აირჩიეთ ენა

28.07.2016

(ა1 დონე) ტესტი № XIII (ნაშიერი)

1) რა ჰქვია ძროხის ნაშიერს?
2) რა ჰქვია ცხენის ნაშიერს?
3) რა ჰქვია ცხვრის ნაშიერს?
4) რა ჰქვია ძაღლის ნაშიერს?
5) რა ჰქვია კატის ნაშიერს?
6) რა ჰქვია ვირის ნაშიერს?
7) რა ჰქვია მგლის ნაშიერს?
8) რა ჰქვია ვეფხვის ნაშიერს?
9) რა ჰქვია ლომის ნაშიერს?
10) რა ჰქვია მაიმუნის ნაშიერს?
11) რა ჰქვია სპილოს ნაშიერს?
12) რა ჰქვია გველის ნაშიერს?

დავალება 1-ლი: თარგმნეთ მშობლიურ ენაზე: ხბო, კვიცი, ბატკანი, ლეკვი, კნუტი, ჩოჩორი, ბოკვერი, სპლიყვი, წიწილი.

(ა1 დონე) ტესტი № XII (ცხოველი)

1) რომელია გარეული ფრინველი?
ა) არწივი ბ) წიწილა გ) ბატი დ) ქათამი
2) რომელია გარეული ფრინველი?
ა) იხვი ბ) ჭუკი გ) სირაქლემა დ) ციცარი
3) რომელი ფრინველი დაფრინავს ცაში?
ა) ქათამი ბ) თუთიყუში გ) ქორი დ) წიწილა
4) რომელი ფრინველია ყველაზე ფერადი?
ა) მერცხალი ბ) თუთიყუში გ) ბეღურა დ) არწივი
5) რომელი ფრინველი იპარავს წიწილებს?
ა) ძერა ბ) მამალი გ) იხვი დ) ბახალა

დავალება 1-ლი: ჩამოთვალეთ გარეული და შინაური ფრინველები.

26.07.2016

(ა1 დონე) ტესტი № XI (ცხოველი)

1) აქედან, რომელია ცხოველი?
ა) ვაშლი ბ) ბავშვი გ) მაიმუნი დ) ტელევიზორი
2) აქედან, რომელია ცხოველი?
ა) სპილო ბ) პულტი გ) ადამიანი დ) სამყარო
3) აქედან, რომელია ცხოველი?
ა) ტელევიზორი ბ) ცხრილი გ) რვეული დ) ძაღლი
4) აქედან, რომელია ცხოველი?
ა) თმა ბ) სურათი გ) ჭაღი დ) კატა
5) აქედან, რომელია ცხოველი?
ა) ვირთხა ბ) ქუდი გ) ნათურა დ) ცოცხი
6) რომელია შინაური ცხოველი?
ა) ლომი ბ) კატა გ) ვეფხვი დ) ირემი
7) რომელია შინაური ცხოველი?
ა) ცხენი ბ) ჯიხვი გ) მარტორქა დ) აფთარი
8) რომელია გარეული ცხოველი?
ა) ძაღლი ბ) ძროხა გ) მარტორქა დ) ცხენი
9) რომელია გარეული ცხოველი?
ა) სპლიყვი ბ) ცხვარი გ) ბეკეკა დ) ვირი
10) რომელია გარეული ცხოველი?
ა) ჩოჩორი ბ) კვიცი გ) დათვი დ) ლეკვი

დავალება 1-ლი: ჩამოწერეთ შინაური და გარეული ცხოველები.

25.07.2016

(ა1 დონე) ტესტი № X (ბოსტნეული)

1) რომელი არ არის ბოსტნეული?
ა) ვაშლატამა ბ) კიტრი გ) სტაფილო დ) ყაბაყი
2) რომელი არ არის ბოსტნეული?
ა) პომიდორი ბ) კომბოსტო გ) ალუჩა დ) ჭარხალი
3) რომელი არ არის ბოსტნეული?
ა) ბადრიჯანი ბ) წიწაკა გ) ხახვი დ) ქლიავი
4) რომელი არ არის ბოსტნეული?
ა) კარტოფილი ბ) მარწყვი გ) ბულგარული წიწაკა დ) ბოლოკი
5) რომელი არ არის ბოსტნეული?
ა) ნიორი ბ) სალათის ფურცლები გ) რეჰანი დ) ხაჭო

დავალება 1-ლი: შესწავლილი ბოსტნული გადათარგმნეთ მშობლიურ ენაზე.

დავალება მე-2: დაასახელეთ თითოეული ბოსტნულის მახასიათებელი. მაგალითად: კიტრი მწვანეა. პომიდორი მრგვალია და ა.შ.

