აირჩიეთ ენა

22.11.2019

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება


სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

ორგანიზატორი:                 დავით კამკამიძე
1-ლი შეხვედრა:                  15/10/2019        
მე-2 შეხვედრა:                    16/10/2019
მე-3 შეხვედრა:                    18/10/2019
თემა:
ელექტორნული რესურსების ეფექტურობა, მათი შექმნა და საგაკვეთილო პროცესში გამოყენება.
მიზანი:
მასწავლებლები გაიაზრებენ ელექტრონული რესურსების ეფექტურობას, დარეგისტრირდებიან ელ.რესურსების პორტალზე, შექმნიან მარტივ და საშუალო სირთული ელ. რესურსებს და გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობის ეფექტურად წარმართვის მიზნით.
მიზნის აქტუალობა:
21-ე საუკუნეში თითოეული პედაგოგი მზად უნდა იყოს მხარი აუბას თანამედროვე სტანდარტებს, იზრუნოს მოსწავლეებს შესთავაზოს ინოვაციური, ეფექტური რესურსები მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებისთვის, ამ ყოველივეს კი როგორც ბეჭდური ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება განაპირობებს.
მასწავლებელი უნდა ეცადოს საკუთარ გაკვეთილზე მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობები ელ.რესურსის სახით შესთავაზოს, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები გააწევრიანოს პორტალზე და ამით უბიძგოს საგნის მიმართ ინტერესის გაჩენისა და ინტელექტუალური ჩართულობისკენ.
კვლევები ცხადყოფს, რომ გაკვეთილის ეფექტურობას სწორად შერჩეული რესურსი განაპირობებს, შესაბამისად ელ.რესურსი მარტივი, გამართული და ხელმისაწვდომია საქართველოს უამრავი სკოლისთვის - მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის.
ელ.რესურსების გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება ყველა კოგნიტური უნარის განვითარებაში, რაც შემდგომში მათ პიროვნულ, შემოქმედებით უნარიანობაზეც დადებითად აისახება.

1-ლ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.

·         რა არის ელექტრონული რესურსი? როგორ მუშაობს ელექტრონული რესურსი? როგორ ვიყენებთ მას?
შეხვედრაზე განვიხილეთ რესურსის სახეები, ვიმსჯელეთ, სწორად შერჩეული რესურსი როგორ ეფექტს ახდენს თითოეულ გაკვეთილზე. ამასთანავე განვიხილეთ ელექტრონული რესურსის დადებითი მხარეები, მისი მარტივი გამოყენება, ვიზუალური მხარე, ხელმისაწვდომობა და პრაქტიკაში დანერგვა. შევჯერდით, რომ თითოეული კათედრის - ქართულის, საბუნებისმეტყველოსა თუ საზოგადოებრივი მეცნიერების მასწავლებელს შეუძლია თემას მოარგოს ელ.რესურსი, რომელიც ნებისმიერი (განურჩევლად აკადემიური მოსწრების) მოსწავლის ჩართვასა და მოტივაციას გამოიწვევს. ელ.რესურსი პროექტორის დახმარებით შესაძლოა საერთო დიდ მონიტორზე გამოვიტანოთ, ასევე ისტ-ის კაბინეტში მოსწავლეები სემესტრის განმავლობაში რამდენჯერმე შევიყვანოთ და ინდივიდუალურადაც მივცეთ (სკოლაში) ელ.რესურსებზე მუშაობის საშუალება, ხოლო საშინაო დავალებად შესაძლებელია კვირაში რამდენჯერმე დავავალოთ სხვადასხვა ელ.რესურსის (ბლიცის, ვიქტორინის, თავსატეხის) დამუშავება/გააზრება/ამოხსნა, რაც მას კოგნიტურ უნარებს განუვითარებს.


მე-2 შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.

·         საიტზე LEARNINGAPPS -ზე რეგისტრაცია, ინსტრუქციის მიცემა პედაგოგებისთვის, დამზადებული რესურსების დათვალიერება.
მასწავლებლებს ვაცნობ ელექტორნული რესურსების საიტს, საერთო მონიტორზე ვუხსნი თუ როგორ დარეგისტრირდნენ, ამის შემდეგ ვასწავლი საიტზე ნავიგაციას, სხვადასხვა მოდელის რესურსებს ვაჩვენებ, მათ ეფექტურობას, ერთად ვმსჯელობთ - თუ რომელი რესურსი, რა უნარს განუვითარებს მოსწავლეს. რომელი რესურსი - რომელ აქტივობას მოუხდება, შესაძლოა თუ არა ელ.რესურსში ინდივიდუალური/დაწყვილებული თუ ჯგუფური მუშაობა. სხვადასხვა კათედრის მასწავლებლები შედიან მათივე საგნის რესურსების ოთახში და ეცნობიან კოლეგების შექმნილ მასალას, იაზრებენ, იღებენ მაგალითს. ბოლოს, მე, როგორც სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი ერთ, მარტივ ელ.რესურსს (ვიქტორინას) მათივე თვალწინ ვამზადებ.




