექტემბერი - 1 ოქტომბერი
საინფორმაციო გამოფენის მოწყობა...
ფლაერების, პრეზენტაციების

მოსწავლეები

2-3 ოქტომბერი
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, დახურვა.

მოსწავლეები,

სტუმრები
4 ოქტომბერი


დევიდ პერკინსი


დევიდ პერკინსი (განათლების თეორია)



პერკინსის აზრით, განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის  შენარჩუნება, მისი კარგად გაგება-გააზრება და აქტიური გამოყენება. ის, რომ საკონტროლოს დაწერის დროს რაღაც ვიცით, მაგრამ არ გვახსოვს რამდენიმე თვის შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ცოდნის შენარჩუნება. თუ ვიცით ისტორიული მოვლენები და კონკრეტული ფაქტები, მაგრამ ვერ ვაანალიზებთ,  როგორ და რატომ ვითარდებოდა მოვლენები ამ სახით, ე. ი. არ შეგვიძლია გააზრება. რომც შეგვეძლოს ცოდნის გააზრება, თუ  ვერ ვაკავშირებთ პრაქტიკასთან, ე. ი. არ შეგვიძლია ცოდნის აქტიური გამოყენება. ზოგადად მიაჩნიათ, რომ მოსწავლეები ჯერ ცოდნას იძენენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ფიქრს შეძენილ ცოდნის შესახებ. პერკინსის აზრით,  სინამდვილეში პირიქით ხდება; ცოდნას ბავშვები მაშინ იღებენ, როცა სწავლის პროცესში შესაძენი ცოდნის არსზე ფიქრობენ. ამიტომ ცოდნაზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ აზროვნებაზე და ფიქრზე. ცოდნა და უნარები თავისთავად არ განაპირობებს გაგებას ( ახალ სიტუაციაში კონკრეტული ცოდნის გამოყენებას ). პერკინსი გვთავაზობს ,,პანდორას“  4 კითხვას, ესენია: 1) რისი სწავლა ღირს ?  2) რატომ არის რთული ამის სწავლა ?  3) ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ეს ვისწავლო ? 4) როგორ მიდის სწავლის პროცესი ?   ,,პანდორას  კითხვას, თუ  როგორ ვასწავლოთ საუკეთესოდ, პერკინსი ,,თეორია ერთით“ პასუხობს. ამ თეორიის მიხედვით იმისათვის, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს, საჭიროა: 1)მივაწოდოთ ინფორმაცია ნათლად და გასაგებად;                                                    2) გავაკეთებინოთ ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც მათ ამ ინფორმაციის კარგად გააზრების  საშუალებას მისცემს; 3) რჩევებითა და კომენტარებით მივაწოდოთ ინფორმაციული შეფასება; 4 ) ვიზრუნოთ ბავშვის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე.                                                                            
პერკინსის აზრით, გააზრებული სწავლება 3 ძირითადი მეთოდით შეიძლება განხორციელდეს :
1.       დიდაქტიკური სწავლება  (ინსტრუქცია, ლექცია, ტექსტები)
ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ნათლად უნდა გააცნოს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი.მისცეს ინსტრუქცია, თუ რა უნდა გააკეთონ.  აუხსნას რაში უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ბევრი მაგალითი მოიყვანოს იმისათვის, რომ ბავშვებმა კარგად გაიაზრონ  და გაითავისონ ახსნილი მასალა. დააკავშიროს უცნობი ცნებები უკვე კარგად ნაცნობთან. აღნიშნოს და ხაზი გაუსვას მოსწავლეთა მიგნებებს ახსნის პროცესში. უჩვენოს ფილმი (თვალსაჩინოება)  შესწავლილი მასალის უკეთ გააზრების მიზნით. გაკვეთილის ბოლოს მოახდინოს უკუკავშირი და კიდევ ერთხელ დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ რომ ამ მასალის შესწავლა მართლაც სასარგებლოა მათთვის.
2.       სოკრატული სწავლება ( დისკუსიები, დებატები )
მასწავლებელი სვამს პრობლემურ კითხვას, რომელზეც არა აქვს მზა პასუხი. მოსწავლეებს სთხოვს დაფიქრდნენ, გაიაზრონ და გასცენ არგუმენტირებული პასუხები. მოამზადონ კონტრარგუმენტებიც. დაუკავშირონ სხვადასხვა მასალიდან მიღებულ ცოდნას , გააკეთონ დასკვნები და თავად მივიდნენ პრობლემის გადაჭრის გზამდე. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს. ცდილობს მთელი კლასი ჩააბას დიკუსიაში.
2.       ქოუჩინგი ( სპექტაკლები, პრაქტიკული დავალებები, გამოხმაურება )
 ამ შემთხვევაში მოსწავლეები პრაქტიკაში ახორციელებენ ნასწავლს და უკეთ გაიაზრებენ.

პერკინსის ,,გონივრული სკოლის“ კონცეფციით, სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ისეთი მოსწავლის აღზრდას, რომელსაც შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა, იდეების გენერირება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და აქვს მეტაკოგნიციის უნარი  (დაფიქრება საკუთარი სწავლის პროცესზე).

06.02.2020

არგუმენტირებული ესსე #16


ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობის დიდი მიღწევაა, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პროგრესმა გააუბრალოვა და გააცივა ადამიანთა შორის ურთიერთობა.

მე ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანთა სოციალური ჩაკეტვა გამოიწვია.
წლების წინ სკვერები და სხვ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სავსე იყო ახალგაზრდებით, ზრდასრულებით, საუბრობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს დარდსა თუ სიხარულს. დღეს კი ცარიელია, საქმე ისაა, რომ დიდსა თუ პატარას ყველას ტელეფონი და ინტერნეტი აქვს, შესაბამისად ინტერნეტით ურთიერთობენ და ვირტუალურ მეგობრობას ჯერდებიან.
სამწუხარო რეალობაა, თუმცა ფაქტია, რომ ხუთი წლის ბავშვს უკვე აღარ უნდა სილით თამაში, საფეხბურთო მოედნებზეც რამდენიმე მოზარდი თუ დარბის, ეს ცალსახად ტექნოლოგიების დახვეწამ გამოიწვია. ინტერნეტმიჯაჭვულობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მას ლეტალური შემთხვევებიც მოჰყვება ხოლმე.
ვირტუალური მეგობრობა ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ბუნებრივ, ცოცხალ ურთიერთობას. როცა ურთიერთობ პირისპირ, თვალებით, ხმით - მაშინ ორ ადამიანს შორის ჩნდება ცოცხალი, წრფელი ემოცია, ხოლო ვირტუალური კავშირი სავსებით შესაძლებელია იყოს ყალბი, ზედაპირული, რაც ურთიერთობის გაუბრალოებისა და გაცივების განმაპირობებელია.
დასკვნისას ვიტყვი, რომ ადამიანებმა თანამედროვე ტექნოლოგიები პრაგმატულად უნდა გამოიყენონ, თუმცა ურთიერთობები ააგონ არა ტექნიკის დახმარებით, არამედ ბუნებრივი, პირდაპირი კომუნიკაციით.