მეთოდური ლიტერატურა, რესურსები, ტესტები, თავსატეხები, რუბრიკები, გაკვეთილის გეგმები, რეფლექსიები, სასწავლო პროექტები, კითხვის კლუბი, ხელოვნების წრე, სხვადასხვა თეორიები, ესეები და საგაკვეთილო "წკიპურტები".
აირჩიეთ ენა
10.03.2020
06.02.2020
არგუმენტირებული ესსე #16
ტექნოლოგიების
განვითარება კაცობრიობის დიდი მიღწევაა, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა
პროგრესმა გააუბრალოვა და გააცივა ადამიანთა შორის ურთიერთობა.
მე ვეთანხმები მოცემულ
მოსაზრებას. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანთა სოციალური ჩაკეტვა
გამოიწვია.
წლების წინ სკვერები და
სხვ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სავსე იყო ახალგაზრდებით, ზრდასრულებით, საუბრობდნენ,
უზიარებდნენ ერთმანეთს დარდსა თუ სიხარულს. დღეს კი ცარიელია, საქმე ისაა, რომ დიდსა
თუ პატარას ყველას ტელეფონი და ინტერნეტი აქვს, შესაბამისად ინტერნეტით ურთიერთობენ
და ვირტუალურ მეგობრობას ჯერდებიან.
სამწუხარო რეალობაა, თუმცა
ფაქტია, რომ ხუთი წლის ბავშვს უკვე აღარ უნდა სილით თამაში, საფეხბურთო მოედნებზეც
რამდენიმე მოზარდი თუ დარბის, ეს ცალსახად ტექნოლოგიების დახვეწამ გამოიწვია. ინტერნეტმიჯაჭვულობა
21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მას ლეტალური
შემთხვევებიც მოჰყვება ხოლმე.
ვირტუალური მეგობრობა ვერასდროს
ვერ ჩაანაცვლებს ბუნებრივ, ცოცხალ ურთიერთობას. როცა ურთიერთობ პირისპირ, თვალებით,
ხმით - მაშინ ორ ადამიანს შორის ჩნდება ცოცხალი, წრფელი ემოცია, ხოლო ვირტუალური კავშირი
სავსებით შესაძლებელია იყოს ყალბი, ზედაპირული, რაც ურთიერთობის გაუბრალოებისა და გაცივების
განმაპირობებელია.
დასკვნისას ვიტყვი, რომ
ადამიანებმა თანამედროვე ტექნოლოგიები პრაგმატულად უნდა გამოიყენონ, თუმცა ურთიერთობები
ააგონ არა ტექნიკის დახმარებით, არამედ ბუნებრივი, პირდაპირი კომუნიკაციით.
29.01.2020
საგაკვეთილო წკიპურტები #1
* * *
მე-6 კლასი.
"შვლის ნუკრის ნაამბობი"
-რაზე ჩივის ნუკრი?
პას: "ადამიანი სასტიკი რომ არის"...
-კიდევ?
პას: "ბედმა ცუდ დროს დააბოლა"
-რა ქნა? 🙂
გინდოდა გეთქვა დააობლა...
ჰო, მას, ცუდ დროს დ ა ა ბ ო ლ ა 🙂
-რაზე ჩივის ნუკრი?
პას: "ადამიანი სასტიკი რომ არის"...
-კიდევ?
პას: "ბედმა ცუდ დროს დააბოლა"
-რა ქნა? 🙂
გინდოდა გეთქვა დააობლა...
ჰო, მას, ცუდ დროს დ ა ა ბ ო ლ ა 🙂
გადავტრიალდი 🙂🙂🙂
* * *
მე-6 კლასი.
ჩემმა ერთ-ერთმა მოსწავლემ იმდენად კარგად ისწავლა "ბაზალეთის ტბა" და ისე დაიმახსოვრა სიტყვა აკვანი, რომ:
-დავით მას, თევზი აკვანში ჩავაწვინე...
-რა ქენი? (გაოცების სმაილი)
-უი, უი, აკვარიუმშიიიი მასსს... 🙂🙂🙂
აქტივობის შესახებ
აქტივობა ემსახურება ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენების გზით. ქვემოთ წარმოდგენილი იქნება გრაფიკული მაორგანიზებლის ერთი ნიმუში - ე.წ. ვენის დიაგრამა3. დაწვრილებით გრაფიკული მაორგანიზებლების შესახებ იხ. დანართი 2 (”არამხატვრული ტექსტების 4 ტიპი და მათი გრაფიკული მაორგანიზებლები”).
აქტივობის მიზნები
აქტივობა ემსახურება ტექსტის ანალიზის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. იგი გამოიყენება წერის წინა ეტაპზე.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური/წყვილური/ჯგუფური.
რესურსები
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ტექსტი.
აქტივობის აღწერა
საკითხის/ტექსტის დამუშავების დროს ან დამუშავების შემდეგ, მასწავლებელი დაფაზე გამოსახავს ვენის დიაგრამას, უხსნის მოსწავლეებს დიაგრამის გამოყენების წესს და დაავალებს მის შევსებას.
შევსების შემდეგ აუცილებელია მოსწავლეთა ჩანაწერების განხილვა, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის დაზუსტება, გადამოწმება, შესწორება, გავრცობა და ა. შ. აქტივობა შეიძლება განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში და პატარა ჯგუფებში.
ამ გზით მზადდება ნიადაგი შედარებით ვრცელი და ჩამოყალიბებული წერითი დავა- ლების შესასრულებლად.
გრაფიკული მაორგანიზებლის, ვენის დიაგრამის დახმარებით, შეგვიძლია გავაანალიზოთ ორი ან მეტი საგანი/მოვლენა/ფაქტი/ცნება და მისთ. გრაფიკულად დიაგრამა, მარტივი ფორმით, წარმოადგენს ორ ურთიერთგადამკვეთ წრეს.
ვენის დიაგრამა წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ტექსტის ანალიზის, პერსონაჟების/ისტორიული პირების/მითოლოგიური გმირების, მისთ. შედარებითი დახასიათების დროს. დიაგრამის შევსება ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს მომავალი წერითი სამუშაოს არსებით მხარეებზე - დაეხმარება მათ, ინფორმაციის გაანალიზებაში, მონაცემების დახარისხებაში, გამოავლინონ და თვალსაჩინოდ გამოსახონ ცნებების/ფაქტების/მოვლენების/პერსონაჟების, მისთ. საერთო და განსხვავებული ნიშნები.
როგორ უნდა შევავსოთ დიაგრამა?
ორი წრის ურთიერთგადაკვეთის შედეგად მიღებულ საერთო სეგმენტში იწერება ორი პერსონაჟის საერთო ნიშან-თვისებები, მარჯვენა და მარცხენა წრეებში კი ჩაიწერება თითოეული პერსონაჟის დანარჩენი - განსხვავებული ნიშან-თვისებები.
დიაგრამის შევსების შემდეგ მოსწავლები მზად არიან წერითი დავალების შესასრულებლად.
აქტივობის ხანგრძლივობა: 13-15 წუთი.
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
- მონაცემების დახარისხება და ორგანიზება;
- ნაწილსა და მთელს შორის ურთიერთმიმართების დადგენა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
