აირჩიეთ ენა

14.02.2019

შემაჯამებელი დავალება. მე-10 კლასი.


1) რომელია ფუძეცვალებადი ზმნა?                                                0,5ქ.
ა) ვჭამ          ბ) ვზივარ     გ) ვუყურებ   დ) ვლაპარაკობ
2) რომელი ზმნაა სამპირიანი?                                                       0,5ქ.
ა) ვტირი       ბ) ვაძლევ      გ) ვჭრი         დ) ვთქვი
3) რომელი სიტყვაა განიერის სინონიმი?                                         0,5ქ.
ა) ფართო      ბ) მსხვილი   გ) ვიწრო       დ) დიდი
4) რომელი სიტყვაა ხელგაშლილის სინონიმი?                                 0,5ქ.
ა) მატყუარა   ბ) მდიდარი  გ) კეთილი    დ) ძუნწი
5) რომელი სიტყვაა ფლიდის სინონიმი?                                          0,5ქ.
ა) ბოროტი    ბ) ჭკვიანი     გ) მატყუარა  დ) ქურდი
6) შეცვალეთ ხაზგასმული სიტყვები შესაბამისი ნაცვალსახელებით.    0,5ქ.
მდიდარმა კაცმა ჩემოდნიდან ფული ამოაწყო.
ა) მას, ის       ბ) ის, მან       გ) მან, ის       დ) ის, ის
7) შეცვალეთ ხაზგასმული სიტყვები შესაბამისი ნაცვალსახელებით.     0,5ქ.
გუშინ ნიკამ NIKE-მაისური გადმომცა.
ა) მან, ის       ბ) ის, მან       გ) მე, ის        დ) მას, მან
8) შეცვალეთ ხაზგასმული სიტყვები შესაბამისი ნაცვალსახელებით.     0,5ქ.
მოხუცი სალამურს აკვნესებს.
ა) მან, ის       ბ) მას, მან     გ) ის, მან       დ) ის, მას
9) საშინლად გემრიელი იყო ეს ნუგბარი.                                         0,5ქ.
რას გამოხატავს წინადადებაში დაშვებული შეცდომა?
ა) ატროფიას  ბ) კალკს       გ) ტავტოლოგიას     დ) ვულგარიზმს
10) რომელ წინადადებაში არ არის შეცდომა?                                    0,5ქ.
ა) ჩემს შესახებ   ბ) ყოველი თქვენთაგანი   გ) ექიმ კაკაბაძეს      დ) თქვენს სიტყვას


გაასწორეთ შეცდომა.

ნოდარიმ ერთი ჭიქა წყალი მომაწოდა.     1ქ.
_____________________________________________________________
XXI-ე საუკუნე ძალიან საინტერესოა ლიტერატურით.    1ქ.
_____________________________________________________________

სოფელში სადაც მე ვცხოვრობ მგლები ყმუიან.    1ქ.
_____________________________________________________________

დედამ მისი შვილები 22-ე ბაღში შეიყვანა.          1ქ.
_____________________________________________________________

დათომ ნაგვის ყუთში უამრავი წვრილმანი ჩააგდო.       1ქ.

_____________________________________________________________

შეცდომების გასწორება. მე-10 კლასი


მოსწავლის სახელი, გვარი _______________       _________________________

·        წინადადებებში დაშვებულია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური და პუნქტუაციური ხარვეზები. გაასწორეთ თითოეული შეცდომა და გადაწერეთ ისე, რომ შინაარსი უცვლელი დარჩეს.