მე-3 შეხვედრაზე განსახილველი საკითხები  - რეკომენდაციები.

·         ელ.რესურსების შექმნა, კოლეგებისთვის წარდგენა, ასევე სამომავლო აქტივობების გაზერა (ელ.რესურსების სილაბუსი).
დასკვნით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ელექტორნული რესურსების დადებით მხარეებზე, მის პრაქტიკულ გამოყენებაზე, პედაგოგები ელ.რესურსების პორტალზე იხსენებენ რესურსების დამზადების ინსტრუქციას, არჩევენ შეკითხვებს და შეხვედრის განმავლობაში ამზადებენ რამდენიმე სტილის რესურსს,  ბლიცს, ვიქტორინას, დაშიფრულ ილუსტრაციას და სხვ. შემდეგ საერთო მონიტორზე პრეზენტაციის სახით უზიარებენ კოლეგებს.

სამუშაო შეხვედრებზე - დასწრების ფურცელი

სამუშაო შეხვედრებზე - დასწრების ფურცელი
შეხვედრების თემები:

#
გვარი, სახელი
პირადი
ნომერი და
ტელეფონი
შეხვედრა 1-ლი
15/10/2019

შეხვედრა  მე-2
16/10/2019
შეხვედრა მე-3
18/10/2019
1
აკპეროვა ირადა




2
რაშიდოვა აიგიულ




3
ბეჟანიშვილი დოდო




4
ემინოვა გულნაზი




5
ახმედოვა ტარლან




6
ანდრიასოვა მარინა




7
გრიცა ოლღა




8
მამედოვა ოფელია




9
ალიზადე დილარა




10
აშიროვა ტარანა




11
აშიროვა ლიამან




12
ქერიმოვა აფაგ




13
ჯარჩიევა ვუსალა




14
ხასმამედოვა ირადა




15
აჯალოვა ქამალა




16
არუთინიანი ევა




17
ალიევა ქამალა




18
ტაგიევა საბინა




19
ზეინალოვა ელმირა




20
ფაშაევა ზემფირა




21
პირიევა სევილ




22
მანუკიანი მარინა




23
ხიზანიშვილი თეა




24
ლომიძე ნინო




25
ტოტოჩავა ზაზა




26
კარახმაზლი ზეჰრა




27
ნაბიევა სახიბა




28
ქერიმოვა ლამია




,













            








































ესსე (მე-12 კლასი) არაქართ.სექტორი #12


თანამედროვე სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის ჯანსაღი ურთიერთობა განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წინსვლასა და პიროვნულ განვითარებას.

ვფიქრობ, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა - მეგობრობაზე აგებული, თუმცა ზედმეტი ლოიალურობა არაა ეფექტური, პედაგოგსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის დროს ზღვარი აუცილებელია, რომელიც მოსწავლემ ყოველთვის უნდა დაიცვას.
            მასწავლებელი ყოველთვის უნდა ინტერესდებოდეს მოსწავლის პრობლემით, კარგად უნდა იცნობდეს მის ხასიათს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს, მოსწავლეს უნდა დაანახვოს სითბო, იმედი, ეს ყველაფერი დაეხმარება მოსწავლეს, რომ იყოს გულღია და არ დაუმალოს მასწავლებელს, რაც აწუხებს და სწავლაში უშლის ხელს.
            სკოლაში პოზიტიური ატმოსფერო დიდ როლს ასრულებს მოსწავლის ჩართულობაზე, მოტივაციასა და სწავლის სურვილზე.
მასწავლებელს  თუ მუდამ მკაცრი, გოროზი და ნეგატიური გამომეტყველება ექნება, მოსწავლეები დაიზაფრებიან და შესაბამისად საგნისა და პედაგოგის მიმართ არც თუ ისე განეწყობიან.
ზომიერება ყველაფერში საუკეთესოა... ოქროს შუალედი ყოველთვის მომგებიანია. პედაგოგმა უნდა გამოიჩინოს ზომიერი სიმკაცრე, თუმცა, როცა საჭიროება მოითხოვს გაიცინოს, გაიღიმოს და შექმნას მოსწავლეებისთვის პოზიტიური და ხალასი ატმოსფერო.
დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სწავლაში დიდ როლს ასრულებს კეთილგანწყობილი და პოზიტიური დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და თუ ეს თანამშრომლობა აგებულია პოზიტიურ და ჯანსაღ ურთიერთობაზე შედეგი აუცილებლად იქნება უკეთესი.

