მეთოდური ლიტერატურა, რესურსები, ტესტები, თავსატეხები, რუბრიკები, გაკვეთილის გეგმები, რეფლექსიები, სასწავლო პროექტები, კითხვის კლუბი, ხელოვნების წრე, სხვადასხვა თეორიები, ესეები და საგაკვეთილო "წკიპურტები".
აირჩიეთ ენა
25.04.2020
24.04.2020
20.04.2020
18.04.2020
16.04.2020
13.04.2020
12.04.2020
10.04.2020
ნარიყალა (ქართული, როგორც მეორე ენა)
ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. უპასუხეთ შეკითხვებს. წითლად მონიშნული სიტყვები კი გადაწერეთ რვეულში და შეადგინეთ მათზე წინადადებები.
ნ ა რ ი ყ ა ლ ა
ნარიყალა ძველ თბილისში
მდებარეობს. ნარიყალა არის თბილისის სიამაყე. ის, საინტერესოა,
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის
ასევე ტურისტებისთვისაც. ნარიყალას გარშემო უზარმაზარი ციხესიმაგრე არტყამს. ციხე
საოცრად ლამაზია. ის თბილისის ყველა ადგილიდან კარგად ჩანს. ნარიყალას ციხესიმაგრე
მტკვარს გადმოჰყურებს ზემოდან. ნარიყალას მარჯვნივ ბოტანიკური ბაღია, მარცხნივ
კი გოგირდის ცნობილი აბანოები.
- სად მდებარეობს
ნარიყალა?
- ვისთვის არის საინტერესო
ნარიყალას დათვალიერება?
- რა არტყამს ნარიყალას
გარშემო?
- რისი ნახვა შეგვიძლია
ნარიყალას მარჯვნივ / მარცხნივ?
- რას გადაჰყურებს
ნარიყალა?
- როგორი არის ნარიყალას
ციხესიმაგრე, როგორ გამოიყურება იგი?
ციხესიმაგრის ზოგიერთი
კედელი მე-4 საუკუნით თარიღდება, ის საუკეთესო თავდაცვის საშუალებად ითვლებოდა ძველად. ნარიყალას ქართულ წყაროებში „დედა ციხესიმაგრესაც“ უწოდებენ. ნარიყალაში ასასვლელი ორი გზა არსებობს. თქვენ
შეგიძლიათ ახვიდეთ ფეხით, ასევე საბაგირო გზით. საბაგირო
რიყის პარკში მდებარეობს. რიყის პარკში არაერთი გასართობი საშუალებაა: კარუსელი,
მოცეკვავე შადრევანი, ჭადრაკის მოედანი, ლაბირინთები, მყუდრო კუთხეები.
- რომელი საუკუნით თარიღდება ციხესიმაგრის ზოგიერთი კედელი?
- რამდენი ასასვლელი
გზა არსებობს ნარიყალისკენ?
- სად მდებარეობს
საბაგირო?
- რა არის კიდევ რიყის
პარკში, გარდა საბაგიროსი?
- რას უწყოდებენ ნარიყალას ძველ ქართულ წყაროებში?
- რა ფუნქცია ჰქონდა ძველად ციხესიმაგრეს?
თუ ადამიანს ნარიყალა
არ უნახავს, არ უნახავს თბილისი, ამიტომაც თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა დაათვალიეროს ნარიყალა და ნარიყალას ულამაზესი ციხესიმაგრე და დატკბეს მშვენიერი სანახაობით.
09.04.2020
07.04.2020
06.04.2020
05.04.2020
04.04.2020
03.04.2020
02.04.2020
01.04.2020
Подписаться на:
Сообщения (Atom)