1.       თითეული (თითოეული)  მოსწავლე ვალდებულია კარგად ისწავლოს, რათა მომავალში წარმატებას მიაღწიოს.
2.       ჩემ (ჩემს) მეგობარს სახლში უამრავი წიგნი აქ. (აქვს)
3.       ჩემი ბიბლიოთეკა სავსეა მხატვრული და კლასიკური ლიტერატურით (ლიტერატურით , ) თუმცა სამწუხაროდ უმეტესი მათთაგანი (მათგანი) არ მაქვს წაკითხული.
4.       დედა (დედა , ) როდესაც ჩემს (ჩემ) შესახებ უყვება მეგობრებს (მეგობრებს - ) ვწითლდები ხოლმე.
5.       უამრავი მონეტები (მონეტა) დავათვალიერეთ მუზეუმში, ერთერთი (ერთ-ერთი) ქალაქ ბოლნისშია ნაპოვნი.
6.       რადგან (რათა) საქართველო გავითარდეს არ უნდა მოვდუნდეთ და ვიშრომოთ ბევრი.
7.       საშინლად (ძალიან) ლამაზი გოგონა ბებიას ზღაპარს უყვებოდა.
8.       ეთერიმ (ეთერმა) წიგნი გადაშალა და მე-21 ( 21-ე ) გვერდზე ყვავილის ფურცლები ჩადო.
9.       როცა სტუმრები მაგიდასთან დაჯდნენ, (დასხდნენ,) ბებომ ხაჭაპური შემოიტანა.
10.   შექსპირის XII-(XII) პიესა ჩემთვის განუმეორებელია.
11.   უკარგესი (საუკეთესო) ადამიანი იყო პაპაჩემი, ვინც (რომელიც) სამამულო ომში დაიღუპა.
12.   ჩემი ძმა ხმამაღლა (ხმამაღლა) ყვიროდა, მასწავლებელმა ამიტომ მისცა შენიშვნა.
13.   იმ დღეს ისე წვიმდა მარნეულში, მე კი ქუდი არ მეცვა. (მეფარა / მეხურა.)
14.   ბიჭს ისე შეეშინდა - ფურცლები ხელიდან დაეყარა. (დაუცვივდა.)
15.   დედაშვილი (დედა-შვილი) ერთად ჭამდნენ. (ჭამდა.)

შემაჯამებელი წერა მე-10 კლასი (ქ.მ.ე)


ტესტი ქართულ ენაში
მე-10 კლასი
სახელი________________გვარი___________________
1.    ჩასვით ნაცვალსახელები
_________ ბიძაშვილები სოფელ სადახლოში ცხოვრობენ. __________ უკვე ხუთი წელია, რაც ბაქოდან ჩამოვიდნენ. ხშირად ვრეკავთ _________ და __________ მამიდაშვილი ___________. სოფელი სადახლო ძალიან ლამაზია, ამბობენ, რომ __________  ყველაზე დიდი სოფელია საქართველოში. ისტორიკოსმა ნ-მ, გვამცნო, რომ სადახლო 800 წლისაა, _________ ასევე აღნიშნა, რომ, სადახლოს მიწა ყველაზე მდიდარი და ნაყოფიერიცაა. ბიცოლაჩემი მწერალია, _________ შვილი კი მხატვარი, _________ ვიოლეტა ჰქვია. __________ ხშირად გამოვა ხოლმე აივანზე, გაჰყურებს მიდამოს და ხატავს  სადახლოს პეიზაჟებს. _________ მიხარია, რომ მყავს ნათესავები სადახლოში.
2.    ჩასვით კავშირი (რათა, რადგან)
_________ სოფელში ვცხოვრობ, რთული ყოველდღიური რეჟიმი მაქვს, ყოველდღე 6 სთ-ზე ვდგები, _________ ავტობუსს მივუსწრო და ბაზარში ხილი და ბოსტნეული ჩავიტანო, ________ გავყიდო და სწავლის ფული შევაგროვო. მამაჩემს მუშაობა არ შეუძლია, _________ ორი წლის წინ ინსულტი გადაიტანა, სანამ კარგად იყო უდარდელი ცხოვრება გვქონდა ყველას. ________ უხვი მოსავალი მქონდეს და კარგი ვაჭრობა, ბაღს კარგად უნდა მოვუარო. თუმცა ახლა ძალიან ძნელადაა საქმე, _________ სოფელში წყალი დღეგამოშვებით მოდის და მიწა გამომშრალია. _________ ნაყოფიერი წელი მქონდეს კარგად უნდა ვიმუშაო და არ ვიზარმაცო.
3. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ახალგაზრდები წიგნებს აღარ კითხულობენ, რადგან კომპიუტერებს არიან მიჯაჭვულნი. (დაეთანხმეთ ან უარყავით)
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

10.09.2018

გამოტოვებული ნაცვალსახელი

გამუქებული სიტყვა შეცვალეთ ნაცვალსახელით

1) ექიმმა  წამალი გამომიწერა.
ა) მან ბ) ის გ) შენ
2) მასწავლებელი გვასწავლის ჩვენ.
ა) შენ ბ) მე გ) ის
3) კაცი ძაღლს ასეირნებს.
ა) მან ის  ბ) ის მას  გ) მას მას
4) გიორგის ძმამ დამირეკა.
ა) მისმა ბ) შენმა გ) მათმა
5) გიორგიმ ლაშას  წერილი მისწერა.
ა) ის მან ბ) მან ის გ) მან მას