06.11.2019

მძიმე დანართთან


დანართი ცალკე თუ თავისი მხლებელი სიტყვებით წინადადებისაგან გამოიყოფა მძიმეებით (როცა შუაშია), მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში).
დანართი სახელით გადმოცემული წინადადების რო-მელიმე წევრის შესახებ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით.
ასახსნელ-განსამარტავ წევრებთან დანართის დასა-კავშირებლად გამოყენებულია ან კავშირები, ან კავშირის ფუნქციით გამოყენებული სიტყვები და ნაწილაკები:ესე იგი (ე. ი.), ანუ, თუნდაც, როგორც, განსაკუთრებით, სახელდობრ, მაგალითად, ვთქვათ, უმთავრესად, კი, მეტადრე, ისიც, -ც, სიგრძით, სპეციალობით, წოდებით, სახელად, მეტსახელად, გვარად, ტომით, მოდგმით, წარ-მოშობით, ეროვნებით და ა. შ.:
დანართი წინადადებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს გაუვრცობლად (ე. ი. ცალკე ერთეულად). მაგალითად:
მეზობლები ჩემს უფროსს, რამაზ აბაშიძეს, არ იცნობდნენ;
ან გავრცობილად (მომყოლი სიტყვებით ან სიტყვით):
გამოჩნდა ნანა, ჩემი მეგობრის და.
ზოგჯერ დანართი შეიძლება ტირეთი ან ფრჩხილებით გამოიყოს.

სავარჯიშოები:
I. დასვით მძიმეები დანართთან:
1. თეა გვარად ლორთქიფანიძე მიმღები განყოფილების თანამშრომელი გამოცხადდეს დირექტორთან
2. ჩვენთვის ამ ორგანიზაციის წარმომადგენელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გადაწყვეტილებას
3. თქვენ ახალმოსულებმა დაიცავით სიჩუმე
4. მეც როგორც ჯგუფის წევრს მაქვს ჩემი აზრი განსახილველი საკითხის შესახებ
5. დეკანს როგორც თანამდებობის პირს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა
6. მასპინძლის ქალიშვილი პროფესიით ექთანი ეზოში იდგა
7. თამარი ესე იგი შენი მეზობელი შესანიშნავი ქალია
8. ხათუნას ერთადერთი მეგობარი ჰყავდა სახელად ირმა.
9. მოსახლეობის ერთ ნაწილს კერძოდ ექიმებს ეს კანონი დაეხმარება.
10. ზაალს წარმოშობით ზუგდიდელს ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური ქალაქი.

II. ფრჩხილებში მოცემული სიტყვები ჩასვით წინადადებაში დანართად და დასვით სათანადო სასვენი ნიშნები:

1. ყურძნის ბევრი ჯიში ძალინ კარგად ხარობს კახეთში. (მაგალითად რქაწითელი)

2. ავტომობილის შესაძენად ფულს ვაფროვებ. (ანუ მანქანის)

3. სეზონური დაავადებასთან საბრძოლველად საჭიროა ფინანსები. (სახელდობრ გრიპთან)

4. ეს საჩუქარი თქვენმა კოლეგამ გამომატანა (ომარ ჯავახიშვილმა)

5. დემეტრე ქირია სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა იყო. (ჩვენი მეგობრის ვაჟი)

6. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ მისი ყვავილები. (განსაკუთრებით უცხოელებს)

7. ლილის სტუმარი ინგლისურად თავისუფლად ლაპარაკობდა. (ეროვნებით აზერბაიჯანელი)

8. მე თქვენმა წინადადებამ დამაინტერესა. (როგორც პროფესიით მასწავლებელი)

9. შეხვედრის შემდეგ ყველა გავიდა შენობიდან. (ფირმის დირექტორიც კი)

III დასვით მძიმეები
1. მარადმწვანე ნარგავების მაგალითად ნაძვის მოჭრა აკრძალულია.
2. ჩემი შვილი გიორგი გერმანიაში ცხოვრობს.
3. ეს ნოდარია გოჩას უფროსი ძმა.
4. გია პროფესიით მეტყევე მარნეულში ცხოვრობდა.
5. დაჩი როგორც ჩვენი მეზობელი აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ.
6. ნანას ერთი ძმა ჰყავს სახელად გურამი.