24.07.2016

(ა1 დონე) ტესტი № IX (ნაცვალსახელი)

1) ***** ვარ ბიჭი.
ა) შენ ბ) მე გ) თქვენ დ) ისინი
2) ***** ხართ სახლში.
ა) ისინი ბ) ჩვენ გ) ის დ) თქვენ
3) ***** გქვია ლადო.
ა) შენ ბ) მე გ) ისინი დ) თქვენ
4) ***** დადის სპორტზე.
ა) მე ბ) შენ გ) ის დ) ჩვენ
5) ***** გვიყვარს მუსიკა.
ა) ჩვენ ბ) მათ გ) მას დ) თქვენ
6) ***** მოდიან მთიდან.
ა) ის ბ) თქვენ გ) ჩვენ დ) ისინი

დავალება 1-ლი: გადათარგმნეთ ნაცვალსახელები მშობლიურ ენაზე. 


დავალება მე-2: ააწყვეთ მოკლე წინადადებები ნაცვალსახელებით. მაგალითად: მე მქვია გიორგი, მას უყვარს ხატვა და ა.შ.

(ა1 დონე) ტესტი № VIII (ციფრები)

1) შვიდს მივუმატოთ ცხრა.
ა) ათი ბ) თექვსმეტი გ) ოცდაორი დ) თორმეტი
2) ათს მივუმატოთ ათი.
ა) რვა ბ) ცხრამეტი გ) ოცდაათი დ) ოცი
3) ორს გამოვაკლოთ ერთი.
ა) ერთი ბ) ნოლი გ) სამი დ) ოთხი
4) რვას გამოვაკლოთ ექვსი.
ა) სამი ბ) ორი გ) თორმეტი დ) თოთხმეტი
5) შვიდს მივუმატოთ სამი.
ა) ცხრა ბ) ათი გ) თერთმეტი დ) ჩვიდმეტი

დავალება 1-ლი: გადათარგმნეთ მშობლიურ ენაზე, მივუმატოთ, გამოვაკლოთ, გავამრავლოთ, გავყოთ. (მიმატება, გამოკლება, გაყოფა, გამრავლება)

დავალება მე-2: ციფრები ჩაწერეთ სიტყვებად. მაგალითად: 1 - ერთი, 2 - ორი და ა.შ.

(ა1 დონე) ტესტი № VII (მარცვლეული)

1) რომელი არ არის მარცვლეული?
ა) სიმინდი ბ) ქერი გ) ხორბალი დ) ვაშლი
2) რომელი არ არის მარცვლეული?
ა) ბარდა ბ) ოხრახუში გ) ლობიო დ) წიწიბურა
3) რომელია მარცვლეული?
ა) სვია ბ) ლიმონი გ) მაყვალი დ) რეჰანი
4) რომელი მარცვლეულით მზადდება მჭადი?
ა) ქერი ბ) ბარდა გ) სიმინდი დ) ხორბალი
5) რომელი მარცვლეულით მზადდება პური?
ა) ლობიო ბ) ხორბალი გ) წიწიბურა დ) ქერი

დავალება 1-ლი: შესწავლილი მარცვლეული გადათარგმნეთ მშობლიურ ენაზე. ხორბალი, ქერი, სიმინდი, ლობიო, ბარდა, წიწიბურა, სვია.


(ა1 დონე) ტესტი № VI (ოჯახი)

1) ოჯახის წვრები არიან დედა, მამა, *****, ძმა, ბებია, ბაბუა.
ა) სხვა ბ) და  გ) მეზობელი დ) ნაცნობი
2) რომელია ყველაზე ასაკიანი?
ა) დედა ბ) მამა გ) ძმა დ) ბებია
3) რომელია ყველაზე უმცროსი?
ა) ძმა ბ) მამა გ) დედა დ) ბაბუა
4) რომელია ბიჭი?
ა) ბებია ბ) დეიდა გ) მამიდა დ) ძმა
5) რომელია გოგო?
ა) ბიცოლა ბ) ბიძა გ) მამა დ) ბაბუა

დავალება 1-ლი: გადათარგმნეთ მშობლიურ ენაზე: დედა, მამა, ძმა, და, ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა, მამიდა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ნათესავი, ოჯახი.

დავალება მე-2: დაწერეთ მოკლე აბზაცი თემაზე - "ჩემი ოჯახი"

(ა1 დონე) ტესტი № V (საკვები)

1) რა ჰქვია დილის საკვებს?
ა) საუზმე ბ) ვახშამი გ) სადილი
2) რა ჰქვია შუადღის საკვებს?
ა) საუზმე ბ) ვახშამი გ) სადილი
3) რა ჰქვია საღამოს საკვებს?
ა) საუზმე ბ) ვახშამი გ) სადილი

დილით - ვსაუზმობთ.
დილით ვჭამთ პურს, კარაქს, მოხარშულ კვერცხს, თაფლს, ძეხვს. ვსვამთ ჩაის.
შუადღეს - ვსადილობთ.
შუადღეს ვჭამს პურს, წვნიანს, სალათს. ვსვამთ წვენს.
საღამოს - ვვახშმობთ.
საღამოს ვჭამთ პურს, სალათს, ერბო-კვერცხს, ყველს. ვსვამთ რძეს.

დავალება 1-ლი: დაწერე შენი ერთი დღის მენიუ.

(ა1 დონე) ტესტი № IV (ამინდი)

1) როგორი არ შეიძლება იყოს ამინდი?
ა) თბილი ბ) ცივი გ) უხეში დ) წვიმიანი
2) როგორი არ შეიძლება იყოს ამინდი?
ა) კეთილი ბ) ღრუბლიანი გ) ქარიანი დ) სასიამოვნო
3) როგორი არ შეიძლება იყოს ამინდი?
ა) მშვენიერი ბ) ცხელი გ) მორცხვი დ) თოვლიანი
4) უფრო ხშირად ზაფხულში *****.
ა) წვიმს ბ) თოვს გ) მოდის სეტყვა დ) ცხელა
5) უფრო ხშირად ზამთარში *****.
ა) ცხელა ბ) ქრის ქარი გ) თოვს დ) წვიმს


დავალება 1-ელი: გაიხსენეთ, როგორი ამინდი შეიძლება იყოს?

დავალება მე-2: დაასახელეთ თქვენი საყვარელი ამინდი და თქვით თუ რატომ მოგწონთ იგი.

(ა1 დონე) ტესტი № III (ხილი)

1) რომელი არ არის ხილი?
ა) მარწყვი ბ) კომბოსტო გ) ალუბალი დ) ქლიავი
2) რომელი არ არის ხილი?
ა) ატამი ბ) გარგარი გ) ყურძენი დ) ლობიო
3) რომელი არ არის ხილი?
ა) ვაშლატამა ბ) ნიორი გ) მაყვალი დ) კენკრა
4) რომელი არ არის ხილი?
ა) ჭარხალი ბ) ანანასი გ) ვაშლი დ) მსხალი
5) რომელი არ არის ხილი?
ა) ბარდა ბ) ბალი გ) გარგარი დ) ჟოლო


დავალება 1-ლი: შესწავლილი ხილი გადათარგმნეთ მშობლიურ ენაზე: ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი, ქლიავი, მარწყვი, ბალი, მაყვალი, ჟოლო, გარგარი, ყურძენი.

დავალება მე-2: თითოეულ ხილს მიუსადაგეთ ფერი. მაგალითად: ვაშლი არის მწვანე და ყვითელი...

23.07.2016

(ა1 დონე) ტესტი № II (სასმელი)

1) რომელია სასმელი?
ა) წყალი ბ) სიმინდი გ) პური დ) სუპი
2) რომელია სასმელი?
ა) პომიდორი ბ) არაჟანი გ) რძე დ) წიწიბურა
3) რომელია სასმელი?
ა) ნატურალური წვენი ბ) სტაფილო გ) ხაჭო დ) საწებელი
4) რომელია სასმელი?
ა) ჟელატინი ბ) ღვინო გ) ალუბალი დ) სოდა
5) რომელია სასმელი?
ა) შოკოლადი ბ) არაქისი გ) არაყი დ) ატამი


დავალება 1-ლი: გადათარგმნეთ მშობლიურ ენაზე. ყავა, ჩაი, წყალი, რძე, მინერალური წყალი, ნატურალური წვენი, არაყი, ლიმონათი, ლიქიორი, ღვინო, ბურახი, კისელი, რძიანი ყავა, ნალექიანი ყავა, კოკა-კოლა, გაზიანი სასმელი.

დავალება მე-2: შესწავლილი სასმელები დაყავით სამ ჯგუფად: 1) მინერალური სასმელები 2) ნატურალური სასმელები 3) ალკოჰოლური სასმელები

(ა1 დონე) ტესტი № I (ფერები)

1) რა ფერია მზე?
ა) ყვითელი  ბ) ლურჯი  გ)  მწვანე  დ)  იასამნისფერი
2) რა ფერია თოვლი?
ა) წითელი  ბ) თეთრი  გ) შავი  დ) ყავისფერი
3) რა ფერია მარწყვი?
ა) ნაცრისფერი  ბ) წითელი გ) ნარინჯისფერი  დ) ცისფერი
4) რა ფერია ცა?
ა) ყვითელი  ბ) მწვანე  გ) იისფერი  დ) ცისფერი
5) რა ფერია ღრუბელი?
ა) უფერო ბ) ლურჯი გ) ვარდისფერი დ) ყვითელი

დავალება 1-ლი: გადათარგმნეთ მშობლიურ ენაზე. თეთრი, შავი, ნაცრისფერი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი, სტაფილოსფერი, იასამნისფერი.

დავალება მე-2: თითოეულ ფერს მიუსადაგეთ არსებითი სახელი. მაგალითად: ყვითელი მზე, შავი ზღვა და ა.შ.